სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"თუ კანონი კანონობს, გიორგი ოქროპირიძე პატიმრობიდან უნდა გათავისუფლდეს"
"თუ კანონი კანონობს, გიორგი ოქროპირიძე პატიმრობიდან უნდა გათავისუფლდეს"

თუ კა­ნო­ნი კა­ნო­ნობს, გი­ორ­გი ოქ­რო­პი­რი­ძე პა­ტიმ­რო­ბი­დან უნდა გა­თა­ვი­სუფ­ლდეს, - ამის შე­სა­ხებ ლაშა მა­ხა­რა­ძის მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი ოქ­რო­პი­რი­ძის ად­ვო­კატ­მა მათე ხარ­ჭა­მა­ძემ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" გა­ნუ­ცხა­და.

რო­გორც ად­ვო­კატ­მა აღ­ნიშ­ნა, სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა 9-თვი­ა­ნი ვა­დის ამო­წურ­ვის შემ­დეგ შე­ფარ­დე­ბუ­ლი ხე­ლა­ხა­ლი პა­ტიმ­რო­ბის არა­კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რად ცნო­ბის შე­სა­ხებ გი­ორ­გი ოქ­რო­პი­რი­ძეს­თან ისე­ვე მოქ­მე­დებს, რო­გორც იმოქ­მე­და გიგი უგუ­ლა­ვას­თან. ად­ვო­კა­ტის გან­ცხა­დე­ბით, სწო­რედ სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის შემ­დეგ ოქ­რო­პი­რი­ძის მი­მართ პა­ტიმ­რო­ბის გა­უქ­მე­ბის შუ­ამ­დგომ­ლო­ბით სა­სა­მარ­თლოს დაც­ვის მხა­რემ გუ­შინ მი­მარ­თა, პრო­ცე­სი კი დღეს 15:00 სა­ათ­ზეა ჩა­ნიშ­ნუ­ლი.

"გიგი უგუ­ლა­ვას და გი­ორ­გი ოქ­რო­პი­რი­ძის მი­მართ შე­ფარ­დე­ბუ­ლი პა­ტიმ­რო­ბა გაჭ­რი­ლი ვაშ­ლი­ვით ჰგავს ერ­თმა­ნეთს. სწო­რედ აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, თუ კა­ნო­ნი კა­ნო­ნობს, ოქ­რო­პი­რი­ძე­მაც დღეს უნდა და­ტო­ვოს ცოხე", - გა­ნა­ცხა­და მათე ხარ­ჭა­მა­ძემ.

გი­ორ­გი ოქ­რო­პი­რი­ძე ბრალ­დე­ბუ­ლია ვა­კე­ში აბა­ში­ძის ქუ­ჩა­ზე 25 წლის ლაშა მა­ხა­რა­ძის მკვლე­ლო­ბა­ში. მის მი­მართ ბრალ­დე­ბის საქ­მე­ზე ნა­ფიც­მა მსა­ჯუ­ლებ­მა ერთხელ უკვე იმ­სჯე­ლეს, თუმ­ცა 9-თვი­ა­ნი ვა­დის ამო­წურ­ვის პა­რა­ლე­ლუ­რად მათ ვერ­დიქ­ტი ვერ მი­ი­ღეს. ვა­დის ამო­წურ­ვის დროს კი გი­ორ­გი ოქ­რო­პი­რი­ძეს ახა­ლი ბრა­ლი წა­რედ­გი­ნა, ცრუ დას­მე­ნი­სა და ცრუ ჩვე­ნე­ბის მი­ცე­მის საქ­მე­ზე, რა­ზეც მას კვლავ პა­ტიმ­რო­ბა გა­ნე­სა­ზღვრა. სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, სწო­რედ 9-თვი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბის ვა­დის ამო­წურ­ვის შემ­დეგ აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით შე­ფარ­დე­ბუ­ლი ახა­ლი პა­ტიმ­რო­ბის შე­სა­ხებ ნორ­მა იქნა არა­კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რად ცნო­ბი­ლი.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

"თუ კანონი კანონობს, გიორგი ოქროპირიძე პატიმრობიდან უნდა გათავისუფლდეს"

"თუ კანონი კანონობს, გიორგი ოქროპირიძე პატიმრობიდან უნდა გათავისუფლდეს"

თუ კანონი კანონობს, გიორგი ოქროპირიძე პატიმრობიდან უნდა გათავისუფლდეს, - ამის შესახებ ლაშა მახარაძის მკვლელობაში ბრალდებული ოქროპირიძის ადვოკატმა მათე ხარჭამაძემ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა.

როგორც ადვოკატმა აღნიშნა, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება 9-თვიანი ვადის ამოწურვის შემდეგ შეფარდებული ხელახალი პატიმრობის არაკონსტიტუციურად ცნობის შესახებ გიორგი ოქროპირიძესთან ისევე მოქმედებს, როგორც იმოქმედა გიგი უგულავასთან. ადვოკატის განცხადებით, სწორედ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ ოქროპირიძის მიმართ პატიმრობის გაუქმების შუამდგომლობით სასამართლოს დაცვის მხარემ გუშინ მიმართა, პროცესი კი დღეს 15:00 საათზეა ჩანიშნული.

"გიგი უგულავას და გიორგი ოქროპირიძის მიმართ შეფარდებული პატიმრობა გაჭრილი ვაშლივით ჰგავს ერთმანეთს. სწორედ აქედან გამომდინარე, თუ კანონი კანონობს, ოქროპირიძემაც დღეს უნდა დატოვოს ცოხე", - განაცხადა მათე ხარჭამაძემ.

გიორგი ოქროპირიძე ბრალდებულია ვაკეში აბაშიძის ქუჩაზე 25 წლის ლაშა მახარაძის მკვლელობაში. მის მიმართ ბრალდების საქმეზე ნაფიცმა მსაჯულებმა ერთხელ უკვე იმსჯელეს, თუმცა 9-თვიანი ვადის ამოწურვის პარალელურად მათ ვერდიქტი ვერ მიიღეს. ვადის ამოწურვის დროს კი გიორგი ოქროპირიძეს ახალი ბრალი წარედგინა, ცრუ დასმენისა და ცრუ ჩვენების მიცემის საქმეზე, რაზეც მას კვლავ პატიმრობა განესაზღვრა. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, სწორედ 9-თვიანი პატიმრობის ვადის ამოწურვის შემდეგ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული ახალი პატიმრობის შესახებ ნორმა იქნა არაკონსტიტუციურად ცნობილი.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ