ჩილეს ცენტრალურ რეგიონში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. "ევრონიუსის" ცნობით, ამის მიზეზი გუშინ მომხდარი ძლიერი მიწისძვრა გახდა, რამაც 11 ადამიანი შეიწირა.
8,3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის გამო მილიონზე მეტმა ადამიანმა საცხორებელი სახლი დატოვა. სტიქიამ მცირე ზომის ცუნამი გამოიწვია. ტალღებმა სანაპირო ქალაქ კოკიმბოსთან 5 მეტრს მიაღწია. მიწისძვრას ნგრევაც მოჰყვა. დაზარალებულ რეგიონს გუშინ პრეზიდენტი მიშელ ბაჩელეტი ეწვია.
სეისმოლოგების ცნობით, მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ ილიაპელიდან 55 კილომეტრში 10 კილომეტრის სიღრმეში დაფიქსირდა. იყო განმეორებითი ბიძგებიც, რამაც მოსახლეობაში პანიკა გამოიწვია.