პაკისტანის ქალაქ პეშავარში ავიაბაზაზე მომხდარი თავდასხმის დროს ექვსი მებრძოლი მოკლეს. "როიტერის" ცნობით, სამხედრო ბაზას სულ მცირე ათი შეიარაღებული პირი დაესხა თავს. თუმცა, უსაფრთხოების ძალებმა მათი შეჩერება შეძლეს. დაშავდა რამდენიმე სამხედრო.
თავდასხმაზე პასუხისმგებლობა პაკისტანში მოქმედმა თალიბებმა აიღეს. ქალაქი პეშავარი თალიბი მებრძოლების თავდასხმის ობიექტი არაერთხელ გამხდარა. გასული წლის ბოლოს სკოლაზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად 150-ზე მეტი მოსწავლე და მასწავლებელი დაიღუპა.