"თუ მაინც ცალკე უნდა ვატარო ბავშვი მასწავლებელთან, მაშინ რა აზრი აქვს ასეთ კერძო სკოლას?!"

"თუ მაინც ცალკე უნდა ვატარო ბავშვი მასწავლებელთან, მაშინ რა აზრი აქვს ასეთ კერძო სკოლას?!"

სექტემბრის შემოსვლას თან ახლავს სამზადისი ახალი სასწავლო წლისთვის. პირველკლასელთა მშობლები შვილებთან ერთად ცხოვრების ახალ ეტაპზე გადადიან. თამუნა მუსერიძემ წელს შვილი პირველ კლასში მიიყვანა. ამჯერად მისი სასკოლო სამზადისით და მოლოდინებით დავინტერესდით.

- ვაპირებდი ბავშვი კერძო სკოლაში შემეყვანა, მაგრამ იმავე სკოლის მასწავლებელმა, სადაც ბავშვის დარეგისტრირებას ვაპირებდი, მითხრა, მაინც დასჭირდება ცალკე მომზადებაო. თუ მაინც ცალკე უნდა ვატარო ბავშვი მასწავალებელთან, მაშინ რა აზრი აქვს ასეთ კერძო სკოლას? რასკვირველია, დავიწუნე. ამის შემდეგ კიდევ რამდენიმე კერძო სკოლა ვნახე, რომელშიც კატასტროფულად მაღალი გადასახადი იყო, პირველი კლასის მოსწავლეს ვერ ვხვდები, 8000 ლარის რა უნდა ასწავლონ. გასაგებია, რომ ყველაზე დიდი ინვესტიცია, რაც შეიძლება განახორციელო, შვილის განათლებაა, მაგრამ პირველ კლასს მგონი ეს არ ეხება, შემდეგ და შემდეგ – კი ბატონო. ამიტომ შევეშვი ბევრ ძებნას და 55-ე სკოლაში შევიყვანე, სადაც ვსწავლობდით მეც და დედაჩემიც, თან იქვე ვცხოვრობ და ტერიტორიულადაც მაწყობს.

- სანამ სწავლა დაიწყებოდა, მანამდე თუ გყავდა სკოლაში, როგორი მოლოდინი ჰქონდა?

- კი, სწავლის დაწყებამდე, რა თქმა უნდა, მყავდა სკოლაში, მეტიც, ღია იყო მისი კლასი, შევიპარეთ და დავათვალიერებინე. ძალიან დიდი მოლოდინი ჰქონდა და უხაროდა სკოლაში მისვლა, მაგრამ მერე და მერე რამდენად გაუხარდება, უკვე აღარ ვიცი.

გაგრძელება

ცნობილი თურქი მსახიობი ამბობს, რომ მამის მხრიდან სექსუალური ძალადობის მსხვერპლი იყო - "დედამ არ დამიჯერა, მითხრა, რომ არ გამემხილა, თორემ მამა მომკლავდა"

19 წელი ერთად - ჯულია რობერთსისა და დენი მოდერის სიყვარულის ამბავი, რომელმაც დროს გაუძლო

რევოლუციონერი, პოეტი, მექალთანე, "შესანიშნავი ქართველი" - რუსეთში დადგმული სკანდალური სპექტაკლი სტალინზე, რომლის პრემიერის შემდეგ, პუტინსაც კი მიმართეს