სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
მერაბ ტურავას პირველი კომენტარი გიგი უგულავას საქმესთან დაკავშირებული აურზაურის შესახებ
მერაბ ტურავას პირველი კომენტარი გიგი უგულავას საქმესთან დაკავშირებული აურზაურის შესახებ

სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლის, მე­რაბ ტუ­რა­ვას გან­ცხა­დე­ბით, თბი­ლი­სის ყო­ფი­ლი მე­რის, გიგი უგუ­ლა­ვას საქ­მის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­ზე ხელ­მო­წე­რის გა­და­დე­ბა სა­კუ­თარ ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბას არ უკავ­შირ­დე­ბა. რო­გორც ტუ­რა­ვამ "მა­ესტროს­თან" სა­უ­ბარ­ში გა­ნა­ცხა­და, მან გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის სა­რე­ზო­ლუ­ციო ნა­წი­ლის გაც­ნო­ბა ვერ მო­ას­წრო, რად­გან ის პრო­ცე­სის და­წყე­ბამ­დე რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის წინ გა­და­უგ­ზავ­ნეს.

"მე შე­მეძ­ლო ხელი მო­მე­წე­რა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­ზე ის რომ წა­კი­თხუ­ლი მქო­ნო­და, მაგ­რამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა წა­კი­თხუ­ლი არ მქონ­და, რად­გან მეც და სხვა მო­სა­მარ­თლე­ებ­მაც სა­რე­ზო­ლუ­ციო ნა­წი­ლი მი­ვი­ღეთ ელექტრო­ნუ­ლი ფოს­ტით გუ­შინ, დღის გან­მავ­ლო­ბა­ში. გუ­შინ მა­ღა­ლი წნე­ვა მქონ­და, კომ­პი­უ­ტერ­თან არ დავ­მჯდარ­ვარ და გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის სა­რე­ზო­ლუ­ციო ნა­წილს არ გავ­ცნო­ბი­ვარ, ისე რო­გორ შე­იძ­ლე­ბო­და? სხვა­თა შო­რის ექიმ­მაც მი­თხრა, რომ დღეს შენ სა­მუ­შაო მდგო­მა­რე­ო­ბა­ში არ ხარო. სა­ა­ვად­მყო­ფო­შიც რომ მო­ე­ტა­ნათ ჩემ­თვის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, 50 გვერდს რო­გორ წა­ვი­კი­თხავ­დი პა­ლა­ტა­ში?" - აცხა­დებს ტუ­რა­ვა.

მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, უგუ­ლა­ვას საქ­მე­ზე "ჯერ კი­დევ მუშა პრო­ცეს­ში იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ", როცა ერთი სა­ა­თით ადრე და­უ­რე­კეს და უთხრეს, რომ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა უნდა გა­მო­ე­ცხა­დე­ბი­ნა.

"ჩვენ კი­დევ მუშა პრო­ცეს­ში ვიმ­ყო­ფე­ბო­დით. ერთი სა­ა­თით ადრე მი­რე­კა­ვენ, რომ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა უნდა გა­მო­ა­ცხა­დოო. ეს არის უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა მო­სა­მარ­თლის და სა­სა­მარ­თლო ხე­ლი­სუფ­ლე­ბის უპა­ტივ­ცე­მუ­ლო­ბა", - გან­მარ­ტა მე­რაბ ტუ­რა­ვამ.

დე­და­ქა­ლა­ქის ყო­ფი­ლი მე­რის გიგი უგუ­ლა­ვას საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით, მო­სა­მარ­თლე მე­რაბ ტუ­რა­ვას გა­მო­უ­ცხა­დებ­ლო­ბის გამო, სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლომ გუ­შინ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის გა­მო­ცხა­დე­ბა ვერ შეძ­ლო. სა­სა­მარ­თლოს ამის­თვის მე­რაბ ტუ­რა­ვას ხელ­მო­წე­რა ესა­ჭი­რო­ე­ბო­და.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

მერაბ ტურავას პირველი კომენტარი გიგი უგულავას საქმესთან დაკავშირებული აურზაურის შესახებ

მერაბ ტურავას პირველი კომენტარი გიგი უგულავას საქმესთან დაკავშირებული აურზაურის შესახებ

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის, მერაბ ტურავას განცხადებით, თბილისის ყოფილი მერის, გიგი უგულავას საქმის გადაწყვეტილებაზე ხელმოწერის გადადება საკუთარ ჯანმრთელობის მდგომარეობას არ უკავშირდება. როგორც ტურავამ "მაესტროსთან" საუბარში განაცხადა, მან გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გაცნობა ვერ მოასწრო, რადგან ის პროცესის დაწყებამდე რამდენიმე საათის წინ გადაუგზავნეს.

"მე შემეძლო ხელი მომეწერა გადაწყვეტილებაზე ის რომ წაკითხული მქონოდა, მაგრამ გადაწყვეტილება წაკითხული არ მქონდა, რადგან მეც და სხვა მოსამართლეებმაც სარეზოლუციო ნაწილი მივიღეთ ელექტრონული ფოსტით გუშინ, დღის განმავლობაში. გუშინ მაღალი წნევა მქონდა, კომპიუტერთან არ დავმჯდარვარ და გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილს არ გავცნობივარ, ისე როგორ შეიძლებოდა? სხვათა შორის ექიმმაც მითხრა, რომ დღეს შენ სამუშაო მდგომარეობაში არ ხარო. საავადმყოფოშიც რომ მოეტანათ ჩემთვის გადაწყვეტილება, 50 გვერდს როგორ წავიკითხავდი პალატაში?" - აცხადებს ტურავა.

მისივე განმარტებით, უგულავას საქმეზე "ჯერ კიდევ მუშა პროცესში იმყოფებოდნენ", როცა ერთი საათით ადრე დაურეკეს და უთხრეს, რომ გადაწყვეტილება უნდა გამოეცხადებინა.

"ჩვენ კიდევ მუშა პროცესში ვიმყოფებოდით. ერთი საათით ადრე მირეკავენ, რომ გადაწყვეტილება უნდა გამოაცხადოო. ეს არის უპირველეს ყოვლისა მოსამართლის და სასამართლო ხელისუფლების უპატივცემულობა", - განმარტა მერაბ ტურავამ.

დედაქალაქის ყოფილი მერის გიგი უგულავას საქმესთან დაკავშირებით, მოსამართლე მერაბ ტურავას გამოუცხადებლობის გამო, საკონსტიტუციო სასამართლომ გუშინ გადაწყვეტილების გამოცხადება ვერ შეძლო. სასამართლოს ამისთვის მერაბ ტურავას ხელმოწერა ესაჭიროებოდა.

"ინტერპრესნიუსი"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."