ჩანთები, რომლებიც ცნობილი ადამიანების სახელს ატარებენ

ჩანთები, რომლებიც ცნობილი ადამიანების სახელს ატარებენ

მოდის სახლი Hermès ნიანგის ტყავისგან დამზადებული ცნობილი ჩანთის "ბირკინი" ახალი სახელწოდების ძიებაშია.

თავის დროზე ჩანთას "ერმესმა" სახელი ცნობილი მსახიობისა და მომღერლის ჯეინ ბირკინის საპატივსაცემოდ დაარქვა. თუმცა, ცოტა ხნის წინ, მსახიობმა მოდის სახლს მიმართა და სთხოვა მისი სახელი აღარ გამოეყენებინათ. ჯეინ ბირკინის განცხადებით, ორგანიზაცია PETA-ს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად გაირკვა, რომ ნიანგებს უხეშად ეპყრობოდნენ.

გთავაზობთ იმ ჩანთების ჩამონათვალს, რომლებსაც სხვადასხვა დროს დიზაინერებმა სახელი ცნობილი ადამიანების საპატივსაცემოდ შეურჩიეს.

ჯეინ ბირკინი

ფრანგულმა მოდის სახლმა "ბირკინის" ჩანთა 1981 წელს შეიქმნა. გავრცელებული ვერსიით, ჯეინ ბირკინი თვითმფრინავში შემთხვევით შეხვდა "ერმესის" სახლის ხელმძღვანელს ჟან-ლუი დიუმას. საუბრისას მომღერალმა დაიჩივლა, რომ დიდი ზომის ტყავის ჩანთას მცირე არჩევანის გამო ვერ ყიდულობდა და ჟან-ლუი დიუმას საკუთარი ოცნების ჩანთა დაუხატა.

ბრიჯიტ ბარდო

"ერმესისგან" განსხვავებით", Lancel-მა მსგავსი შეცდომა არ დაუშვა - გაითვალისწინა ბრიჯიტ ბარდოს ცხოველებისადმი დამოკიდებულება და მსახიობს ქსოვილისგან დამზადებული ჩანთა მიუძღვნა.

D Bag

ცნობილი იტალიური მარკის Tod’s-ის ჩანთა, სახელწოდებით D Bag პრინცესა დაიანას მიეძღვნა. ჩანთა 1997 წელს შეიქმნა.

იხილეთ გაგრძელება

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს