გინება და ცემა-ტყეპა საკრებულოში - მშენებელი კომპანიის დირექტორი მოსახლეობის წინააღმდეგ

გინება და ცემა-ტყეპა საკრებულოში - მშენებელი კომპანიის დირექტორი მოსახლეობის წინააღმდეგ

ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის სხდომა თბილისის საკრებულოში კამათის და დაპირისპირების ფონზე წარიმართა. კომისია თამარაშვილის ქუჩის N13-ში იპოდრომთან არსებულ მიწის ნაკვეთებზე მრავალფუნქციური კომპლექსის განაშენიანების რეგულირების გეგმის კორექტირებულ პროექტს განიხილავდა. "არქი ჯგუფის" გენერალურმა დირექტორმა ილია წულაიამ თამარაშვილის ქუჩის ერთ-ერთ მცხოვრებს ნოდარ ჩხოლარიას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

თამარაშვილის ქუჩის მოსახლეობა, საკრებულოს ოპოზიციური დეპუტატები და დამოუკიდებელი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი მოითხოვენ, რომ გეგმის არსებული სახით დამტკიცება მიმდებარე ქუჩებზე სატრანსპორტო კოლაფსს გამოიწვევს, რადგან დაგეგმილია დაახლოებით 13 ახალი 35-სართულიანი კორპუსის მშენებლობა. მათივე თქმით, მშენებლობები გამოიწვევს ხეების გაჩეხვას.

კომისია ამ საკითხს უახლოეს პერიოდში კვლავ დაუბრუნდება და შემდგომ საკითხის საკრებულოს სხდომაზე გატანა მოხდება.

იხილეთ ვიდეო

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია