როგორ აქცია ებრაელმა ხალხმა უდაბნო ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ სახელმწიფოდ - შიმონ პერესის გამოსვლამ მსოფლიო შეძრა

როგორ აქცია ებრაელმა ხალხმა უდაბნო ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ სახელმწიფოდ - შიმონ პერესის გამოსვლამ მსოფლიო შეძრა

ისრაელის მე-9 პრეზიდენტი, 92 წლის შიმონ პერესი კიევში სიტყვით გამოვიდა. მან სიზარმაცეზე, სიმამაცესა და იმედზე ისაუბრა. დამსწრეებმა პერესის სიტყვა ერთ-ერთ ყველაზე შთამაგონებელ სიტყვად დაასახელეს.

”ჩვენ ვოცნებობდით საკუთარ მიწაზე, მაგრამ მიწა, რომელიც მივიღეთ არ აღმოჩნდა საოცნებო. ეს იყო პატარა ნაჭერი, ახლო აღმოსავლეთის ერთი-მეათასედი. ეს მიწა სავსე იყო ჭაობებით, უდაბნოებითა და ქვებით. არჩევანი კოღოებსა და ქვებს შორის უნდა გაგვეკეთებინა. აქ იყო ორი მდინარე, ერთი დამშრალი და მეორე დაშრობის პირას მყოფი. წყალი საერთოდ არ გვქონდა. არანაირი ბუნებრივი რესურსი არ გაგვაჩნდა, არც ოქრო, არც ნავთობი.

ჩვენ მარტონი ვიყავით. არ გვყავდა მოძმე რელიგიის ქვეყანა, ჩვენს ენაზე მეტყველი დები, ისტორიული მეზობლები. ყველაფერი ეს ჰოლოკოსტის შემდეგ ხდებოდა. ჩვენ მივედით იქ და არ ვიცოდით, რა უნდა გვექნა. ამიტომ ჩვენ გავიფიქრეთ: ბუნების ყველაზე დიდი საგანძური ადამიანია. ადამიანებმა გაამდიდრეს მიწა და არა პირიქით.

ჩვენ ყველანი მეცნიერები გავხდით. ყველა ფერმერმა ისრაელში დაიწყო სოფლის მეურნეობა წყლის გარეშე, მიწის გარეშე. ჩვენ დავიწყეთ მისი განვითარება. ეს იყო პირველი სოფლის მეურნეობა, რომელიც მაღალ ტექნოლოგიებს ეყრდნობოდა.

ჩვენდა გასაკვირად აღმოჩნდა, რომ სოფლის მეურნეობა, რომელიც არა მიწაზე, არამედ ტექნოლოგიებზეა დაფუძნებული, მუშაობს. დღეს ჩვენ საკმარისი წყალი გვაქვს. წყალს ძირითადად პოულობენ, არ გამოიმუშავებენ, ჩვენ გამოვიმუშავეთ. აი, ესაა ნამდვილი საიდუმლო: მომავლისთვის მნიშვნელოვანია არა ის, თუ რას აღმოაჩენ, არამედ ის, თუ რას აწარმოებ.

ჩვენ არ გვყავდა არც ხალხი, არც შეიარაღება. არასოდეს გვიომია. მხოლოდ 450 000 ადამიანი გვყავდა, არ გვყავდა გენერლები, არ გვქონდა საომარი გამოცდილება. გაერომ გადაწყვიტა შეექმნა ისრაელის სახელმწიფო, მაგრამ ფაქტობრივად ომი მიმდინარეობდა. რა უნდა გვექნა? - ორი რამ.

პირველი - ხალხი უნდა გამხდარიყო მამაცი და მოეკრიბა ვაჟკაცობა. ყველას უნდა გაეგო, რომ არჩევანი არ გვქონდა - უნდა გაგვემარჯვა. თუ ერთხელ მაინც წავაგებთ, ყველაფერი მთავრდება.

მეორე - რადგან ჩვენ არ გაგვაჩნდა იარაღი, დავიწყეთ მისი წარმოება. ჯარის გასაუმჯობესებლად მოგვიწია IT-ს განვითარება. ისრაელის IT სექტორი არმიაზე მუშაობდა. იმიტომ რომ, მარტონი ვიყავით, მტრით გარშემორტყმულნი.

რატომ გიყვებით ამას? დღემდე ახალგაზრდებს ვუმეორებ: მეგობრებო, თქვენ გაცილებით მეტი გაქვთ, ვიდრე გგონიათ. ნუ იქნებით ზარმაცები. თქვენ შეგიძლიათ აწარმოოთ ის, რაც თქვენთვის არ მოუციათ. ეს გაკვეთილი ყველასთვისაა.

უკრაინა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ქვეყანაა სოფლის მეურნეობის მხრივ. თქვენ არ უნდა თქვათ მასზე უარი. თქვენ შეგიძლიათ და ვალდებულებიც ხართ მოდერნიზება მოახდინოთ, გააერთიანოთ ხალხის ნიჭი და რესურსები.

ყველა ადამიანს დიდი პოტენციალი გააჩნია. მაგრამ ყველა მათგანი ზარმაცია. თუ გინდა რაიმეს მიაღწიო, უნდა იმუშაო. ციდან არაფერი ცვივა. ისრაელში ჩვენ ბევრს ვმუშაობდით. ხალხი შვებულებაში გადის - ეს დროის ფუჭი ხარჯვაა. მე უკვე 90 წლის ვარ და არასოდეს ვყოფილვარ შვებულებაში. მე მუშაობისგან ბედნიერი ვხდები. ნუ იქნებით პესიმისტები, ესეც დროის ფუჭი ხარჯვაა.

უნდა გავყვეთ მეცნირებას. მეცნიერებას საზღვრები არ გააჩნია. ნუ ეცდებით წარსულის პრობლემების გადაჭრას, არ ვიცი საერთოდ შესაძლებელია თუ არა ეს. წარსულს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. უბრალოდ, შეისწავლეთ ის, რომ ძველი შეცდომები არ დაუშვათ. წარსულში არც მომავალია და არც იმედი.

ხშირად მეკითხებიან: უკან რომ მოიხედოთ, რა არის თქვენი ყველაზე დიდი შეცდომა? მე ვპასუხობ: ჩვენ ვფიქრობდით, რომ დიდებული ოცნებები გვქონდა. ახლა კი ვხვდებით, რომ ისინი არც ისე დიდებულები იყვნენ. იოცნებეთ უფრო მეტზე. რაც უფრო დიდია თქვენი ოცნება, უფრო მეტს მიაღწევთ.

თქვენი ახალი თაობა არაჩვეულებრივია, მაგრამ რაც მათში მაბრაზებს ისაა, რომ მათ პოლიტიკოსები არ უყვართ. ამბობენ პოლიტიკა კორუმპირებულია და ჩვენი საქმე არააო. მე გეტყვით: თქვენ ღირსეულები ხართ, თქვენ ღირსეული პოლიტიკა გინდათ - ადექით და შექმენით ღირსეული პოლიტიკა.

ხალხი მეკითხება, როგორ დავრჩი აქტიური. ეს მარტივია. დაითვალეთ გონებაში თქვენი მიღწევები და ოცნებები. თუ თქვენი ოცნებები მეტია, ვიდრე მიღწევები, ეს ნიშნავს, რომ ჯერ კიდევ ახალგაზრდა ხართ. თუ პირიქითაა, მაშინ დაბერებულხართ".

"ადამიანებზე ჩატარებული ცდების მონაცემები ჯერ არ გამოუქვეყნებიათ" - რას ამბობს ენტონი ფაუჩი კორონავირუსის საწინააღმდეგო რუსულ ვაქცინაზე

ქვეყნიდან გაძევებული ექსკანდიდატი: "არავის ვუსურვებ ასეთი არჩევანის წინაშე ყოფნას" -  რით დასრულდება "ბატკას" სახელისუფლო, სისხლიანი ვნებები?

"ვაქცინის ფართომასშტაბიან წარმოებას მალე დავიწყებთ“  - პუტინი აცხადებს, რომ რუსეთმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა დაამტკიცა