ოდესის გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა ოლქის მილიციასა და სასამართლოში კორუმპირებული თანამშრომლების "წმენდა" დააანონსა. ამის შესახებ უკრაინული მედია იტყობინება. სააკაშვილის თქმით, ის კრიტიკულად აფასებს ოდესის სამართალდამცავი სტრუქტურების და პროკურორების საქმიანობას.
"მნიშვნელოვანია კორუმპირებული მოსამართლეების თანამდებობიდან გათავისუფლება. კორუმპირებული პოლიცია და პროკურორები უნდა ჩავანაცვლოთ სხვებით", - განაცხადა სააკაშვილმა.
მას შემდეგ რაც საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გუბერნატორად დაინიშნა, ოდესაში არაერთი მაღალჩინოსანი დააკავეს. საააკაშვილმა ოდესის გუბერნატორის პოსტი მაისში ჩაიბარა.