საზარელი ფაქტი ყვარელში - მამაკაცმა ყოფილი ცოლი დედის გასვენების დღეს დანით მოკლა

საზარელი ფაქტი ყვარელში - მამაკაცმა ყოფილი ცოლი დედის გასვენების დღეს დანით მოკლა

შსს-ს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს და ყვარლის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, 1963 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი შალვა ს. ოჯახში მომხდარი განზრახ მკვლელობის ბრალდებით ცხელ კვალზე დააკავეს.

"გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა ყვარლის რაიონის სოფელ ახალსოფელში, ურთიერთშელაპარაკებისას, მეუღლეს - 1965 წელს დაბადებულ ლალი თ-ს ცივი იარაღით მრავლობითი ჭრილობები მიაყენა და მიიმალა. დაჭრილი ქალბატონი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, შალვა ს. მომხდარიდან რამდენიმე წუთში, სოფელ ახალსოფლის ავტოსადგურში იმ დროს დააკავეს, როდესაც ის მიმალვას ცდილობდა. დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს", - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მეზობლების ინფორმაციით, ცოლ-ქმარი გაცილებულები იყვნენ. გარდაცვლილი დედის გასვენებაში იყო ჩამოსული. გასვენების შემდეგ კი ქმარმა საკუთარ საცხოვრებელ სახლში დანით გულმკერდის არეში სასიკვიდლო ჭრილობები მიაყენა.

გამოძიება ოჯახში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 11 პრიმა-108-ე მუხლით).

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია