სილვიო ბერლუსკონი ყირიმში ჩავიდა

სილვიო ბერლუსკონი ყირიმში ჩავიდა

იტალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, სილვიო ბერლუსკონი ყირიმში ჩავიდა. ამის შესახებ "ბიბისი" იტყობინება. როგორც რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერი, დიმიტრი პესკოვი აცხადებს,

მოსალოდნელია ბერლუსკონისა და მის მეგობარ ვლადიმერ პუტინს შორის შეხვედრაც შედგეს.

"როგორც ვიცით, მათ დიდი ხნის საქმიანი და მეგობრული კავშირები აქვთ. მსგავს შემთხვევებს კი ისინი ყოველთვის იყენებენ აზრთა გაცვლისათვის, არამხოლოდ რუსეთ-იტალიას შორის კავშირების პერსპექტივების შესახებ", - განაცხადა პესკოვმა.

ყირიმის ანექსია რუსეთმა 2014 წლის მარტში მოახდინა. საერთაშორისო საზოგადოება ყირიმის ნახევარკუნძულთან მიმართებაში რუსეთის ქმედებებს გმობს და მას კვლავ უკრაინის ტერიტორიად მიიჩნევს.

"ინტერპრესნიუსი"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."