მევენახეების აქცია პოლიციამ დაშალა, ნაცემია აქციის რამდენიმე მონაწილე

მევენახეების აქცია პოლიციამ დაშალა, ნაცემია აქციის რამდენიმე მონაწილე

გურჯაანში მევენახეების საპროტესტო აქცია პოლიციელებმა დაშალეს. სამართალდამცავებმა აქციის მონაწილეები გურჯაანი - თბილისის ცენტრალური გზიდან, რომელიც გადაკეტილი იყო, ფიზიკური ძალის გამოყენებით გადაიყვანეს. პოლიციის ხელმძღვანელი პირები აქციის მონაწილეებს ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდნენ. რამდენიმე მევენახე ნაცემია, ერთ-ერთი მათგანი, სოფელ მუკუზანში მცხოვრები აკაკი ჯანაშვილი კი დააკავეს.

კახეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, აქციის მონაწილეებისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებაში განსაკუთრებით შს კახეთის სამხარეო სამმართველოს უფროსის მოადგილე გიორგი კლიმიაშვილი და საპატრულო პოლიციის ასმეთაური გიორგი ნასყიდაშვილი აქტიურობდნენ.

მევენახეები ღვინის ქარხნების ამუშავებას და ყურძენზე ფასის გაზრდას ითხოვენ. გურჯაანში, დღევანდელ გამოსვლებში 250-ზე მეტი მევენახე მონაწილეობს.

იხილეთ ვრცლად

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა