სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
მთელ მსოფლიოში მოლოდინია, რომ დოლარი კიდევ უფრო მეტად გამყარდება - საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე
მთელ მსოფლიოში მოლოდინია, რომ დოლარი კიდევ უფრო მეტად გამყარდება - საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე

ყვე­ლა ფაქ­ტო­რი, რაც ლა­რის კურ­სზე შე­იძ­ლე­ბა გავ­ლე­ნას ახ­დენ­დეს, არის უკე­თე­სი, ვიდ­რე გა­სულ წელს იყო, - ამის შე­სა­ხებ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" ფი­ნანსთა მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლემ გი­ორ­გი კა­კა­უ­რი­ძემ გა­ნუ­ცხა­და.

კა­კა­უ­რი­ძე ლა­რის გა­უ­ფა­სუ­რე­ბის პრო­ცესს მსოფ­ლი­ო­ში მიმ­დი­ნა­რე ტენ­დენ­ცი­ით ხსნის. მისი თქმით, დღე­ის მდგო­მა­რე­ო­ბით იმა­ზე მა­ღა­ლი კურ­სია, რა­საც ეკო­ნო­მი­კუ­რი პა­რა­მეტ­რე­ბი უნდა იძ­ლე­ო­დეს

"ინ­ვეს­ტი­ცი­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბით 2015 წლის მე­ო­რე კვარტლის მო­ნა­ცე­მე­ბი გა­მოქ­ვეყ­ნდა. დღეს არ­სე­ბუ­ლი ყვე­ლა პა­რა­მეტ­რით, ექ­სპორტ-იმ­პორ­ტის მო­ნა­ცე­მე­ბი გა­სულ წელ­თან შე­და­რე­ბით მნიშ­ვნე­ლოვ­ნად არის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბუ­ლი, ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბი წინა წელ­თან შე­და­რე­ბით 80%-ით მეტი შე­მო­ვი­და, ტუ­რის­ტუ­ლი ნა­კა­დე­ბი საკ­მა­ოდ მა­ღა­ლი იყო. ყვე­ლა ფაქ­ტო­რი, რაც ლა­რის კურ­სზე უარ­ყო­ფით გავ­ლე­ნას შე­იძ­ლე­ბა ახ­დენ­დეს, არის უკე­თე­სი, ვიდ­რე გა­სულ წელს იყო.

გა­სულ წელ­თან შე­და­რე­ბით გა­ცი­ლე­ბით უკე­თე­სი მდგო­მა­რე­ო­ბაა და ლა­რის კურსს შიდა ფაქ­ტო­რე­ბით გა­მოწ­ვე­უ­ლი რყე­ვა არ უნდა ჰქონ­დეს. მსოფ­ლი­ო­ში მიმ­დი­ნე­რობს ტენ­დენ­ცია, ჩვენს გარ­შე­მო ქვეყ­ნებ­ში ვა­ლუ­ტე­ბი საკ­მა­ოდ გა­უ­ფა­სურ­და. ამას ქმნის მო­ლო­დი­ნე­ბი, რო­მე­ლიც სა­ფი­ნან­სო ინ­სტი­ტუ­ტებ­ში არ­სე­ბობს. იგი­ვე აზი­ის და ევ­რო­პის ბაზ­რებ­ზე საკ­მა­ოდ რთუ­ლი სი­ტუ­ა­ცი­აა. ამ სი­ტუ­ა­ცი­ას იმის მო­ლო­დი­ნი ამ­ძაფ­რებს, რომ აშშ-ს ფე­დე­რა­ლუ­რი სა­რე­ზერ­ვო ბან­კი საპ­რო­ცენ­ტო გა­ნაკ­ვეთს გაზ­რდის. ამი­ტომ მთელ მსოფ­ლი­ო­ში არის მო­ლო­დი­ნი იმი­სა, რომ დო­ლა­რი კი­დევ უფრო მე­ტად გამ­ყარ­დე­ბა. ეს მო­ლო­დი­ნე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­შიც გად­მო­დის. ვფიქ­რობ, დღე­ის მდგო­მა­რე­ო­ბით იმას­თან შე­და­რე­ბით მა­ღა­ლი კურ­სია, რა­საც ეკო­ნო­მი­კუ­რი პა­რა­მეტ­რე­ბი უნდა იძ­ლე­ო­დეს", - აცხა­დებს გი­ორ­გი კა­კა­უ­რი­ძე.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

მთელ მსოფლიოში მოლოდინია, რომ დოლარი კიდევ უფრო მეტად გამყარდება - საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე

მთელ მსოფლიოში მოლოდინია, რომ დოლარი კიდევ უფრო მეტად გამყარდება - საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე

ყველა ფაქტორი, რაც ლარის კურსზე შეიძლება გავლენას ახდენდეს, არის უკეთესი, ვიდრე გასულ წელს იყო, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ განუცხადა.

კაკაურიძე ლარის გაუფასურების პროცესს მსოფლიოში მიმდინარე ტენდენციით ხსნის. მისი თქმით, დღეის მდგომარეობით იმაზე მაღალი კურსია, რასაც ეკონომიკური პარამეტრები უნდა იძლეოდეს

"ინვესტიციებთან დაკავშირებით 2015 წლის მეორე კვარტლის მონაცემები გამოქვეყნდა. დღეს არსებული ყველა პარამეტრით, ექსპორტ-იმპორტის მონაცემები გასულ წელთან შედარებით მნიშვნელოვნად არის გაუმჯობესებული, ინვესტიციები წინა წელთან შედარებით 80%-ით მეტი შემოვიდა, ტურისტული ნაკადები საკმაოდ მაღალი იყო. ყველა ფაქტორი, რაც ლარის კურსზე უარყოფით გავლენას შეიძლება ახდენდეს, არის უკეთესი, ვიდრე გასულ წელს იყო.

გასულ წელთან შედარებით გაცილებით უკეთესი მდგომარეობაა და ლარის კურსს შიდა ფაქტორებით გამოწვეული რყევა არ უნდა ჰქონდეს. მსოფლიოში მიმდინერობს ტენდენცია, ჩვენს გარშემო ქვეყნებში ვალუტები საკმაოდ გაუფასურდა. ამას ქმნის მოლოდინები, რომელიც საფინანსო ინსტიტუტებში არსებობს. იგივე აზიის და ევროპის ბაზრებზე საკმაოდ რთული სიტუაციაა. ამ სიტუაციას იმის მოლოდინი ამძაფრებს, რომ აშშ-ს ფედერალური სარეზერვო ბანკი საპროცენტო განაკვეთს გაზრდის. ამიტომ მთელ მსოფლიოში არის მოლოდინი იმისა, რომ დოლარი კიდევ უფრო მეტად გამყარდება. ეს მოლოდინები საქართველოშიც გადმოდის. ვფიქრობ, დღეის მდგომარეობით იმასთან შედარებით მაღალი კურსია, რასაც ეკონომიკური პარამეტრები უნდა იძლეოდეს", - აცხადებს გიორგი კაკაურიძე.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია