სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
შუმბას მეგობარი კარაკულა დედა გახდა - "7 მათგანი ნახშირივით შავია და მხოლოდ 1 - ტეეეტრი ტეტრი"
შუმბას მეგობარი კარაკულა დედა გახდა - "7 მათგანი ნახშირივით შავია და მხოლოდ 1 - ტეეეტრი ტეტრი"

თბი­ლი­სის ზო­ო­პარ­კის ოფი­ცი­ა­ლუ­რი "ფე­ის­ბუქ" გვერ­დი ახალ სა­სი­ხა­რუ­ლო ამ­ბავს აქ­ვეყ­ნებს. რო­გორც გა­ირ­კვა, ზო­ო­პარ­კის ბი­ნა­და­რი კა­რა­კუ­ლა, რო­მელ­მაც თავი ლო­მის ბოკ­ვერ შუმ­ბას­თან მე­გობ­რო­ბით გა­ით­ქვა, დედა გახ­და:

"1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8!

ესეც და­პი­რე­ბუ­ლი ახა­ლი ამ­ბა­ვი!

ჩვე­ნი კა­რა­კუ­ლა დედა გახ­და და ქვე­ყა­ნას 8 პრი­ა­ლა ლეკ­ვი მო­ავ­ლი­ნა. ძა­ლი­ან უც­ნა­უ­რია ის, რომ 7 მათ­გა­ნი ნახ­ში­რი­ვით შა­ვია და მხო­ლოდ 1 - ტეე­ეტ­რი ტეტ­რი

ჩვენც გა­დავ­წყვი­ტეთ, რომ ეს 1 თეთ­რი პა­ტა­რა სიმ­ბო­ლუ­რად, სა­ო­ცა­რი შემ­თხვე­ვი­თო­ბის წყა­ლო­ბით, შუმ­ბას სა­ხელ­ზე გაჩ­ნდა. სა­ხე­ლიც შე­ვურ­ჩი­ეთ - შუმ­ბა.

მამა ვი­ნაა არ ვი­ცით. არც იმის შე­სა­ხებ ვფლობთ დე­ტა­ლურ ინ­ფორ­მა­ცი­ას, სად "იმა­ი­მუ­ნა" ჩვენ­მა გო­გომ. ფაქ­ტია, რომ შუმ­ბას ვო­ლი­ე­რი­დან გა­მო­სულ­მა, უკვე და­ბა­ნილ­მა, გაკ­რე­ჭილ­მა და მო­წეს­რი­გე­ბულ­მა სა­დღაც გაძ­რო­მა და მა­შინ­ვე ვი­ღა­ცის მო­ხიბ­ვლა მო­ა­ხერ­ხა. ცოტა რომ მო­პუტ­კუნ­და კი შე­ვი­ტა­ნეთ ეჭვი, რომ რა­ღა­ცა­ში იყო საქ­მე, მაგ­რამ ამ­გვარ სი­ურპრიზს ვერც კი წარ­მო­ვიდ­გენ­დით...

კარ­გი დედა გა­მოდ­გა ჩვე­ნი კა­რა­კუ­ლა. გა­ლო­კა, გა­აკ­რი­ა­ლა, და­ამ­წკრი­ვა ბავ­შვე­ბი და უვ­ლის გა­და­სა­რე­ვად. და მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ უკვე 8 შვი­ლის დე­დაა, მა­ინც ძვე­ლე­ბუ­რი ეშ­მა­კუ­ნე­ბი უთა­მა­შებს თვა­ლებ­ში.

მოკ­ლედ, ცხოვ­რე­ბა გრძელ­დე­ბა!

P.S. ჰო, და არ და­გა­ვი­წყდეთ, რომ ზო­ო­პარ­კი 13 სექ­ტემ­ბერს იხ­სნე­ბა" - ნათ­ქვა­მია ზო­ო­პარ­კის გვერ­დზე.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

შუმბას მეგობარი კარაკულა დედა გახდა - "7 მათგანი ნახშირივით შავია და მხოლოდ 1 - ტეეეტრი ტეტრი"

შუმბას მეგობარი კარაკულა დედა გახდა - "7 მათგანი ნახშირივით შავია და მხოლოდ 1 - ტეეეტრი ტეტრი"

თბილისის ზოოპარკის ოფიციალური "ფეისბუქ" გვერდი ახალ სასიხარულო ამბავს აქვეყნებს. როგორც გაირკვა, ზოოპარკის ბინადარი კარაკულა, რომელმაც თავი ლომის ბოკვერ შუმბასთან მეგობრობით გაითქვა, დედა გახდა:

"1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8!

ესეც დაპირებული ახალი ამბავი!

ჩვენი კარაკულა დედა გახდა და ქვეყანას 8 პრიალა ლეკვი მოავლინა. ძალიან უცნაურია ის, რომ 7 მათგანი ნახშირივით შავია და მხოლოდ 1 - ტეეეტრი ტეტრი

ჩვენც გადავწყვიტეთ, რომ ეს 1 თეთრი პატარა სიმბოლურად, საოცარი შემთხვევითობის წყალობით, შუმბას სახელზე გაჩნდა. სახელიც შევურჩიეთ - შუმბა.

მამა ვინაა არ ვიცით. არც იმის შესახებ ვფლობთ დეტალურ ინფორმაციას, სად "იმაიმუნა" ჩვენმა გოგომ. ფაქტია, რომ შუმბას ვოლიერიდან გამოსულმა, უკვე დაბანილმა, გაკრეჭილმა და მოწესრიგებულმა სადღაც გაძრომა და მაშინვე ვიღაცის მოხიბვლა მოახერხა. ცოტა რომ მოპუტკუნდა კი შევიტანეთ ეჭვი, რომ რაღაცაში იყო საქმე, მაგრამ ამგვარ სიურპრიზს ვერც კი წარმოვიდგენდით...

კარგი დედა გამოდგა ჩვენი კარაკულა. გალოკა, გააკრიალა, დაამწკრივა ბავშვები და უვლის გადასარევად. და მიუხედავად იმისა, რომ უკვე 8 შვილის დედაა, მაინც ძველებური ეშმაკუნები უთამაშებს თვალებში.

მოკლედ, ცხოვრება გრძელდება!

P.S. ჰო, და არ დაგავიწყდეთ, რომ ზოოპარკი 13 სექტემბერს იხსნება" - ნათქვამია ზოოპარკის გვერდზე.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს