სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
პეკინის ქუჩაზე ყოფილი საბავშვო ბაღის შენობის დემონტაჟისთვის სპეცტექნიკა მივიდა
პეკინის ქუჩაზე ყოფილი საბავშვო ბაღის შენობის დემონტაჟისთვის სპეცტექნიკა მივიდა

თბი­ლის­ში, პე­კი­ნის ქუჩა #23-ში, ყო­ფი­ლი სა­ბავ­შვო ბა­ღის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბა მრა­ვალ­სარ­თუ­ლი­ა­ნი მშე­ნებ­ლო­ბის და­წყე­ბას აპ­რო­ტეს­ტე­ბენ. ყო­ფი­ლი სა­ბავ­შვო ბა­ღის ეზო­ში ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბაა შეკ­რე­ბი­ლი. მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის თქმით, მათ პრო­ტესტს იწ­ვევს აღ­ნიშ­ნულ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მრა­ვალ­სარ­თუ­ლი­ა­ნი შე­ნო­ბის აშე­ნე­ბა. მათი თქმით, მშე­ნებ­ლო­ბა პე­კი­ნის #23-ის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ავა­რი­უ­ლი კორ­პუ­სე­ბის კი­დევ უფრო და­ზი­ა­ნე­ბას გა­მო­იწ­ვევს. ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის თქმით, მათ თბი­ლი­სის მე­რი­ის წი­ნა­აღ­მდეგ სა­სა­მარ­თლო­ში სა­ჩი­ვა­რი უკვე შე­ი­ტა­ნეს და აღ­ნიშ­ნულ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მე­რი­ას მშე­ნებ­ლო­ბის ნე­ბარ­თვის გა­ცე­მის­თვის უჩი­ვი­ან.

საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ას სო­ლი­და­რო­ბას უცხა­დე­ბენ სა­პარ­ლა­მენ­ტო ოპო­ზი­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი. "თა­ვი­სუ­ფა­ლი დე­მოკ­რა­ტე­ბის" წევ­რის გია ცა­გა­რე­იშ­ვი­ლის თქმით, პრობ­ლე­მა ისე უნდა გა­და­იჭ­რას, რომ მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ინ­ტე­რე­სე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბა მოხ­დეს.

"შე­საძ­ლოა, კერ­ძო სა­კუთ­რე­ბაა, თუმ­ცა აქ ირ­ღვე­ვა მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის უფ­ლე­ბე­ბი. ჩემი აზ­რით, პრო­ექ­ტის გა­და­ხედ­ვა უნდა მოხ­დეს, სა­კი­თხის მოგ­ვა­რე­ბით უნდა და­ინ­ტე­რეს­დეს ასე­ვე პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე და­ვით უსუ­ფაშ­ვი­ლიც. მე მეს­მის, რომ ის გლო­ბა­ლუ­რი მას­შტა­ბის პო­ლი­ტი­კო­სი გახ­და და გაც­და გა­ლაქ­ტი­კას, მაგ­რამ ის უნდა და­ინ­ტე­რეს­დეს სა­ბურ­თა­ლო­ე­ლე­ბის პრობ­ლე­მე­ბი­თაც", - გა­ნა­ცხა­და გია ცა­გა­რე­იშ­ვილ­მა.

მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვის­კენ მო­უ­წო­დებს რა­ი­ო­ნის მა­ჟო­რი­ტარ დე­პუ­ტა­ტებს "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წევ­რი ნიკა მე­ლია. რო­გორც "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წევ­რი აცხა­დებს, დღემ­დე მო­ქა­ლა­ქე­ებ­თან სა­ბურ­თა­ლოს მა­ჟო­რი­ტა­რი დე­პუ­ტა­ტე­ბი, არც და­ვით უსუ­ფაშ­ვი­ლი და საკ­რე­ბუ­ლოს წევ­რი და­ვით ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი არ მი­სუ­ლან.

ამ დრო­ის­თვის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი ყო­ფი­ლი სა­ბავ­შვო ბა­ღის "სა­პოვ­ნე­ლას" ტე­რი­ტო­რი­ა­ზე არი­ან შეკ­რე­ბი­ლე­ბი. ეზო­ში მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლია ასე­ვე შე­ნო­ბის დე­მონ­ტა­ჟის­თვის გან­კუთ­ვნი­ლი სპე­ცტექ­ნი­კა. ად­გილ­ზე არ იმ­ყო­ფე­ბი­ან სამ­შე­ნებ­ლო კომ­პა­ნი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

პეკინის ქუჩაზე ყოფილი საბავშვო ბაღის შენობის დემონტაჟისთვის სპეცტექნიკა მივიდა

პეკინის ქუჩაზე ყოფილი საბავშვო ბაღის შენობის დემონტაჟისთვის სპეცტექნიკა მივიდა

თბილისში, პეკინის ქუჩა #23-ში, ყოფილი საბავშვო ბაღის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსახლეობა მრავალსართულიანი მშენებლობის დაწყებას აპროტესტებენ. ყოფილი საბავშვო ბაღის ეზოში ადგილობრივი მოსახლეობაა შეკრებილი. მოქალაქეების თქმით, მათ პროტესტს იწვევს აღნიშნულ ტერიტორიაზე მრავალსართულიანი შენობის აშენება. მათი თქმით, მშენებლობა პეკინის #23-ის მიმდებარე ტერიტორიაზე ავარიული კორპუსების კიდევ უფრო დაზიანებას გამოიწვევს. ადგილობრივების თქმით, მათ თბილისის მერიის წინააღმდეგ სასამართლოში საჩივარი უკვე შეიტანეს და აღნიშნულ ტერიტორიაზე მერიას მშენებლობის ნებართვის გაცემისთვის უჩივიან.

საპროტესტო აქციას სოლიდარობას უცხადებენ საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები. "თავისუფალი დემოკრატების" წევრის გია ცაგარეიშვილის თქმით, პრობლემა ისე უნდა გადაიჭრას, რომ მოქალაქეების ინტერესების გათვალისწინება მოხდეს.

"შესაძლოა, კერძო საკუთრებაა, თუმცა აქ ირღვევა მოქალაქეების უფლებები. ჩემი აზრით, პროექტის გადახედვა უნდა მოხდეს, საკითხის მოგვარებით უნდა დაინტერესდეს ასევე პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილიც. მე მესმის, რომ ის გლობალური მასშტაბის პოლიტიკოსი გახდა და გაცდა გალაქტიკას, მაგრამ ის უნდა დაინტერესდეს საბურთალოელების პრობლემებითაც", - განაცხადა გია ცაგარეიშვილმა.

მოქალაქეების უფლებების დაცვისკენ მოუწოდებს რაიონის მაჟორიტარ დეპუტატებს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ნიკა მელია. როგორც "ნაციონალური მოძრაობის" წევრი აცხადებს, დღემდე მოქალაქეებთან საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატები, არც დავით უსუფაშვილი და საკრებულოს წევრი დავით ზურაბიშვილი არ მისულან.

ამ დროისთვის მოქალაქეები ყოფილი საბავშვო ბაღის "საპოვნელას" ტერიტორიაზე არიან შეკრებილები. ეზოში მობილიზებულია ასევე შენობის დემონტაჟისთვის განკუთვნილი სპეცტექნიკა. ადგილზე არ იმყოფებიან სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლები.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია