სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
მეცნიერებმა სიკვდილის სუნი დაადგინეს
მეცნიერებმა სიკვდილის სუნი დაადგინეს

ბრი­ტა­ნელ­მა მეც­ნი­ე­რებ­მა უახ­ლე­სი ექ­სპე­რი­მენ­ტე­ბის შე­დე­გად გა­არ­კვი­ეს თუ რო­გო­რი სუნი ას­დის სიკ­ვდილს. დად­გინ­და, რომ სიკ­ვდი­ლი ახალ მო­თი­ბუ­ლი ბა­ლა­ხის სურ­ნე­ლე­ბას აფ­რქვევს. კვლე­ვის შე­დე­გე­ბის თა­ნახ­მად, ზუს­ტად ასე­თი სუნი ას­დის ახალ გარ­დაც­ვლილ ადა­მი­ანს და ყვე­ლა სხვა ძუ­ძუმ­წო­ვარს, სა­ნამ სხე­უ­ლის გახ­რწნა და­ი­წყე­ბა.

ეს თემა მეც­ნი­ე­რებს დიდი ხა­ნია აინ­ტე­რე­სებ­დათ. მე­ო­ცე სა­უ­კუ­ნის და­სა­წყის­ში სპე­ცი­ა­ლის­ტებ­მა გა­არ­კვი­ეს, რომ "გვა­მის სუ­ნის" ორი მთა­ვა­რი კომ­პო­ნენ­ტი იყო ორი ნივ­თი­ე­რე­ბა - კა­და­ვე­რი­ნი და პუტ­რეს­ცი­ნი, მო­ლე­კუ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც გვა­მის გახ­რწნის დროს ჩნდე­ბი­ან.

თა­ვის მხრივ, დიდი ბრი­ტა­ნეთ­ში ჰა­დერსფილ­დის უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სორ­მა, ანა უი­ლი­ამსმა და მის­მა კო­ლე­გებ­მა გა­მო­ი­ჩი­ნეს ინ­ტე­რე­სი იმ სა­კი­თხი­სად­მი, თუ რო­გო­რი სუნი ას­დი­ო­და ადა­მი­ანს ზუს­ტად იმ წუთ­ში, რო­დე­საც მისი სი­ცო­ცხლე მთავ­რდე­ბო­და.

სწო­რედ ამ მიზ­ნე­ბის­თვის მკვლე­ვა­რებ­მა შე­ი­ძი­ნეს სის­კვდი­ლის პი­რას მყო­ფი ღო­რე­ბი. მო­ა­თავ­სეს ისი­ნი ჰერ­მე­ტულ ყუ­თებ­ში, რო­მე­ლიც მიკ­რო­ბე­ბის­გან იყო და­ცუ­ლი და ყო­ველ სა­ათ­ში იღებ­დნენ ჰა­ე­რის სინჯს. რამ­დე­ნი­მე დღის შემ­დეგ, მათ შე­ის­წავ­ლეს აღე­ბუ­ლი სინ­ჯე­ბის ქი­მი­უ­რი შე­მად­გენ­ლო­ბა და შე­ა­და­რეს იმას თუ რო­გორ ნივ­თი­ე­რე­ბა­თა თა­ი­გულს გა­მო­ი­მუ­შა­ვებს ცო­ცხა­ლი ადა­მი­ა­ნის სხე­უ­ლი.

სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის აზ­რით, მათი კვლე­ვე­ბი და­ეხ­მა­რე­ბათ კრი­მი­ნა­ლის­ტებს ძაღ­ლე­ბის გაწ­ვრთნა­ში ახალ­გარ­დაც­ვლი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის აღ­მო­სა­ჩე­ნად. აგ­რეთ­ვე ეს კვლე­ვე­ბი შე­იძ­ლე­ბა სა­თა­ვე­ში ჩა­უდ­გეს ადა­მი­ა­ნის სიკ­ვდი­ლის დრო­ის გან­სა­ზღვრის მე­თო­დი­კას.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

მეცნიერებმა სიკვდილის სუნი დაადგინეს

მეცნიერებმა სიკვდილის სუნი დაადგინეს

ბრიტანელმა მეცნიერებმა უახლესი ექსპერიმენტების შედეგად გაარკვიეს თუ როგორი სუნი ასდის სიკვდილს. დადგინდა, რომ სიკვდილი ახალ მოთიბული ბალახის სურნელებას აფრქვევს. კვლევის შედეგების თანახმად, ზუსტად ასეთი სუნი ასდის ახალ გარდაცვლილ ადამიანს და ყველა სხვა ძუძუმწოვარს, სანამ სხეულის გახრწნა დაიწყება.

ეს თემა მეცნიერებს დიდი ხანია აინტერესებდათ. მეოცე საუკუნის დასაწყისში სპეციალისტებმა გაარკვიეს, რომ ”გვამის სუნის” ორი მთავარი კომპონენტი იყო ორი ნივთიერება - კადავერინი და პუტრესცინი, მოლეკულები, რომლებიც გვამის გახრწნის დროს ჩნდებიან.

თავის მხრივ, დიდი ბრიტანეთში ჰადერსფილდის უნივერსიტეტის პროფესორმა, ანა უილიამსმა და მისმა კოლეგებმა გამოიჩინეს ინტერესი იმ საკითხისადმი, თუ როგორი სუნი ასდიოდა ადამიანს ზუსტად იმ წუთში, როდესაც მისი სიცოცხლე მთავრდებოდა.

სწორედ ამ მიზნებისთვის მკვლევარებმა შეიძინეს სისკვდილის პირას მყოფი ღორები. მოათავსეს ისინი ჰერმეტულ ყუთებში, რომელიც მიკრობებისგან იყო დაცული და ყოველ საათში იღებდნენ ჰაერის სინჯს. რამდენიმე დღის შემდეგ, მათ შეისწავლეს აღებული სინჯების ქიმიური შემადგენლობა და შეადარეს იმას თუ როგორ ნივთიერებათა თაიგულს გამოიმუშავებს ცოცხალი ადამიანის სხეული.

სპეციალისტების აზრით, მათი კვლევები დაეხმარებათ კრიმინალისტებს ძაღლების გაწვრთნაში ახალგარდაცვლილი ადამიანების აღმოსაჩენად. აგრეთვე ეს კვლევები შეიძლება სათავეში ჩაუდგეს ადამიანის სიკვდილის დროის განსაზღვრის მეთოდიკას.

თუ პანდემიის დროს სახლის ყიდვა გადაწყვიტეთ, გაითვალისწინეთ ეს წესები სწორი არჩევანის გასაკეთებლად

8 ნიშანი, რომ ურთიერთობა იძულებითია - თუ თქვენი თავი ამოიცანით, დაშორების დროა

სამყარო ადამიანებს ახალი მისიისთვის ამზადებს - რა დავალება ექნება ზოდიაქოს ყველა ნიშანს მომდევნო წელიწად-ნახევარი?