სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
ევროკავშირი თურქეთის მთავრობას ქურთებთან დიალოგის დაწყებისკენ მოუწოდებს
ევროკავშირი თურქეთის მთავრობას ქურთებთან დიალოგის დაწყებისკენ მოუწოდებს

ევ­რო­კავ­ში­რი ოფი­ცი­ა­ლურ ან­კა­რას ქურ­თებ­თან სამ­შვი­დო­ბო დი­ა­ლო­გის და­წყე­ბის­კენ მო­უ­წო­დებს. შე­სა­ბა­მი­სი გან­ცხა­დე­ბა ევ­რო­კავ­ში­რის სა­გა­რეო უწყე­ბის ოფი­ცი­ა­ლურ ვებგ­ვერ­დზე გა­მოქ­ვეყ­ნდა.

ევ­რო­კავ­ში­რი გმობს "ქურ­თე­ბის მუ­შა­თა პარ­ტი­ის" მიერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი თავ­დას­ხმე­ბის სე­რი­ას, რა­საც ათო­ბით ადა­მი­ა­ნი შე­ე­წი­რა და უსამ­ძიმ­რებს ბოლო პე­რი­ოდ­ში მომ­ხდა­რი ძა­ლა­დობ­რი­ვი აქ­ტე­ბის შე­დე­გად და­ღუ­პუ­ლე­ბის ახ­ლობ­ლებს.

"თურ­ქეთ­ში უსაფრ­თხო­ე­ბის მხრივ არ­სე­ბუ­ლი ვი­თა­რე­ბის გა­უ­ა­რე­სე­ბა, ძა­ლა­დო­ბის ეს­კა­ლა­ცია, მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი­სა და პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ე­ბის შე­ნო­ბებ­ზე თავ­დას­ხმე­ბი, გან­სა­კუთ­რე­ბით შე­მაშ­ფო­თე­ბე­ლია. იმი­სათ­ვის რომ თა­ვი­დან იქ­ნას არი­დე­ბუ­ლი ძა­ლა­დო­ბის ჯაჭ­ვი, დრო­ე­ბით­მა მთავ­რო­ბამ და ყვე­ლა პო­ლი­ტი­კურ­მა ლი­დერ­მა უნდა სცა­დოს ქვე­ყა­ნა­ში კა­ნო­ნის უზე­ნა­ე­სო­ბის დაც­ვა, მათ და­პი­რის­პი­რე­ბულ მხა­რე­ებს ცე­ცხლის შე­წყვე­ტის­კენ უნდა მო­უ­წო­დონ და უზ­რუნ­ველ­ყონ უსაფრ­თხო და კონ­კუ­რენ­ტუ­ნა­რი­ა­ნი ვა­დამ­დე­ლი არ­ჩევ­ნე­ბი", - წე­რია გან­ცხა­დე­ბა­ში.

ევ­რო­კავ­ში­რის სა­გა­რეო უწყე­ბა­ში ასე­ვე აცხა­დე­ბენ, რომ თურ­ქე­თის მთავ­რო­ბა­სა და ქურ­თებს შო­რის სა­ჭი­როა მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის გა­ნახ­ლე­ბა, რათა სამ­შვი­დო­ბო პრო­ცე­სე­ბი და­ი­წყოს.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

ევროკავშირი თურქეთის მთავრობას ქურთებთან დიალოგის დაწყებისკენ მოუწოდებს

ევროკავშირი თურქეთის მთავრობას ქურთებთან დიალოგის დაწყებისკენ მოუწოდებს

ევროკავშირი ოფიციალურ ანკარას ქურთებთან სამშვიდობო დიალოგის დაწყებისკენ მოუწოდებს. შესაბამისი განცხადება ევროკავშირის საგარეო უწყების ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

ევროკავშირი გმობს "ქურთების მუშათა პარტიის" მიერ განხორციელებული თავდასხმების სერიას, რასაც ათობით ადამიანი შეეწირა და უსამძიმრებს ბოლო პერიოდში მომხდარი ძალადობრივი აქტების შედეგად დაღუპულების ახლობლებს.

"თურქეთში უსაფრთხოების მხრივ არსებული ვითარების გაუარესება, ძალადობის ესკალაცია, მედიასაშუალებებისა და პოლიტიკური პარტიების შენობებზე თავდასხმები, განსაკუთრებით შემაშფოთებელია. იმისათვის რომ თავიდან იქნას არიდებული ძალადობის ჯაჭვი, დროებითმა მთავრობამ და ყველა პოლიტიკურმა ლიდერმა უნდა სცადოს ქვეყანაში კანონის უზენაესობის დაცვა, მათ დაპირისპირებულ მხარეებს ცეცხლის შეწყვეტისკენ უნდა მოუწოდონ და უზრუნველყონ უსაფრთხო და კონკურენტუნარიანი ვადამდელი არჩევნები", - წერია განცხადებაში.

ევროკავშირის საგარეო უწყებაში ასევე აცხადებენ, რომ თურქეთის მთავრობასა და ქურთებს შორის საჭიროა მოლაპარაკებების განახლება, რათა სამშვიდობო პროცესები დაიწყოს.

"ინტერპრესნიუსი"

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა