გორის სუპერმარკეტის გარე ფასადი იოსებ სტალინის გამოსახულებით "დაამშვენეს". სურათს "ფეისბუქ" გვერდი სახელწოდებით "იოსებ სტალინი" აქვეყნებს.
მომხარდმა საზოგადოების გაღიზიანება გამოიწვია, მომხმარებლების უმეტესობა სურათზე ნეგატიურ კომენტარებს წერს, თუმცა, რამდენიმე პოზიტიურისც იყო. გთავაზობთ ორივე მხარის პოზიციას:
"საწყალი არსებებიიი როგორ მოენატრათ მამიკოოო"
"თუნდაც ამ ფოტოზე კარგად ჩანს არანაციონალისტების კერპთაყვანისმცემლობა. ზოგისთვის იდეალი სამშობლოა, ზოგისთვის - სამშობლოს მტერი"
"სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს. მაპატიეთ ამ სიტყვები მაგრამ, დღეს ქართველობის გონება ცოტა არ იყოს.... მე ვწუხვარ იმიტომ,რომ პატივის მიგება სტალინზე თუნდაც სხვა მაღალ საზოგადოება სხვანაირადაც შეიძლებოდა, მაგრამ. ეს ხომ მიზნობრივადაა გაკეთებული,რომ ხალხი მიიზიდონ"
"აფერუმ თქვენნაირების გასარჩევი რომაა სტალინის პიროვნება უბრალოდ სირცხვილია"
"მე კი მეცოდება ყველა ვისაც შავი თეთრისგან ვერ გაურჩევია. დიდება დიდ ბელადს"
"დიდება იმ დიდ ბელადს, რომელმაც მოსპო ქართული ინტელიგენცია. მოსპო მოაზროვნე ხალხი საქართველოში. სხვა ყველა რომ დავივიწყოთ, სანდრო ახმეტელის საქმე რად ღირს მარტო? ჰო. დიდება დიდ ბელადს. დიდება სტალინს და სხვა "ქართველ" არაკაცებს"
" მე მახსოვს 1921 წელი და იუნკერები, მახსოვს ამბროსი ხელაია, მახსოვს ძმები კარბელაშვილები, მახსოვს 30-იან წლებში 100-ობით დახურული დანგრეული ეკლესია მონასტრები, 1000-ობით დახვრეტილი წმინდა მოწამე მღვდლები, მამები, მახსოვს რეპრესირებული ჩვენი ხალხი, და ვხედავ იმ ათეისტური, უღმერთო რეჟიმის კვალს ჩვენს რეალობაზე. სამწუხაროა რომ თქვენ ეს ყველაფერი დაგვიწყნიათ ბატონებო და ქალბატონებო"