მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო მესამე ეკონომიკური კრიზისის ზღვარზეა და ბევრ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც, ძვირდება გადასახდები, პროდუქტსა და მომსახურებაზე ფასები, არის ქვეყნები, სადაც ცხოვრება ძალიან იაფია.
გთავაზობთ იმ ქვეყნების ჩამონათვალს, სადაც 1 დოლარად შეგიძლიათ კარგად ისადილოთ, 100 დოლარად კი მთელი თვის განმავლობაში იცხოვროთ.
ინდონეზია
ინდონეზიაში ხელგაშლილად ცხოვრება მცირე ბიუჯეტითაც შეგიძლიათ. ფასები ამ ქვეყანაში ძალიან დემოკრატიულია: აქ შეგიძლიათ 1 დოლარზე ნაკლებ თანხად ისადილოთ, ყოველთვიურად კი 150 დოლარად შესანიშნავად იცხოვროთ. თუმცა, ინდონეზიაში უმუშევრობის საკმაოდ მაღალი დონეა, ამიტომ თუ აქ ცხოვრებას გადაწყვეტთ, ინტერნეტით მოგიწევთ მუშაობა.
კამბოჯა
კამბოჯა იმ ქვეყნებს მიეკუთვნება, სადაც მოგზაურობა ერთ-ერთი ყველაზე იაფია. თუმცა, ძვირი არც ამ ქვეყანაში ცხოვრებაა. სულ რაღაც 5 დოლარად ადგილობრივი მეთევზეები უგემრიელეს კერძებს მოგიმზადებენ პირდაპირ თქვენს თვალწინ. ნებისმიერი სახის ზღვის პროდუქტების შეძენა კი 1-2 დოლარად არის შესაძლებელი. თუმცა, კამბოჯა მეტწილად იმ ადამინებისთვის არის განკუთვნილი, ვისაც ცივილიზაციიდან შორს ცხოვრება უყვარს.
ლაოსი
სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის სახელმწიფო განთქმულია ულამაზესი მთებით, ბუდისტური მონასტრებითა და მდინარეზე მოცურავე ნავებით, რომლებიც სასურველ კაფე-ბართან მიგიყვანთ. ლაოსში დღე-ღამეში ცხოვრება 9-დან 20 დოლარამდე დაგიჯდებათ, სადილი კი 1-დან 5 დოლარამდე.
ტაილანდი
მიუხედავად იმისა, რომ ტურისტებს შორის ტაილანდი აზიურ ქვეყნებთან შედარებით, მცირედით ძვირია, ევროპული ქვეყნებისგან განსხვავებით, აქ ცხოვრება მაინც იაფია.
მთლიანი სახლის დაქირავება ტაილანდში ყოველთვიურად 160-320 დოლარი დაგიჯდებათ, სადილი 1-3 დოლარი. ასევე აღსანიშნავია, რომ ტაილანდის ზოგიერთ სოფლებში, ჯუნგლების შუაგულში სახლის დაქირავება დღე-ღამეში 4 დოლარად შეგიძლიათ.
ინდოეთი
ეკონომიკური თვალსაზრისით ინდოეთში ცხოვრება საკმაოდ ხელსაყრელია. 100-110 დოლარი საკმარისია იმისთვის, რომ მთელი თვის განმავლობაში ორ ადამიანზე აპარტამენტები იქირავოთ. ქათმის გემრიელი წვნიანი სულ რაღაც 40 რუპი (დაახლოებით 60 ცენტი) დაგიჯდებათ, მთლიანი სადილის სანაცვლოდ კი 1-2 დოლარის გადახდა მოგიწევთ.
იხილეთ გალერეა