ძლიერ ხანძარს ბორჯომი-ხარაგაულის ნაკრძალთან ვერ აქრობენ - კადრები შემთხვევის ადგილიდან

ძლიერ ხანძარს ბორჯომი-ხარაგაულის ნაკრძალთან ვერ აქრობენ - კადრები შემთხვევის ადგილიდან

ბორჯომი-ხარაგაულის ეროვნული პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე, ნაკრძალთან ახლოს, წინუბანი-აწყურის მონაკვეთთან ხანძარია. ცეცხლი სავარაუდოდ გვიან ღამით გაჩნდა.

რთული რელიეფური მდებარეობის გამო, მეხანძრეების მუშაობა გართულებულია. მათ გარკვეული პერიმეტრის გავლა ფეხით უწევთ. შემთხვევის ადგილზე ცეცხლის რამდენიმე კერაა და დაახლოებით ერთ ჰექტარზეა გავრცელებული.

ადგილზე მობილიზებული არიან სამცხე-ჯავახეთის სახანძრო-სამაშველო სამსახურები და პოლიცია. საჭიროების შემთხვევაში დამატებით ძალებს თბილისიდან ელოდებიან.

ხანძრის გავრცელების სავარაუდო მიზეზად დაუდევრობა სახელდება.

იხილეთ ფოტოგალერეა

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია