სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
მთაწმინდაზე საზოგადო მოღვაწეთა საფლავები ინგრევა!
 მთაწმინდაზე საზოგადო მოღვაწეთა საფლავები ინგრევა!

რამ­დე­ნი­მე დღის წინ მა­მა­და­ვი­თის­კენ მი­მა­ვალ ქვა­ფე­ნი­ლი­ან აღ­მართს შე­ვუ­დე­ქი. მიხ­ვე­ულ-მოხ­ვე­უ­ლი გზე­ბის ავ­ლის შემ­დეგ, პირ­ვე­ლად ალექ­სან­დრე გრი­ბო­ე­დო­ვი­სა და მისი მე­უღ­ლის, ნინო ჭავ­ჭა­ვა­ძის, საფ­ლავ­თან შე­ვის­ვე­ნე. ჭა­ღა­რა მა­მა­კა­ცი უცხო­ელ ტუ­რის­ტებს XIX სა­უ­კუ­ნე­ში და­საფ­ლა­ვე­ბულ რუს პო­ეტ­სა და მის მე­უღ­ლე­ზე უყ­ვე­ბო­და... ეს ადა­მი­ა­ნი, პან­თე­ო­ნის მომ­ვლე­ლი, 67 წლის ოთარ გა­გუა გახ­ლდათ, კაცი, რო­მე­ლიც ზუს­ტად 15 წლის წინ ექ­სკურ­სი­ამ­ძღო­ლო­ბას გვი­წევ­და მე და ჩემს კლა­სე­ლებს.

ოთარ გო­გუა

- ბაბუ, რა არის გარ­დაც­ვა­ლე­ბა?

- გარ­დაც­ვა­ლე­ბა სხვა სამ­ყა­რო­ში გა­და­ნაც­ვლე­ბას ნიშ­ნავს...

- სხვა სამ­ყა­რო სად არის?

- ცაში. მზეს­თან, მთვა­რე­სა და ვარ­სკვლა­ვებ­თან...

- მა­შინ სა­საფ­ლაო რა­ტომ არის? იქ რა­ტომ მიჰ­ყავთ მიც­ვა­ლე­ბუ­ლე­ბი? ან სიკ­ვდი­ლი რაღა არის?

- ბაბუ, სიკ­ვდილ­სა და სა­საფ­ლა­ო­ზე არა­ვინ ოც­ნე­ბობს, მაგ­რამ არ­სე­ბობს სა­საფ­ლაო, რო­მე­ლიც სა­ოც­ნე­ბოა. რომ გა­იზ­რდე­ბი, ამას მერე მიხ­ვდე­ბი...

- რა­ტომ?

- იქ ჩვე­უ­ლებ­რი­ვი მოკ­ვდა­ვი უკ­ვდა­ვი ხდე­ბა.

- სად არის ის ად­გი­ლი, სა­დაც უკ­ვდა­ვე­ბი ხდე­ბი­ან?

- ამ ად­გილს მთაწ­მინ­დის პან­თე­ო­ნი ჰქვია, ბაბუ...

ათი­ო­დე წლის შვი­ლიშ­ვი­ლი­სა და ბა­ბუ­ის ამ დი­ა­ლოგს რამ­დე­ნი­მე დღის წინ ერთ-ერთ სკვერ­ში შე­ვეს­წა­რი... ყო­ველ პა­სუხს ახა­ლი კი­თხვა მოს­დევ­და. მათი სა­უ­ბა­რი დიდ­ხანს გაგ­რძელ­და და სა­ბო­ლო­ოდ, ცნო­ბის­მოყ­ვა­რე ბი­ჭუ­ნამ ბა­ბუ­ის­გან და­პი­რე­ბა მი­ი­ღო, რომ უკ­ვდა­ვე­ბის სა­საფ­ლა­ო­ზე აუ­ცი­ლებ­ლად აიყ­ვან­და...

ჩემი ბავ­შვო­ბა გა­მახ­სენ­და. მე­ხუ­თე კლას­ში ვი­ყა­ვი, როცა რა­ი­ო­ნი­დან თბი­ლის­ში ექ­სკურ­სი­ა­ზე მა­მა­და­ვით­ზე ავე­დით. ეზო­ში მა­მა­კა­ცი დაგ­ვხვდა - მომ­ვლე­ლი, რო­მე­ლიც ექ­სკურ­სი­ამ­ძღო­ლო­ბა­საც გვი­წევ­და. მა­შინ პირ­ვე­ლად და­ვი­ნა­ხე ხე­ლის­გუ­ლი­ვით გა­დაშ­ლი­ლი თბი­ლი­სი მთაწ­მინ­დი­დან...

"ჩემ­თვის მთაწ­მინ­დის პან­თე­ო­ნი მე­ო­რე ოჯა­ხია..."

15 წე­ლია, მისი ყო­ვე­ლი დილა პან­თე­ონ­ში მოს­ვლით იწყე­ბა. ტე­რი­ტო­რი­ას ფოთ­ლე­ბის­გან ასუფ­თა­ვებს და შემ­დეგ ყვე­ლა საფ­ლავს სა­გულ­და­გუ­ლოდ წმენ­დს.

ოთარ გა­გუა: -"მა­თე­მა­ტი­კუ­რი სკო­ლის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ, უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლე­ბე­ლი წი­თელ დიპ­ლომ­ზე და­ვამ­თავ­რე. 90-იან წლებ­ში, ბიზ­ნე­სი წა­მო­ვი­წყე - რუ­სე­თი­დან საკ­ვე­ბი პრო­დუქ­ტი შე­მომ­ქონ­და. კარ­გად ვცხოვ­რობ­დი, მაგ­რამ მერე ყვე­ლა­ფე­რი აი­რია და მოს­კო­ვი­დან სა­ქარ­თვე­ლო­ში დავ­ბრუნ­დი. სამ­სა­ხუ­რი ვერ­სად ვი­შო­ვე და დეპ­რე­სია და­მე­წყო. ამ ტაძ­რის წი­ნამ­ძღვა­რი, არ­ქი­მან­დრი­ტი მამა იო­ა­ნე, ჩემი ბავ­შვო­ბის მე­გო­ბა­რია. მისი კურ­თხე­ვით და­ვი­წყე მუ­შა­ო­ბა პან­თე­ონ­ში. მას შემ­დეგ აქა ვარ, ყო­ველ­დღე, შა­ბათ-კვი­რის ჩათ­ვლით, დი­ლის 8 სა­ა­თი­დან სა­ღა­მომ­დე. დილა საფ­ლა­ვე­ბის და­სუფ­თა­ვე­ბით იწყე­ბა, შემ­დეგ ნარ­გა­ვებს ვრწყავ, ფი­ლებს ვრე­ცხავ. ჩემ გარ­და, აქ ერთი ქა­ლიც მუ­შა­ობს, ერ­თად ვუვ­ლით აქა­უ­რო­ბას. ყვე­ლა თა­ვი­სე­ბუ­რად ცდი­ლობს,­ ჩვე­ნი შრო­მა რა­ღა­ცით და­ა­ფა­სოს. მა­გა­ლი­თად, ყო­ველ შა­ბათს ან კვი­რას აუ­ცი­ლებ­ლად მო­დის მე­რაბ სე­ფაშ­ვი­ლის სი­დედ­რი, ქალ­ბა­ტო­ნი ტატა, და სი­გა­რე­ტის ფულს მაძ­ლევს. მე­უ­ხერ­ხუ­ლე­ბა და ვე­უბ­ნე­ბი, რომ არ არის შე­წუ­ხე­ბა სა­ჭი­რო, მაგ­რამ მა­ინც მი­ტო­ვებს. შენ ეს და­იმ­სა­ხუ­რეო, მე­უბ­ნე­ბა. ბევ­რი მად­ლო­ბას გვიხ­დის გა­წე­უ­ლი შრო­მის­თვის. მე კი ღმერ­თმა მარ­გუ­ნა ბედ­ნი­ე­რე­ბა, რომ ყო­ველ­დღი­უ­რად ბუმ­ბე­რა­ზი ადა­მი­ა­ნე­ბის საფ­ლა­ვებს შე­ვე­ხო.

"სტა­ლი­ნის სა­ზო­გა­დო­ე­ბა" და პროკ­ლა­მა­ცი­ე­ბი..."

- ერთი საყ­ვა­რე­ლი ად­გი­ლი მაქვს. როცა ვიღ­ლე­ბი,

გრი­შაშ­ვი­ლის საფ­ლავ­თან ქვის სკამ­ზე ჩა­მოვ­ჯდე­ბი და ვუ­ყუ­რებ აქ მო­სულ ადა­მი­ა­ნებს. იცით, გული რაზე მწყდე­ბა?

სამ­წუ­ხა­როდ, მო­დი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც არც იც­ნო­ბენ ჩვენს სა­ზო­გა­დო მოღ­ვა­წე­ებს.

დღის გან­მავ­ლო­ბა­ში 300-მდე კაცი მა­ინც მო­დის რო­გორც ტა­ძარ­ში, ისე პან­თე­ონ­ში. ძი­რი­თა­დად, უცხო­ე­ლე­ბი არი­ან. ქარ­თვე­ლე­ბი უმე­ტე­სად სა­ღა­მო­ო­ბით, მთაწ­მინ­დის პარ­კი­დან რომ ჩა­მო­დი­ან, მა­შინ შე­მო­ივ­ლი­ან. წლე­ბის წინ, როცა პან­თე­ონ­ში დაც­ვა არ გვყავ­და, ხში­რად მო­დი­ოდ­ნენ ნას­ვა­მი მა­მა­კა­ცე­ბი და გა­ლა­კტი­ო­ნი­სა და ვა­ჟას საფ­ლა­ვებ­თან სა­დღეგ­რძე­ლო­ებს ამ­ბობ­დნენ. მას შემ­დეგ, რაც დაც­ვა და­ა­ყე­ნეს, მსგავ­სი აღა­რა­ფე­რი ხდე­ბა. ადრე ხში­რად "სა­ზო­გა­დო­ე­ბა სტა­ლი­ნის" წევ­რე­ბი სტა­ლი­ნის დე­დის საფ­ლავ­ზე პლა­კა­ტებს აკ­რავ­დნენ, რომ­ლებ­საც მათი წას­ვლის­თა­ნა­ვე ვხსნი­დი. ახლა ყვა­ვი­ლე­ბი მო­აქვთ და თა­ი­გუ­ლე­ბის ქვეშ მა­ლუ­ლად დე­ბენ პროკ­ლა­მა­ცი­ებს."

გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

მთაწმინდაზე საზოგადო მოღვაწეთა საფლავები ინგრევა!

 მთაწმინდაზე საზოგადო მოღვაწეთა საფლავები ინგრევა!

რამდენიმე დღის წინ მამადავითისკენ მიმავალ ქვაფენილიან აღმართს შევუდექი. მიხვეულ-მოხვეული გზების ავლის შემდეგ, პირველად ალექსანდრე გრიბოედოვისა და მისი მეუღლის, ნინო ჭავჭავაძის, საფლავთან შევისვენე. ჭაღარა მამაკაცი უცხოელ ტურისტებს XIX საუკუნეში დასაფლავებულ რუს პოეტსა და მის მეუღლეზე უყვებოდა... ეს ადამიანი, პანთეონის მომვლელი, 67 წლის ოთარ გაგუა გახლდათ, კაცი, რომელიც ზუსტად 15 წლის წინ ექსკურსიამძღოლობას გვიწევდა მე და ჩემს კლასელებს.

ოთარ გოგუა

- ბაბუ, რა არის გარდაცვალება?

- გარდაცვალება სხვა სამყაროში გადანაცვლებას ნიშნავს...

- სხვა სამყარო სად არის?

- ცაში. მზესთან, მთვარესა და ვარსკვლავებთან...

- მაშინ სასაფლაო რატომ არის? იქ რატომ მიჰყავთ მიცვალებულები? ან სიკვდილი რაღა არის?

- ბაბუ, სიკვდილსა და სასაფლაოზე არავინ ოცნებობს, მაგრამ არსებობს სასაფლაო, რომელიც საოცნებოა. რომ გაიზრდები, ამას მერე მიხვდები...

- რატომ?

- იქ ჩვეულებრივი მოკვდავი უკვდავი ხდება.

- სად არის ის ადგილი, სადაც უკვდავები ხდებიან?

- ამ ადგილს მთაწმინდის პანთეონი ჰქვია, ბაბუ...

ათიოდე წლის შვილიშვილისა და ბაბუის ამ დიალოგს რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთ სკვერში შევესწარი... ყოველ პასუხს ახალი კითხვა მოსდევდა. მათი საუბარი დიდხანს გაგრძელდა და საბოლოოდ, ცნობისმოყვარე ბიჭუნამ ბაბუისგან დაპირება მიიღო, რომ უკვდავების სასაფლაოზე აუცილებლად აიყვანდა...

ჩემი ბავშვობა გამახსენდა. მეხუთე კლასში ვიყავი, როცა რაიონიდან თბილისში ექსკურსიაზე მამადავითზე ავედით. ეზოში მამაკაცი დაგვხვდა - მომვლელი, რომელიც ექსკურსიამძღოლობასაც გვიწევდა. მაშინ პირველად დავინახე ხელისგულივით გადაშლილი თბილისი მთაწმინდიდან...

"ჩემთვის მთაწმინდის პანთეონი მეორე ოჯახია..."

15 წელია, მისი ყოველი დილა პანთეონში მოსვლით იწყება. ტერიტორიას ფოთლებისგან ასუფთავებს და შემდეგ ყველა საფლავს საგულდაგულოდ წმენდს.

ოთარ გაგუა: -"მათემატიკური სკოლის დამთავრების შემდეგ, უმაღლესი სასწავლებელი წითელ დიპლომზე დავამთავრე. 90-იან წლებში, ბიზნესი წამოვიწყე - რუსეთიდან საკვები პროდუქტი შემომქონდა. კარგად ვცხოვრობდი, მაგრამ მერე ყველაფერი აირია და მოსკოვიდან საქართველოში დავბრუნდი. სამსახური ვერსად ვიშოვე და დეპრესია დამეწყო. ამ ტაძრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი მამა იოანე, ჩემი ბავშვობის მეგობარია. მისი კურთხევით დავიწყე მუშაობა პანთეონში. მას შემდეგ აქა ვარ, ყოველდღე, შაბათ-კვირის ჩათვლით, დილის 8 საათიდან საღამომდე. დილა საფლავების დასუფთავებით იწყება, შემდეგ ნარგავებს ვრწყავ, ფილებს ვრეცხავ. ჩემ გარდა, აქ ერთი ქალიც მუშაობს, ერთად ვუვლით აქაურობას. ყველა თავისებურად ცდილობს,­ ჩვენი შრომა რაღაცით დააფასოს. მაგალითად, ყოველ შაბათს ან კვირას აუცილებლად მოდის მერაბ სეფაშვილის სიდედრი, ქალბატონი ტატა, და სიგარეტის ფულს მაძლევს. მეუხერხულება და ვეუბნები, რომ არ არის შეწუხება საჭირო, მაგრამ მაინც მიტოვებს. შენ ეს დაიმსახურეო, მეუბნება. ბევრი მადლობას გვიხდის გაწეული შრომისთვის. მე კი ღმერთმა მარგუნა ბედნიერება, რომ ყოველდღიურად ბუმბერაზი ადამიანების საფლავებს შევეხო.

"სტალინის საზოგადოება" და პროკლამაციები..."

- ერთი საყვარელი ადგილი მაქვს. როცა ვიღლები,

გრიშაშვილის საფლავთან ქვის სკამზე ჩამოვჯდები და ვუყურებ აქ მოსულ ადამიანებს. იცით, გული რაზე მწყდება?

სამწუხაროდ, მოდიან ადამიანები, რომლებიც არც იცნობენ ჩვენს საზოგადო მოღვაწეებს.

დღის განმავლობაში 300-მდე კაცი მაინც მოდის როგორც ტაძარში, ისე პანთეონში. ძირითადად, უცხოელები არიან. ქართველები უმეტესად საღამოობით, მთაწმინდის პარკიდან რომ ჩამოდიან, მაშინ შემოივლიან. წლების წინ, როცა პანთეონში დაცვა არ გვყავდა, ხშირად მოდიოდნენ ნასვამი მამაკაცები და გალაკტიონისა და ვაჟას საფლავებთან სადღეგრძელოებს ამბობდნენ. მას შემდეგ, რაც დაცვა დააყენეს, მსგავსი აღარაფერი ხდება. ადრე ხშირად "საზოგადოება სტალინის" წევრები სტალინის დედის საფლავზე პლაკატებს აკრავდნენ, რომლებსაც მათი წასვლისთანავე ვხსნიდი. ახლა ყვავილები მოაქვთ და თაიგულების ქვეშ მალულად დებენ პროკლამაციებს."

გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია