ბორჯომი-ხარაგაულის ეროვნული პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარია

ბორჯომი-ხარაგაულის ეროვნული პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარია

ბორჯომი-ხარაგაულის ეროვნული პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე, ნაკრძალთან ახლოს, წინუბანი-აწყურის მონაკვეთთან ხანძარია. ცეცხლი სავარაუდოდ გვიან ღამით გაჩნდა.

"რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, რთული რელიეფური მდებარეობის გამო, მეხანძრეების მუშაობა გართულებულია. მათ გარკვეული პერიმეტრის გავლა ფეხით უწევთ. შემთხვევის ადგილზე ცეცხლის რამდენიმე კერაა და დაახლოებით ერთ ჰექტარზეა გავრცელებული.

ადგილზე მობილიზებული არიან სამცხე-ჯავახეთის სახანძრო-სამაშველო სამსახურები და პოლიცია. საჭიროების შემთხვევაში დამატებით ძალებს თბილისიდან ელოდებიან.

ხანძრის გავრცელების სავარაუდო მიზეზად დაუდევრობა სახელდება.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია