სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
თბილისს ახალი ვიცე-მერი ჰყავს - რას უწუნებენ და რას უწონებენ ლაშა აბაშიძეს
თბილისს ახალი ვიცე-მერი ჰყავს - რას უწუნებენ და რას უწონებენ ლაშა აბაშიძეს

თბი­ლი­სის ვიცე-მე­რის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე საკ­რე­ბუ­ლომ ლაშა აბა­ში­ძე და­ამ­ტკი­ცა. თბი­ლი­სის საკ­რე­ბუ­ლოს დღე­ვან­დელ სხდო­მა­ზე თბი­ლი­სის მე­რის პირ­ვე­ლი მო­ად­გი­ლის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე ლაშა აბა­ში­ძის კან­დი­და­ტუ­რას 32-მა დე­პუ­ტატ­მა და­უ­ჭი­რა მხა­რი, ერთი წი­ნა­აღ­მდე­გი იყო, ხოლო სამ­მა თავი შე­ი­კა­ვა.

რო­გორც სხდო­მა­ზე თბი­ლი­სის საკ­რე­ბუ­ლოს წევ­რებ­მა "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბი­დან" გა­ნა­ცხა­დეს, თბი­ლი­სის მე­რი­ას არ აქვს თა­ვი­სი ხედ­ვა და სტრა­ტე­გია, თუ რო­გორ უნდა გან­ვი­თარ­დეს ქა­ლა­ქი, რა პრი­ო­რი­ტე­ტე­ბია თბი­ლი­სის­თვის, რო­გორ უნდა იხარ­ჯე­ბო­დეს ბი­უ­ჯე­ტი და ა.შ.

"შე­უძ­ლე­ბე­ლია, ერ­თმა ადა­მი­ან­მა მი­აღ­წი­ოს წარ­მა­ტე­ბას, წა­რუ­მა­ტე­ბელ ექ­სპე­რი­მენტს ჩვენ მხარს არ და­ვუ­ჭერთ", - გა­ნა­ცხა­და ფრაქ­ცია "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა თბი­ლი­სის" თავ­მჯდო­მა­რემ ირაკ­ლი აბე­სა­ძემ.

თბი­ლი­სის საკ­რე­ბუ­ლოს უმ­რავ­ლე­სო­ბის წევ­რებ­მა აღ­ნიშ­ნეს, რომ ლაშა აბა­ში­ძე არის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი და გა­მოც­დი­ლი კად­რი.

თა­მარ ტა­ლი­აშ­ვი­ლის თქმით, ყვე­ლამ და­ი­ნა­ხა, თუ რო­გორ გა­უმკლავ­და ეს ახალ­გაზ­რდა პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი სტი­ქი­ის შემ­დეგ დე­და­ქა­ლა­ქის წი­ნა­შე მდგარ გა­მოწ­ვე­ვებს.

ვიცე-მე­რად დამ­ტკი­ცე­ბის შემ­დეგ ლაშა აბა­ში­ძემ საკ­რე­ბუ­ლოს მხარ­და­ჭე­რის­თვის მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და.

"მე­რია არის ცო­ცხა­ლი ორ­გა­ნიზ­მი და იმ პრო­ცე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რაც ვი­თარ­დე­ბა, ეფექ­ტი­ა­ნო­ბის გაზ­რდის მხრივ, თუ იქ­ნე­ბა სა­ჭი­რო სის­ტე­მუ­რი და სტრუქ­ტუ­რუ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა, ეს უნდა გან­ხორ­ცი­ელ­დეს", - გა­ნუ­ცხა­და ჟურ­ნა­ლის­ტებს ვიცე-მე­რად დამ­ტკი­ცე­ბის შემ­დეგ ლაშა აბა­ში­ძემ.

თბი­ლი­სის ვიცე-მე­რის თა­ნამ­დე­ბო­ბა ვა­კან­ტუ­რი მას შემ­დეგ გახ­და, რაც დი­მიტ­რი ქუმ­სიშ­ვი­ლის ეკო­ნო­მი­კის მი­ნის­ტრის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე და­ი­ნიშ­ნა.

რაც შე­ე­ხე­ბა ლაშა აბა­ში­ძეს ის ვა­კის რა­ი­ო­ნის გამ­გებ­ლის პოსტს იკა­ვებს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

თბილისს ახალი ვიცე-მერი ჰყავს - რას უწუნებენ და რას უწონებენ ლაშა აბაშიძეს

თბილისს ახალი ვიცე-მერი ჰყავს - რას უწუნებენ და რას უწონებენ ლაშა აბაშიძეს

თბილისის ვიცე-მერის თანამდებობაზე საკრებულომ ლაშა აბაშიძე დაამტკიცა. თბილისის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე თბილისის მერის პირველი მოადგილის თანამდებობაზე ლაშა აბაშიძის კანდიდატურას 32-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, ერთი წინააღმდეგი იყო, ხოლო სამმა თავი შეიკავა.

როგორც სხდომაზე თბილისის საკრებულოს წევრებმა "ნაციონალური მოძრაობიდან" განაცხადეს, თბილისის მერიას არ აქვს თავისი ხედვა და სტრატეგია, თუ როგორ უნდა განვითარდეს ქალაქი, რა პრიორიტეტებია თბილისისთვის, როგორ უნდა იხარჯებოდეს ბიუჯეტი და ა.შ.

"შეუძლებელია, ერთმა ადამიანმა მიაღწიოს წარმატებას, წარუმატებელ ექსპერიმენტს ჩვენ მხარს არ დავუჭერთ", - განაცხადა ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა თბილისის" თავმჯდომარემ ირაკლი აბესაძემ.

თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრებმა აღნიშნეს, რომ ლაშა აბაშიძე არის პროფესიონალი და გამოცდილი კადრი.

თამარ ტალიაშვილის თქმით, ყველამ დაინახა, თუ როგორ გაუმკლავდა ეს ახალგაზრდა პროფესიონალი სტიქიის შემდეგ დედაქალაქის წინაშე მდგარ გამოწვევებს.

ვიცე-მერად დამტკიცების შემდეგ ლაშა აბაშიძემ საკრებულოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

"მერია არის ცოცხალი ორგანიზმი და იმ პროცესებიდან გამომდინარე, რაც ვითარდება, ეფექტიანობის გაზრდის მხრივ, თუ იქნება საჭირო სისტემური და სტრუქტურული ცვლილებების განხორციელება, ეს უნდა განხორციელდეს", - განუცხადა ჟურნალისტებს ვიცე-მერად დამტკიცების შემდეგ ლაშა აბაშიძემ.

თბილისის ვიცე-მერის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც დიმიტრი ქუმსიშვილის ეკონომიკის მინისტრის თანამდებობაზე დაინიშნა.

რაც შეეხება ლაშა აბაშიძეს ის ვაკის რაიონის გამგებლის პოსტს იკავებს.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."