სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
დიეტების "დედა", "ჩაკუჭული" კერძი და უხერხული ავტოგრაფები
დიეტების "დედა", "ჩაკუჭული" კერძი და უხერხული ავტოგრაფები

მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რის და­სის მმარ­თვე­ლი და მსა­ხი­ო­ბი - ქეთი კან­ტი­ძე საკ­მა­ოდ მო­რი­დე­ბუ­ლი, თავ­მდა­ბა­ლი ქალ­ბა­ტო­ნი გახ­ლავთ.

სე­რი­ა­ლებ­ში მისი პერ­სო­ნა­ჟე­ბი ყო­ველ­თვის პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლო­ბენ. მალე ქალ­ბა­ტონ ქე­თის შეფმ­ზა­რე­ულ­თან და­ახ­ლო­ე­ბუ­ლი ჭურ­ჭლის მრე­ცხა­ვის როლ­შიც ვი­ხი­ლავთ. მსა­ხი­ობ­მა ეს ახა­ლი ამ­ბა­ვი "პირ­ვე­ლი ამ­ბე­ბის" გახ­სე­ნე­ბი­სას გაგ­ვიმ­ხი­ლა...

- სა­ერ­თოდ, ადა­მი­ან­ზე შექ­მნი­ლი ჩემი პირ­ვე­ლი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა ყო­ველ­თვის ამარ­თლებს: ვცდი­ლობ, მათ­ში კარ­გი და­ვი­ნა­ხო. მგო­ნი, ცუდი ადა­მი­ა­ნი არ არ­სე­ბობს. ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში, სა­ნამ ვურ­თი­ერ­თობთ, ცუდ მხა­რეს არ ავ­ლე­ნენ.

- ქალ­ბა­ტო­ნო ქეთი, მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რში პირ­ვე­ლად რო­დის შედ­გით ფეხი?

- მე­ხუ­თე-მე­ექ­ვსე კლას­ში ვი­ყა­ვი. თა­ნაკ­ლა­სე­ლი გო­გო­ნე­ბი თე­ატ­რში მე­გობ­რის დე­დამ წაგ­ვიყ­ვა­ნა. "თვა­ლი პა­ტი­ო­სა­ნი" ვნა­ხეთ. გა­ნა­თე­ბუ­ლი სცე­ნა მახ­სოვს. ჩემს მეხ­სი­ე­რე­ბას კი­დევ ერთი სცე­ნა შე­მორ­ჩა - თით­ქოს კა­ფე­ში თენ­გიზ არჩვა­ძე და, თუ არ ვცე­ბი, მე­დეა ჯა­ფა­რი­ძე ის­ხდნენ. სხვა­თა შო­რის, თენ­გიზ არჩვა­ძე ძა­ლი­ან მიყ­ვარს, დიდ პა­ტივს ვცემ. მა­შინ ძა­ლი­ან ახალ­გაზ­რდა იყო...

- რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რში პირ­ვე­ლად რო­მე­ლი სპექ­ტაკ­ლი ნა­ხეთ?

- "გვა­დი ბიგ­ვა". ერო­სი მან­ჯგა­ლა­ძე თა­მა­შობ­და. მეტი არა­ფე­რი მახ­სოვს... შემ­დეგ "კავ­კა­სი­უ­რი ცარ­ცის წრე" ვნა­ხე - ეს კარ­გად მახ­სოვს, მე­ცხრე კლას­ში ვიქ­ნე­ბო­დი. ეს სპექ­ტაკ­ლი დღემ­დე სი­გი­ჟემ­დე მიყ­ვარს! პირ­ვე­ლად რომ ვნა­ხე, მთე­ლი მე­ო­რე აქ­ტის გან­მავ­ლო­ბა­ში ფეხ­ზე ვი­დე­ქი (ბოლო რიგ­ში ვი­ყა­ვი), რად­გან ბი­ლე­თი ვერ ვი­შო­ვე. სპექ­ტაკ­ლის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, მა­ყუ­რებ­ლე­ბი დარ­ბა­ზი­დან რომ გა­ვიდ­ნენ, მე მა­ინც ფეხ­ზე ვი­დე­ქი და არ გავ­დი­ო­დი. ბო­ლოს გა­მო­მაგ­დეს: წადი, გე­ნაც­ვა­ლე, დამ­თავ­რდა ყვე­ლა­ფე­რიო (იცი­ნის).

- პირ­ვე­ლი კუ­ლი­ნა­რი­უ­ლი ექ­სპე­რი­მენ­ტი...

- სახ­ლში მე და მამა ვი­ყა­ვით. მა­მამ მი­თხრა, - იქ­ნებ რა­ი­მე მო­ამ­ზა­დოო? შინ მხო­ლოდ ქათ­მის კუ­ჭე­ბი და ღვიძ­ლე­ბი გვქონ­და. ხახ­ვი მოვხრა­კე, შემ­დეგ კუ­ჭე­ბი და ღვიძ­ლე­ბი წვრი­ლად დავ­ჭე­რი, ერ­თმა­ნეთ­ში ავუ­რიე, სუ­ნე­ლე­ბი, ნი­ო­რი, პო­მი­დო­რი და­ვუ­მა­ტე და კა­რაქ­ში მო­ვამ­ზა­დე... მა­მა­ჩემ­მა მკი­თხა, - ეს რა არი­სო? ვუ­პა­სუ­ხე, - ხომ არ­სე­ბობს "ჩა­ხოხ­ბი­ლი"? ეს კი "ჩა­კუ­ჭუ­ლია"-მეთ­ქი (იცი­ნის).

-პირ­ვე­ლი დი­ე­ტა ... გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

დიეტების "დედა", "ჩაკუჭული" კერძი და უხერხული ავტოგრაფები

დიეტების "დედა", "ჩაკუჭული" კერძი და უხერხული ავტოგრაფები

მარჯანიშვილის თეატრის დასის მმართველი და მსახიობი - ქეთი კანტიძე საკმაოდ მორიდებული, თავმდაბალი ქალბატონი გახლავთ.

სერიალებში მისი პერსონაჟები ყოველთვის პოპულარობით სარგებლობენ. მალე ქალბატონ ქეთის შეფმზარეულთან დაახლოებული ჭურჭლის მრეცხავის როლშიც ვიხილავთ. მსახიობმა ეს ახალი ამბავი "პირველი ამბების" გახსენებისას გაგვიმხილა...

- საერთოდ, ადამიანზე შექმნილი ჩემი პირველი შთაბეჭდილება ყოველთვის ამართლებს: ვცდილობ, მათში კარგი დავინახო. მგონი, ცუდი ადამიანი არ არსებობს. ყოველ შემთხვევაში, სანამ ვურთიერთობთ, ცუდ მხარეს არ ავლენენ.

- ქალბატონო ქეთი, მარჯანიშვილის თეატრში პირველად როდის შედგით ფეხი?

- მეხუთე-მეექვსე კლასში ვიყავი. თანაკლასელი გოგონები თეატრში მეგობრის დედამ წაგვიყვანა. "თვალი პატიოსანი" ვნახეთ. განათებული სცენა მახსოვს. ჩემს მეხსიერებას კიდევ ერთი სცენა შემორჩა - თითქოს კაფეში თენგიზ არჩვაძე და, თუ არ ვცები, მედეა ჯაფარიძე ისხდნენ. სხვათა შორის, თენგიზ არჩვაძე ძალიან მიყვარს, დიდ პატივს ვცემ. მაშინ ძალიან ახალგაზრდა იყო...

- რუსთაველის თეატრში პირველად რომელი სპექტაკლი ნახეთ?

- "გვადი ბიგვა". ეროსი მანჯგალაძე თამაშობდა. მეტი არაფერი მახსოვს... შემდეგ "კავკასიური ცარცის წრე" ვნახე - ეს კარგად მახსოვს, მეცხრე კლასში ვიქნებოდი. ეს სპექტაკლი დღემდე სიგიჟემდე მიყვარს! პირველად რომ ვნახე, მთელი მეორე აქტის განმავლობაში ფეხზე ვიდექი (ბოლო რიგში ვიყავი), რადგან ბილეთი ვერ ვიშოვე. სპექტაკლის დასრულების შემდეგ, მაყურებლები დარბაზიდან რომ გავიდნენ, მე მაინც ფეხზე ვიდექი და არ გავდიოდი. ბოლოს გამომაგდეს: წადი, გენაცვალე, დამთავრდა ყველაფერიო (იცინის).

- პირველი კულინარიული ექსპერიმენტი...

- სახლში მე და მამა ვიყავით. მამამ მითხრა, - იქნებ რაიმე მოამზადოო? შინ მხოლოდ ქათმის კუჭები და ღვიძლები გვქონდა. ხახვი მოვხრაკე, შემდეგ კუჭები და ღვიძლები წვრილად დავჭერი, ერთმანეთში ავურიე, სუნელები, ნიორი, პომიდორი დავუმატე და კარაქში მოვამზადე... მამაჩემმა მკითხა, - ეს რა არისო? ვუპასუხე, - ხომ არსებობს "ჩახოხბილი"? ეს კი "ჩაკუჭულია"-მეთქი (იცინის).

-პირველი დიეტა ... განაგრძეთ კითხვა

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება