28 წლის ფოტომოდელი ანა პენჩევა შინაგან საქმეთა სამინისტროს ოდესის მთავარი განყოფილების პრესსამსახურს უხელმძღვანელებს. ანა პენჩევა მოდელი და ტელეარხ Odessa fashion channel-ის წამყვანი იყო. ახალ პრესმდივანს მდიდარი ბიოგრაფია აქვს. მისი მამა - ოდესის პოპულარული ღამის კლუბის მფლობელია, სადაც გოგონა მუშაობდა კიდეც.
ანა ცნობილია მოდის ბიზნესშიც: იგი სხვადასხვა ჟურნალისთვის არაერთხელ გადაიღეს. გოგონასთვის ფოტოებში გაშიშვლებაც არ წარმოადგენდა პრობლემას. მან მამაკაცების ჟურნალ Maxim-ის ფოტოსესიაშიც მიიღო მონაწილეობა.