სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
ბავშვობის აუხდენელი ოცნება და სკოლიდან "გამოყოლილი" სიყვარული
ბავშვობის აუხდენელი ოცნება და სკოლიდან "გამოყოლილი" სიყვარული

მსა­ხი­ო­ბი გი­ორ­გი ცხა­და­ძე 7 წლის ასაკ­ში უკვე პო­პუ­ლა­რუ­ლი იყო - "ერი­სი­ო­ნის" ცნო­ბი­ლი კლი­პი­დან ქარ­თველ მა­ყუ­რე­ბელს პა­ტა­რა ბიჭი კარ­გად ახ­სოვს.

ის ახლა 23 წლი­საა. სულ ახ­ლა­ხან სე­რი­ალ­ში - "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბი" გა­მოჩ­ნდა. ამ­ბობს, რომ შეყ­ვა­რე­ბუ­ლია. თურ­მე, პი­რად ცხოვ­რე­ბა­ზე სა­უ­ბა­რი არ უყ­ვარს, მაგ­რამ რჩე­უ­ლის ვი­ნა­ო­ბა მა­ინც გაგ­ვიმ­ხი­ლა.

ბავ­შვო­ბა

- სა­ერ­თოდ, ყვე­ლა ბავ­შვი ცელ­ქია, მაგ­რამ ვფიქ­რობ, მე გა­მო­ნაკ­ლი­სი ვი­ყა­ვი. რო­გორც მე­უბ­ნე­ბი­ან, ცელ­ქი და ონა­ვა­რი არ ვყო­ფილ­ვარ, პი­რი­ქით - სე­რი­ო­ზუ­ლი და საკ­მა­ოდ მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი გახ­ლდით. უფ­რო­სი დები მყავს და ვცდი­ლობ­დი, ჩემი საქ­ცი­ე­ლით მათი თა­ნა­ტო­ლი ვყო­ფი­ლი­ყა­ვი. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, "ვდი­დობ­დი", დიდი კა­ცის მა­ნე­რე­ბი მქონ­და (იცი­ნის).

- მშობ­ლე­ბის­გან შე­ნიშ­ვნას ყვე­ლა­ზე ხში­რად, რის გამო იღებ­დი და შემ­დგომ თუ ით­ვა­ლის­წი­ნებ­დი?

- მახ­სოვს, კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი თა­მა­შე­ბი ძა­ლი­ან მიყ­ვარ­და და სახ­ლში ძი­რი­თა­დად სულ იმა­ზე ლა­პა­რა­კობ­დნენ, თუ რამ­დენ დროს ვა­ტა­რებ­დი კომ­პი­უ­ტერ­თან. ეს ის შემ­თხვე­ვა იყო, როცა მათ რჩე­ვებს არ ვით­ვა­ლის­წი­ნებ­დი და ასე ვთქვათ, ვურ­ჩობ­დი.

- ამ ურ­ჩო­ბის­თვის არ გსჯიდ­ნენ?

- ხში­რად მსჯიდ­ნენ იმით, რომ გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დი კომ­პი­უ­ტერ­თან მი­ახ­ლო­ე­ბა მეკ­რძა­ლე­ბო­და (იცი­ნის).

- რო­გო­რი მოს­წავ­ლე იყა­ვი? მას­წავ­ლებ­ლებს აბ­რა­ზებ­დი?

- სკო­ლა­ში არ­ცთუ ისე ბე­ჯი­თად ვსწავ­ლობ­დი, თუმ­ცა, რო­გორ­ღაც ვა­ხერ­ხებ­დი, რომ მას­წავ­ლებ­ლებს ვყვა­რე­ბო­დი.

- ალ­ბათ, ზრდი­ლო­ბი­თა და ყო­ფაქ­ცე­ვით, არა?

- შე­იძ­ლე­ბა ასეც იყო. უზ­რდე­ლი ბავ­შვი მარ­თლა არ ვყო­ფილ­ვარ. ყო­ველ­თვის ვი­ცო­დი, ვის რო­გორ უნდა მოვ­ქცე­ო­დი.

- ბავ­შვო­ბა­ში ვინ გინ­დო­და, რომ გა­მო­სუ­ლი­ყა­ვი?

- პა­ტა­რა­ო­ბა­ში ტრაქ­ტო­რის­ტო­ბა­ზე ვოც­ნე­ბობ­დი. მთე­ლი ბავ­შვო­ბა სო­ფელ­ში, ბა­ბუ­ას­თან მაქვს გა­ტა­რე­ბუ­ლი. ახ­ლაც სა­სი­ა­მოვ­ნოდ ვიხ­სე­ნებ იმ პე­რი­ოდს. ძა­ლი­ან მიყ­ვარ­და სო­ფელ­ში ყოფ­ნა. მახ­სოვს, ბა­ბუ­ას ყო­ველ წელს სულ იმის პრობ­ლე­მა ჰქონ­და, რომ ტრაქ­ტო­რისტს მის­თვი­საც მო­ე­ცა­ლა და მიწა და­ეხ­ნა. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სულ ვფიქ­რობ­დი, - რომ გა­ვიზ­რდე­ბი, დიდ ტრაქ­ტორს შე­ვი­ძენ და სო­ფელ­ში მი­წას ყვე­ლას უფა­სოდ და­ვუხ­ნავ-მეთ­ქი.

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

ბავშვობის აუხდენელი ოცნება და სკოლიდან "გამოყოლილი" სიყვარული

ბავშვობის აუხდენელი ოცნება და სკოლიდან "გამოყოლილი" სიყვარული

მსახიობი გიორგი ცხადაძე 7 წლის ასაკში უკვე პოპულარული იყო - "ერისიონის" ცნობილი კლიპიდან ქართველ მაყურებელს პატარა ბიჭი კარგად ახსოვს.

ის ახლა 23 წლისაა. სულ ახლახან სერიალში - "ჩემი ცოლის დაქალები" გამოჩნდა. ამბობს, რომ შეყვარებულია. თურმე, პირად ცხოვრებაზე საუბარი არ უყვარს, მაგრამ რჩეულის ვინაობა მაინც გაგვიმხილა.

ბავშვობა

- საერთოდ, ყველა ბავშვი ცელქია, მაგრამ ვფიქრობ, მე გამონაკლისი ვიყავი. როგორც მეუბნებიან, ცელქი და ონავარი არ ვყოფილვარ, პირიქით - სერიოზული და საკმაოდ მოწესრიგებული გახლდით. უფროსი დები მყავს და ვცდილობდი, ჩემი საქციელით მათი თანატოლი ვყოფილიყავი. აქედან გამომდინარე, "ვდიდობდი", დიდი კაცის მანერები მქონდა (იცინის).

- მშობლებისგან შენიშვნას ყველაზე ხშირად, რის გამო იღებდი და შემდგომ თუ ითვალისწინებდი?

- მახსოვს, კომპიუტერული თამაშები ძალიან მიყვარდა და სახლში ძირითადად სულ იმაზე ლაპარაკობდნენ, თუ რამდენ დროს ვატარებდი კომპიუტერთან. ეს ის შემთხვევა იყო, როცა მათ რჩევებს არ ვითვალისწინებდი და ასე ვთქვათ, ვურჩობდი.

- ამ ურჩობისთვის არ გსჯიდნენ?

- ხშირად მსჯიდნენ იმით, რომ გარკვეული პერიოდი კომპიუტერთან მიახლოება მეკრძალებოდა (იცინის).

- როგორი მოსწავლე იყავი? მასწავლებლებს აბრაზებდი?

- სკოლაში არცთუ ისე ბეჯითად ვსწავლობდი, თუმცა, როგორღაც ვახერხებდი, რომ მასწავლებლებს ვყვარებოდი.

- ალბათ, ზრდილობითა და ყოფაქცევით, არა?

- შეიძლება ასეც იყო. უზრდელი ბავშვი მართლა არ ვყოფილვარ. ყოველთვის ვიცოდი, ვის როგორ უნდა მოვქცეოდი.

- ბავშვობაში ვინ გინდოდა, რომ გამოსულიყავი?

- პატარაობაში ტრაქტორისტობაზე ვოცნებობდი. მთელი ბავშვობა სოფელში, ბაბუასთან მაქვს გატარებული. ახლაც სასიამოვნოდ ვიხსენებ იმ პერიოდს. ძალიან მიყვარდა სოფელში ყოფნა. მახსოვს, ბაბუას ყოველ წელს სულ იმის პრობლემა ჰქონდა, რომ ტრაქტორისტს მისთვისაც მოეცალა და მიწა დაეხნა. აქედან გამომდინარე, სულ ვფიქრობდი, - რომ გავიზრდები, დიდ ტრაქტორს შევიძენ და სოფელში მიწას ყველას უფასოდ დავუხნავ-მეთქი.

იხილეთ გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება