სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
როგორ მოქმედებს ეროვნული ბანკი დღეს და როგორ გადაარჩინეს ლარი 16 წლის წინ?
როგორ მოქმედებს ეროვნული ბანკი დღეს და როგორ გადაარჩინეს ლარი 16 წლის წინ?

გა­სულ კვი­რას ლარი ერთ დღე­ში და­ახ­ლო­ე­ბით 5 თეთ­რით გა­უ­ფა­სურ­და და ეროვ­ნუ­ლი ვა­ლუ­ტის არ­სე­ბო­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ყვე­ლა­ზე და­ბალ ის­ტო­რი­ულ ნიშ­ნულს მი­უ­ახ­ლოვ­და. 25 აგ­ვის­ტოს 1 დო­ლა­რის ოფი­ცი­ა­ლუ­რი გაც­ვლი­თი კურ­სი 2,3640-დან 2,4161 ლა­რამ­დე და­ე­ცა, თუმ­ცა, სა­ვა­ლუ­ტო ჯი­ხუ­რებ­სა და კო­მერ­ცი­ულ ბან­კებ­ში კი­დევ უფრო ძვი­რად იყიდ­ებო­და. ბოლო 16 წე­ლი­წად­ში ლარი ყვე­ლა­ზე მე­ტად 1999 წლის თე­ბერ­ვალ­ში იყო გა­უ­ფა­სუ­რე­ბუ­ლი, როცა 1 დო­ლა­რი 2,4510 ლარი ღირ­და.

ელ­გუ­ჯა მექ­ვა­ბიშ­ვი­ლი, სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ბან­კის საბ­ჭოს ყო­ფი­ლი­ წევ­რი: მა­ში­ნაც ლა­რის კურ­სი ნახ­ტო­მი­სე­ბუ­რად შე­იც­ვა­ლა. მახ­სოვს, პა­რას­კე­ვი იყო, ეროვ­ნუ­ლი ბან­კის საბ­ჭოს სხდო­მის­ შემ­დეგ ყვე­ლა­ნი შინ წა­ვე­დით. კურ­სი სტა­ბი­ლუ­რი­ იყო. შა­ბათს კი მკვეთ­რი გა­უ­ფა­სუ­რე­ბა­ დაი­წყო და კვი­რა­საც გაგ­რძელ­და. მო­გეხს­ენე­ბათ, უქ­მე­ებ­ზე ეროვ­ნუ­ლი ბან­კი არ მუ­შა­ობს. ორ­შა­ბათს კი ლარი ნახ­ტო­მი­სებუ­რად­ და­ე­ცა. ამ დღეს "შავი ორ­შა­ბა­თიც" და­ვარ­ქვით. გა­მო­იკ­ვე­თა,­ რომ კურ­სის ასე­თი­ ვარ­დნა გარე ფაქ­ტო­რე­ბით იყო პრო­ვო­ცი­რე­ბუ­ლი. გახ­სოვთ ალ­ბათ მა­შინ­დე­ლი­ რუ­სე­თის დე­ფოლ­ტი­ - ჯერ სამ­ხრეთ-აღ­მო­სავ­ლე­თი აზი­ის კრი­ზისი გან­ვი­თარ­და, გა­და­ვი­და­ ია­პო­ნი­ა­ზე, რო­მე­ლიც რუ­სე­თის ერთ-ერთი დიდი სა­ვაჭ­რო პარტნი­ო­რი იყო და ამ გზით რუ­სეთ­ზეც გავ­რცელ­და. რუ­სე­თი­დან კი ჩვენ­ზე გად­მო­ვი­და.

იმ დროს ერგნეთ­ში ვაჭ­რო­ბა დუღ­და და არ არ­სე­ბობ­და ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კუ­რი სა­ზღვრე­ბი. რუ­სეთ­ში ფა­სე­ბი­ მკვეთ­რად და­ე­ცა და ეს იაფი სა­ქო­ნე­ლი ერგნე­თის ბაზ­რო­ბით ჩვენ­თან შე­მო­ვი­და.­ ამან ის გა­მო­იწ­ვია, რომ ხდე­ბო­და­ ლა­რის დო­ლარ­ში­ კონ­ვერ­ტი­რე­ბა და ქვეყ­ნი­დან დო­ლა­რი მა­სობ­რი­ვად გა­ე­დი­ნე­ბო­და. და­ირ­ღვა თა­ნა­ფარდ­ობა დო­ლარ­სა და ლა­რს შო­რის. სა­ვა­ლუ­ტო­ ბაზ­რის მო­თა­მა­შე­ებს შო­რის პა­ნი­კა წარ­მო­იშ­ვა, და­ი­წყო სპე­კუ­ლა­ცი­უ­რი თა­მა­შე­ბი და გარე ფაქ­ტორს და­ერ­თო შიგა ფაქ­ტო­რიც - სა­ვა­ლუ­ტო ბაზ­რის ნევ­რო­ზუ­ლი მდგო­მარ­ეობა, ვა­ლუ­ტის გა­დამ­ცვლე­ლი ჯი­ხუ­რე­ბი­სა და კო­მერ­ცი­უ­ლი ბან­კე­ბის სპე­კუ­ლა­ცი­უ­რი ოპე­რა­ცი­ე­ბი. ლარ­მა გა­უ­ფა­სუ­რე­ბის ყვე­ლა­ზე მა­ღალ, ის­ტო­რი­ულ ნიშ­ნულს მი­აღ­წია და 1 დო­ლა­რის ფას­მა 2,45 ლარი შე­ად­გი­ნა. 16 წლის შემ­დეგ ლარი იმ ნიშ­ნულს კვლავ მი­უ­ახ­ლოვ­და.

- რა ზო­მებს მი­მარ­თა ეროვ­ნულ­მა ბან­კმა?

- უპირ­ვე­ლე­სად, ეროვ­ნულ­მა ბან­კმა კო­მერ­ცი­უ­ლი ბან­კე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლებს მო­უ­წო­და, სპე­კუ­ლა­ცი­უ­რი ოპე­რა­ცი­ე­ბის­გან თავი შე­ე­კა­ვე­ბი­ნათ. შე­საძ­ლოა, ვინ­მეს მოკ­ლე­ვა­დი­ა­ნი მო­გე­ბა მი­ე­ღო, მაგ­რამ სა­ბო­ლოო ჯამ­ში სა­ბან­კო სის­ტე­მა დან­გრე­უ­ლი­ყო. სა­ვა­ლუ­ტო ბა­ზარ­ზე სპე­კუ­ლა­ცი­ე­ბით კო­მერ­ცი­უ­ლი ბან­კე­ბიც წა­ა­გებ­დნენ და მთლი­ა­ნად ეკო­ნო­მი­კაც. იმ დრო­საც­ და ალ­ბათ დღე­საც, ეკო­ნო­მი­კის ერ­თა­დერ­თი­ ჯან­სა­ღი სეგ­მენ­ტი სა­ბან­კო სის­ტე­მა იყო.

ეკო­ნო­მი­კა, პრაქ­ტი­კუ­ლად, არ ფუნ­ქცი­ო­ნირ­ებდა და ბი­უ­ჯე­ტიც დე­ფი­ცი­ტუ­რი იყო. სა­ბან­კო სის­ტე­მაც რომ კო­ლაფსში­ ჩა­ვარ­დნი­ლი­ყო, მთე­ლი ეკო­ნო­მი­კა და­ინ­გრე­ო­და.­ ბან­კე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლებ­მა შეგ­ნე­ბა გა­მო­ი­ჩი­ნეს და მაქ­სი­მა­ლუ­რად ცდი­ლობ­დნენ ამ პრო­ცეს­ში პო­ზი­ტი­უ­რი რო­ლის შეს­რუ­ლე­ბას.

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

როგორ მოქმედებს ეროვნული ბანკი დღეს და როგორ გადაარჩინეს ლარი 16 წლის წინ?

როგორ მოქმედებს ეროვნული ბანკი დღეს და როგორ გადაარჩინეს ლარი 16 წლის წინ?

გასულ კვირას ლარი ერთ დღეში დაახლოებით 5 თეთრით გაუფასურდა და ეროვნული ვალუტის არსებობის განმავლობაში ყველაზე დაბალ ისტორიულ ნიშნულს მიუახლოვდა. 25 აგვისტოს 1 დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2,3640-დან 2,4161 ლარამდე დაეცა, თუმცა, სავალუტო ჯიხურებსა და კომერციულ ბანკებში კიდევ უფრო ძვირად იყიდ­ებოდა. ბოლო 16 წელიწადში ლარი ყველაზე მეტად 1999 წლის თებერვალში იყო გაუფასურებული, როცა 1 დოლარი 2,4510 ლარი ღირდა.

ელგუჯა მექვაბიშვილი, საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს ყოფილი­ წევრი: მაშინაც ლარის კურსი ნახტომისებურად შეიცვალა. მახსოვს, პარასკევი იყო, ეროვნული ბანკის საბჭოს სხდო­მის­ შემდეგ ყველანი შინ წავედით. კურსი სტაბილური­ იყო. შაბათს კი მკვეთრი გაუფასურება­ დაი­წყო და კვირასაც გაგრძელდა. მოგეხს­ენებათ, უქმეებზე ეროვნული ბანკი არ მუშაობს. ორშაბათს კი ლარი ნახტომი­სებუ­რად­ დაეცა. ამ დღეს "შავი ორშაბათიც" დავარქვით. გამოიკვეთა,­ რომ კურსის ასეთი­ ვარდნა გარე ფაქტორებით იყო პროვოცირებული. გახსოვთ ალბათ მაშინდელი­ რუსეთის დეფოლტი­ - ჯერ სამხრეთ-აღმოსავლეთი აზიის კრი­ზისი განვითარდა, გადავიდა­ იაპონიაზე, რომელიც რუსეთის ერთ-ერთი დიდი სავაჭრო პარტნიორი იყო და ამ გზით რუსეთზეც გავრცელდა. რუსეთიდან კი ჩვენზე გადმოვიდა.

იმ დროს ერგნეთში ვაჭრობა დუღდა და არ არსებობდა ქვეყნის ეკონომიკური საზღვრები. რუსეთში ფასები­ მკვეთრად დაეცა და ეს იაფი საქონელი ერგნე­თის ბაზრობით ჩვენთან შემოვიდა.­ ამან ის გამოიწვია, რომ ხდებოდა­ ლარის დოლარში­ კონვერტირება და ქვეყნიდან დოლარი მასობ­რივად გაედინებოდა. დაირღვა თანაფარდ­ობა დოლარსა და ლა­რს შორის. სავალუტო­ ბაზრის მოთამაშეებს შო­რის პანიკა წარმოიშვა, დაიწყო სპეკულაციური თამაშები და გარე ფაქტორს დაერთო შიგა ფაქტორიც - სავალუტო ბაზრის ნევროზული მდგომარ­ეობა, ვალუტის გადამცვლელი ჯიხურებისა და კომერციული ბანკების სპეკულაციური ოპერაციები. ლარმა გაუფასურების ყველაზე მაღალ, ისტორიულ ნიშნულს მიაღწია და 1 დოლარის ფასმა 2,45 ლარი შეადგინა. 16 წლის შემდეგ ლარი იმ ნიშნულს კვლავ მიუახლოვდა.

- რა ზომებს მიმართა ეროვნულმა ბანკმა?

- უპირველესად, ეროვნულმა ბანკმა კომერციული ბანკების ხელმძღვანელებს მოუწოდა, სპეკულაციური ოპერაციებისგან თავი შეეკავებინათ. შესაძლოა, ვინმეს მოკლევადიანი მოგება მიეღო, მაგრამ საბოლოო ჯამში საბანკო სისტემა დანგრეულიყო. სავალუტო ბაზარზე სპეკულაციებით კომერციული ბანკებიც წააგებდნენ და მთლიანად ეკონომიკაც. იმ დროსაც­ და ალბათ დღესაც, ეკონომიკის ერთადერთი­ ჯანსაღი სეგმენტი საბანკო სისტემა იყო.

ეკონომიკა, პრაქტიკულად, არ ფუნქციონირ­ებდა და ბიუჯეტიც დეფიციტური იყო. საბანკო სისტემაც რომ კოლაფსში­ ჩავარდნილიყო, მთელი ეკონომიკა დაინგრეოდა.­ ბანკების ხელმძღვანელებმა შეგნება გამოიჩინეს და მაქსიმალურად ცდილობდნენ ამ პროცესში პოზიტიური როლის შესრულებას.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია