დრამატული კადრები: კიროვის ყოფილი ქარხანა ხანძრის შემდეგ

დრამატული კადრები: კიროვის ყოფილი ქარხანა ხანძრის შემდეგ

თბილისში, ერისთავის ქუჩაზე, კიროვის ყოფილი ქარხნის ნაწილის დემონტაჟი აუცილებელია. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი ადგილიდან იტყობინება, ამის შესახებ დამწვარი შენობის ადგილზე, სამაშველო სამსახურის წარმომადგენელმა განაცხადა.

ერთ-ერთმა საყრდენმა კედელმა ხანძრის ჩაქრობის შემდეგ გადაწევა დაიწყო და მისი ჩამონგრევის საფრთხე არსებობს. დამწვარი შენობის ეს ნაწილი სამაშველო სამსახურმა უკვე გადაკეტა, ტერიტორიაზე საგანგებო ზომებია მიღებული, თუმცა კონკრეტულად როდის დაიწყება დემონტაჟი ჯერ უცნობია. ამასთან, ამ დრომდე მიმდინარეობს ხანძრის მცირე კერების ქრობა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ქარხნის ტერიტორიაზე ერთ-ერთი საწყობის მფლობელმა დავით გობეჯიშვილმა განუცხადა, შენობა ძველია და საკმაოდ ხარისხიანად არის ნაშენები, თუმცა ხანძრის დროს იმხელა სიმხურვალე იყო, რომ რკინა-ბეტონი ჩამოანგრია.

მისივე თქმით, საწყობში განთავსებული იყო აალებადი პროდუქცია, მათ შორის ხის მასალები და ძვირადღირებული დანადგარები, რის გამოც შესაბამის სამსახურებს ხანძრის ჩაქრობა გაუჭირდათ.

როგორც დავით გობეჯიშვილმა განაცხადა, ხანძრის დროს დაიწვა კავკასიური ნაგაზი, რომელიც დაბმული არ ყოფილა, თუმცა მისი შენობიდან გამოყვანა ვერ მოხერხდა.

იხილეთ ფოტოგალერეა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია