ნებისმიერი მთავრობის დროს ნინო ჯანგირაშვილს ვისურვებდი "საზმაუს" საინფორმაციოს უფროსად - ნიკა გვარამია

ნებისმიერი მთავრობის დროს ნინო ჯანგირაშვილს ვისურვებდი "საზმაუს" საინფორმაციოს უფროსად - ნიკა გვარამია

"რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია "ფეისბუქის" პირად გვერდზე ტელეკომპანია "კავკასიის" გენერალური დირექტორის, ნინო ჯანგირაშვილის შესახებ სტატუსს აქვეყნებს.

"გუშინ პრეზიდენტის მიღებაზე ბევრი ვილაპარაკეთ მე და ნინო ჯანგირაშვილმა. პრაქტიკულად, არაფერში არ ვეთანხმებით ერთმანეთს, მაგრამ სერიოზულად ვფიქრობ, რომ ნებისმიერი (ხაზს ვუსვამ, მე რომ მომეწონებოდა ისეთიც) მთავრობის დროს მას ვისურვებდი საზმაუს საინფორმაციოს უფროსად. ის არის იმათგან, ვისაც შეუძლია საკუთარი პირადი პოზიციისგან დისტანცირება ობიექტურობის გამო.

p.s. მე მაპატიეთ, თუ უნებლიედ დავაკნინე თქვენი დამოუკიდებელი მედიის დირექტორის სტატუსი, ქალბატონო, ნინო", - წერს გვარამია.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს