სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
რომელ უნივერსიტეტებში დარჩა ვაკანტური ადგილები - მაია მიმინოშვილი ეროვნული გამოცდების შედეგებზე
რომელ უნივერსიტეტებში დარჩა ვაკანტური ადგილები - მაია მიმინოშვილი ეროვნული გამოცდების შედეგებზე

წელს უმაღ­ლეს სას­წავ­ლებ­ლებ­ში 28 053 სტუ­დენ­ტი ის­წავ­ლის, მათ შო­რის, 10 ათა­სამ­დე სა­ხელ­მწი­ფოს ფი­ნან­სე­ბით. შე­ფა­სე­ბი­სა და გა­მოც­დე­ბის ეროვ­ნულ­მა ცენ­ტრმა დღეს სა­კუ­თარ ვებ-გვერ­დზე ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბის შე­დე­გე­ბი გა­მო­აქ­ვეყ­ნა.

ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნელ­მა მაია მი­მი­ნოშ­ვილ­მა გა­მოც­დე­ბის შე­დე­გე­ბი დღეს ბრი­ფინგზე შე­ა­ჯა­მა. მაია მი­მი­ნოშ­ვი­ლის თქმით, წელს 40 ათა­სი აბი­ტუ­რი­ენ­ტი იყო, თუმ­ცა პირ­ვე­ლად ეტაპ­ზე ამ რა­ო­დე­ნო­ბას გა­მო­აკ­ლდა ის მე­თორ­მე­ტე კლა­სე­ლე­ბი, რომ­ლებ­მაც ატეს­ტა­ტი ვერ აი­ღეს. სა­ბო­ლოო ჯამ­ში, გა­მოც­დებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას იღებ­და 39 ათა­სამ­დე აბი­ტუ­რი­ენ­ტი. მათ­გან სტუ­დენ­ტი გახ­და 28 053 აბი­ტუ­რი­ენ­ტი. აღ­ნიშ­ნუ­ლი კონ­ტინ­გენ­ტი­დან 6555-მა სხვა­დას­ხვა პრო­ცენ­ტი­ა­ნი სა­ხელ­მწი­ფო და­ფი­ნან­სე­ბა მო­ი­პო­ვა. შე­ფა­სე­ბი­სა და გა­მოც­დე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის ინ­ფორ­მა­ცი­ით, გაზ­რდი­ლია ასე­ვე იმ სტუ­დენ­ტე­ბის რი­ცხვი, რომ­ლე­ბიც ჩა­ი­რი­ცხნენ იმ ფა­კულ­ტე­ტებ­ზე, რო­მელ­საც სა­ხელ­მწი­ფო აფი­ნან­სებს. ასე­თი არის 3742 სტუ­დენ­ტი. სულ სა­ბო­ლოო ჯამ­ში, წელს სა­ხელ­მწი­ფო ფი­ნან­სე­ბით 10 ათა­სამ­დე აბი­ტუ­რი­ენ­ტი ის­წავ­ლის.

მაია მი­მი­ნოშ­ვილ­მა ასე­ვე და­ა­სა­ხე­ლა ვა­კან­ტუ­რი ად­გი­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა. მი­სი­ვე თქმით, წელს 44 ათა­სი ვა­კან­ტუ­რი ად­გი­ლი იყო, იმა­ზე მეტი, ვიდ­რე აბი­ტუ­რი­ენ­ტთა რი­ცხვი. შე­სა­ბა­მი­სად, ვა­კან­ტუ­რი დარ­ჩა 18 ათა­სი ად­გი­ლი. მაია მი­მი­ნოშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, ყვე­ლა­ზე მე­ტად ად­გი­ლე­ბი შე­ივ­სო ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, იმის მი­უ­ხე­და­ვად, რომ სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტს სა­კუ­თა­რი მა­ღა­ლი ბა­რი­ე­რი აქვს გა­მოც­დებ­ზე და­წე­სე­ბუ­ლი, ვიდ­რე გა­მოც­დე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის კომ­პე­ტენ­ცი­ის მი­ნი­მა­ლუ­რი ზღვა­რია.

მი­სი­ვე თქმით, თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში 3881 ად­გი­ლი იყო, მათ­გან ვა­კან­ტუ­რი დარ­ჩა 225. აგ­რა­რულ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში 420 ად­გი­ლი იყო და მათ­გან არც ერთი ვა­კან­ტუ­რი აღარ დარ­ჩა. ილი­ას სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში 2667 ად­გი­ლი­დან ვა­კან­ტუ­რი დარ­ჩა 208 ად­გი­ლი. თა­ვი­სუ­ფალ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში 453 ად­გი­ლი­დან 2 დარ­ჩა ვა­კან­ტუ­რი.

მი­მი­ნოშ­ვილ­მა დას­ძი­ნა, რომ ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის სტუ­დენ­ტი წელს ბევ­რი გახ­და, თუმ­ცა მათ ბევ­რი ად­გი­ლიც აქვთ ვა­კან­ტუ­რი. სულ წელს ეროვ­ნულ გა­მოც­დებ­ზე ვა­კან­ტუ­რი ად­გი­ლე­ბი და­ახ­ლო­ე­ბით 64 უმაღ­ლეს სას­წავ­ლე­ბელს ჰქონ­და წარ­დგე­ნი­ლი. ამას­თან, სა­მა­გის­ტრო გა­მოც­დე­ბის სა­ბო­ლოო შე­დე­გე­ბი უკვე დას­რულ­და და სა­ვა­რა­უ­დოდ, ხვალ გა­მო­ცხად­დე­ბა. მთავ­რდე­ბა ასე­ვე მას­წავ­ლე­ბელ­თა სა­სერ­ტი­ფი­კა­ციო გა­მოც­დის სა­ა­პე­ლა­ციო ნაშ­რო­მე­ბის გას­წო­რე­ბა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

რომელ უნივერსიტეტებში დარჩა ვაკანტური ადგილები - მაია მიმინოშვილი ეროვნული გამოცდების შედეგებზე

რომელ უნივერსიტეტებში დარჩა ვაკანტური ადგილები - მაია მიმინოშვილი ეროვნული გამოცდების შედეგებზე

წელს უმაღლეს სასწავლებლებში 28 053 სტუდენტი ისწავლის, მათ შორის, 10 ათასამდე სახელმწიფოს ფინანსებით. შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა დღეს საკუთარ ვებ-გვერდზე ეროვნული გამოცდების შედეგები გამოაქვეყნა.

ცენტრის ხელმძღვანელმა მაია მიმინოშვილმა გამოცდების შედეგები დღეს ბრიფინგზე შეაჯამა. მაია მიმინოშვილის თქმით, წელს 40 ათასი აბიტურიენტი იყო, თუმცა პირველად ეტაპზე ამ რაოდენობას გამოაკლდა ის მეთორმეტე კლასელები, რომლებმაც ატესტატი ვერ აიღეს. საბოლოო ჯამში, გამოცდებში მონაწილეობას იღებდა 39 ათასამდე აბიტურიენტი. მათგან სტუდენტი გახდა 28 053 აბიტურიენტი. აღნიშნული კონტინგენტიდან 6555-მა სხვადასხვა პროცენტიანი სახელმწიფო დაფინანსება მოიპოვა. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გაზრდილია ასევე იმ სტუდენტების რიცხვი, რომლებიც ჩაირიცხნენ იმ ფაკულტეტებზე, რომელსაც სახელმწიფო აფინანსებს. ასეთი არის 3742 სტუდენტი. სულ საბოლოო ჯამში, წელს სახელმწიფო ფინანსებით 10 ათასამდე აბიტურიენტი ისწავლის.

მაია მიმინოშვილმა ასევე დაასახელა ვაკანტური ადგილების რაოდენობა. მისივე თქმით, წელს 44 ათასი ვაკანტური ადგილი იყო, იმაზე მეტი, ვიდრე აბიტურიენტთა რიცხვი. შესაბამისად, ვაკანტური დარჩა 18 ათასი ადგილი. მაია მიმინოშვილის განცხადებით, ყველაზე მეტად ადგილები შეივსო ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტში, იმის მიუხედავად, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტს საკუთარი მაღალი ბარიერი აქვს გამოცდებზე დაწესებული, ვიდრე გამოცდების ეროვნული ცენტრის კომპეტენციის მინიმალური ზღვარია.

მისივე თქმით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 3881 ადგილი იყო, მათგან ვაკანტური დარჩა 225. აგრარულ უნივერსიტეტში 420 ადგილი იყო და მათგან არც ერთი ვაკანტური აღარ დარჩა. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში 2667 ადგილიდან ვაკანტური დარჩა 208 ადგილი. თავისუფალ უნივერსიტეტში 453 ადგილიდან 2 დარჩა ვაკანტური.

მიმინოშვილმა დასძინა, რომ ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტი წელს ბევრი გახდა, თუმცა მათ ბევრი ადგილიც აქვთ ვაკანტური. სულ წელს ეროვნულ გამოცდებზე ვაკანტური ადგილები დაახლოებით 64 უმაღლეს სასწავლებელს ჰქონდა წარდგენილი. ამასთან, სამაგისტრო გამოცდების საბოლოო შედეგები უკვე დასრულდა და სავარაუდოდ, ხვალ გამოცხადდება. მთავრდება ასევე მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდის სააპელაციო ნაშრომების გასწორება.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია