"პანკისი 2"-ის საფრთხე! - რა მისიას ასრულებენ უცხოელი ემისრები ქვემო ქართლში?!

"პანკისი 2"-ის საფრთხე! - რა მისიას ასრულებენ უცხოელი ემისრები ქვემო ქართლში?!

"წვერიანი ვაჰაბიტის" ვირტუალური ფიგურა დღევანდელ მსოფლიოში ბევრ საფრთხის შემცველ თემას ფარავს, რომელთა გრძელი სიის სათავეში ექსპერტები­ ერთხმად პანთურქიზმს (პანთურანიზმს) მოიაზრებენ და აცხადებენ, რომ განსაკუთრებით სახიფათო ის შეიძლება კავკასიისთვის აღმოჩნდეს. პანთურქისტული იდეების პოპულარობით ბოლო დროს აზერბაიჯანი გამოირჩევა. სოლიდური, მაგრამ გაურკვეველი წარმომავლობის ფინანსების მქონე ორგანიზაციები "დიდი თურანის" იდეების გავრცელებას­ არა მხოლოდ აზერბაიჯანში, არამედ მეზობელი სახელმწიფოების იმ ტერიტორიებზე ცდილობენ, სადაც თურქულენოვანი მოსახლეობა ცხოვრობს. არცთუ ისე დიდი ხნის წინ პანთურქისტული დროშები საქართველოშიც გამოჩნდა. ამ იდეების მატარებელი ორგანიზაციების სამიზნე, როგორც აღმოჩნდა, კარგა ხანია, ქვემო ქართლი, ანუ როგორც თავად უწოდებენ, "ბორჩალოა".

ყველაფერი დაიწყო ერთი შეხედვით უწყინარი, ე.წ. სახალხო დღესასწაულის, "ელათის" (მწყემსის დღის) აღნიშვნით, რომელსაც უკვე მესამე წელია, დმანისში არასამთავრობო ორგანიზაცია""ბორჩალო" მართავს. ეს ორგანიზაცია ბაქოშია დაფუძნებული და ოფიციალურად "ბორჩალოელი" აზერბაიჯანელების უფლებების დაცვასა და საქ­ართველო-აზერბაიჯანის კულტურული ურთი­ერთობის გაღრმავებაზეა ორიენტირე­ბული. მისი ხელმძღვანელი ზელიმხან­ მამ­ედლი წარსულში მეჯლისში ოპოზიც­იურ პარტია "კლასიკურ სახალხო ფრონტს" წარმოადგენდა.

2009 წლის 13 ივნისს "ბორჩალოს" მორიგ კონფერენციაზე მამედლი ორგანიზაციის ხელმძღვანელად აირჩიეს, მისი პირველი მოთხოვნა იყო საქართველოში 31 სოფლისთვის­ შეეცვალათ სახელი და დაერქმიათ "ისტორიული" (თურქული სახელები) (?!).

2012 წლის 20 მარტს ზელიმხან მამედლის­ ინიციატივით "თურქთა კონფედერაციის" პრეზ­იდენტმა საქართველოში, დაშგინ გიული მამედოვმა "ბორჩალოს" საზოგად­ო­ებრივი პარლამენტის დაარსებაზე განცხადება გააკეთა და ყველა აზერბაიჯანულ ორგანიზაციას მოუწოდა, გაერთიანებულიყვნენ და პოლიტიკური კონსოლიდაციის ძლიერი ბირთვი შეექმნათ(?!).

ორგანიზაცია "ბორჩალოს" თაოსნობით­ "მწყემსის დღე" დმანისში ყოველ წელიწადს (26 ივლისს) აღინიშნება (1989 წლის 26 ივლისს გაიმართა შეკრება, რომლის მონა­წილეები აცხადებდნენ, რომ თურმე ქვემო ქართლი "ბორჩალოა" და შესაბამისად აზერბაიჯანული მიწაა. არ არის გამორიცხული, რომ 26 ივლისი "მწყემსის დღედ" სწორედ ამიტომ შეირჩა).

მალხაზი, დმანისის მკვიდრი: - ჩვენთან ახლოს არის პანტიანის ტბა. სწორედ აქ ტარდება ეს ზეიმი. არ ვიცი, ვისი ზეიმია­ - აქაური აზერბაიჯანელები ახლოს არ ეკარებიან. კონცერტიც იმართება, მთელი დღე ისმის მოწოდებები. ჩამოდიან გარდაბნიდან, მარნეულიდან, კახეთიდანაც, აზერბაიჯანიდან... ჩამოსულები აქაურობას "ბორჩალოს" ეძახიან და ამბობენ, ეს მიწები აზერბაიჯანელებისააო. ამ დღესასწაულზე ერთხელ ერთი ბიჭი დაჭრეს "სპიცით", მაგათიანიც დაიხრჩო ტბაში - ეტყობა, მთვრალი შევიდა. ყველამ იცის, რომ მაგათ სხვა მიზნები აქვთ, მაგრამ ხმას არავინ იღებს." დმანისის რაიონი 55 სოფელს მოიცავს, მოსახლეობის 67% აზერბაიჯანელია, რომლებიც "ბორჩალოს" საქმიანობით კმაყოფილები სულაც არ არიან.

რაფაელ ისკანდაროვი, დმანისის მუნიციპალიტეტის თანამშრომელი: "წელს ზეიმზე გამოვიდნენ და დაიწყეს - საქართველოს პრობლემა აქვს ცხინვალში, პრობლემა აქვს აფხაზეთში, სამცხე-ჯავახეთში... ეტყობა, მინიშნება უნდოდათ, რომ აქაც პრობლემა იქნებაო. ეგ ჩვენი აზერბაიჯანელების ზეიმი არ არის, თუ ქართველი და აზერბაიჯანელი ხალხების მეგობრობის ზეიმი გვინდა, ჩვენვე ჩავატარებთ, თუნდაც "დმანისობას" - ვინ გვიშლის ხელს?

ჩვენ საქართველოში ვცხოვრობთ, ქართულ მიწაზე და ქართველების ძმები ვართ. ახლა გვინდა, ხელმოწერები შევაგროვოთ, რომ ეს ზეიმი აქ აღარ ჩატარდეს, ან თუ ჩატარდება, ნამდვილად ჩვენი და ქართველების მეგობრობის ზეიმი იყოს"...

გოგა ბარბაქაძე, დმანისის მუნიციპალიტეტის გამგებელი: "წელს 10 000-მდე

კაცი იყო ჩამოსული შუა აზიიდან, ირანიდან, აზერბაიჯანიდან, იყვნენ გარდაბნიდან და მარნეულიდანაც... ადგილობრივი მოსახლეობის 2%-ც კი არ მიდის იქ. ოფიციალურად ეს ზეიმი ქართულ-აზერბაიჯანული მეგობრობის ღონისძიებაა, მაგრამ ნელ-ნელა ქვედინებები თვალში საცემი ხდება...

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია