"ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლებმა ქალაქ პალმირაში უძველესი ტაძარი გაანადგურეს

"ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლებმა ქალაქ პალმირაში უძველესი ტაძარი გაანადგურეს

"ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლებმა სირიის უძველესი ქალაქ პალმირაში "ბაალშამინის" ტაძარი გაანადგურეს. "როიტერის" ცნობით, ტაძარი ისლამისტებმა გუშინ ააფეთქეს. თუმცა, უფლებადამცველები იტყობინებიან, რომ ტაძარი დაახლოებით ერთი თვის წინ გაანადგურეს. რადიკალმა ექსტრემისტებმა ქალაქ პალმირაში ამ დრომდე არაერთი უძველესი ძეგლი დაანგრიეს. მათ ერაყის ისტორიული ძეგლებიც გაანადგურეს.

პალმირა უძველესი არამეული ქალაქია, რომელიც სირიის ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს. იგი ცნობილია 2 000 წლის წინ აგებული ნაგებობებითა და ტაძრებით. მას ასევე სტრატეგიული ადგილი უკავია და დედაქალაქ დამასკოსა და ქვეყნის აღმოსავლეთ პროვინციებს ერთმანეთთან აკავშირებს.

"ინტერპრესნიუსი"

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა