სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
კასპში დედა-შვილმა ეკლესია და ისტორიული ციხე უკანონოდ დაირეგისტრირა?
კასპში დედა-შვილმა ეკლესია და ისტორიული ციხე უკანონოდ დაირეგისტრირა?

კას­პის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ქვე­მო ჭა­ლის მო­სახ­ლე­ო­ბა ამი­ლახ­ვარ­თა ცი­ხე­სი­მაგ­რის მფლო­ბელს, ნუცა ერის­თავ­სა და მის შვილს ერეკ­ლე კუ­ხი­ა­ნი­ძეს უპი­რის­პირ­დე­ბა. ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი ამ­ტკი­ცე­ბენ, რომ მათ ცი­ხე­სი­მაგ­რე და ამა­ვე ფარ­თობ­ზე მდე­ბა­რე ეკ­ლე­სია მფლო­ბე­ლო­ბა­ში უკა­ნო­ნოდ და­ი­რე­გის­ტრი­რეს. თა­ვად მფლო­ბე­ლე­ბი კი აცხა­დე­ბენ, რომ ის­ტო­რი­უ­ლი ძეგლი მათ კუთ­ვნი­ლე­ბა­ში მემ­კვიდ­რე­ო­ბი­თა და სა­სა­მარ­თლოს ძა­ლით, კა­ნო­ნის სრუ­ლი დაც­ვით გა­და­ე­ცათ.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ის ფაქ­ტიც, რომ ამი­ლახ­ვარ­თა ცი­ხე­სი­მაგ­რეს კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვი­დე­რო­ბის ძეგლის სტა­ტუ­სი აქვს, ხოლო ძეგლის კერ­ძო სა­კუთ­რე­ბა­ში გა­და­ცე­მა კი კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის შე­სა­ხებ კა­ნო­ნის მი­ხედ­ვით აკ­რძა­ლუ­ლია. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას "მთელ კვი­რას" სა­უბ­რი­სას კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის დაც­ვის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს დი­რექ­ტო­რი ნი­კო­ლოზ ან­თი­ძე ადას­ტუ­რებს.

სა­გუ­ლის­ხმოა, რომ ად­გი­ლობ­რი­ვებ­სა და კერ­ძო მე­სა­კუთ­რეს შო­რის დავა ამი­ლახ­ვარ­თა ცი­ხე­სი­მაგ­რის შე­სა­ხებ რამ­დე­ნი­მე წლის წინ და­ი­წყო, თუმ­ცა, ვი­თა­რე­ბა მას შემ­დეგ გამ­წვავ­და, რაც ჭა­ლე­ლებ­მა გა­ი­გეს, რომ ერეკ­ლე კუ­ხი­ა­ნი­ძე ძეგლის გას­ხვი­სე­ბას უცხო­ელ ინ­ვეს­ტორ­ზე გეგ­მავს. ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი დახ­მა­რე­ბას ად­გი­ლობ­რივ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­სა და მთავ­რო­ბას სთხო­ვენ, თუმ­ცა მათი მცდე­ლო­ბა, რო­გორც ამას თა­ვად ამ­ბო­ბენ, ჯერ­ჯე­რო­ბით უშე­დე­გოა.

ად­გი­ლობ­რი­ვებს ეჭვი ნუცა ერის­თა­ვის წარ­მო­მავ­ლო­ბა­სა და მის ამი­ლახ­ვრებ­თან შე­საძ­ლო კავ­შირ­ზეც აქვთ. მათი აზ­რით, კუ­ხი­ა­ნი­ძის დედა, რომ­ლის მფლო­ბე­ლო­ბა­შიც ახლა ის­ტო­რი­უ­ლი ძეგლია, ამი­ლახ­ვარ­თა შთა­მო­მა­ვა­ლი არ ყო­ფი­ლა და სა­ა­მი­სოდ და­მამ­ტკი­ცე­ბე­ლი არ­გუ­მენ­ტე­ბი არ გა­აჩ­ნია.

სო­ფელ ჭა­ლის მკვიდ­რი და მწე­რა­ლი ვაჟა ოთა­რაშ­ვი­ლი გვიყ­ვე­ბა, რომ ერეკ­ლე კუ­ხი­ა­ნი­ძემ ამი­ლახ­ვარ­თა სა­სახ­ლე უკა­ნო­ნოდ და­ი­რე­გის­ტრი­რა და ახლა მის გას­ხვი­სე­ბა­ზე ფიქ­რობს. მწე­რა­ლი იმა­საც აღ­ნიშ­ნავს, რომ კუ­ხი­ა­ნი­ძეს მა­ნამ­დეც ბევ­რი დარ­ღვე­ვა ჰქონ­და, თუმ­ცა, ბიზ­ნეს­მენ ვახ­ტანგ რჩე­უ­ლიშ­ვი­ლის დახ­მა­რე­ბით, რო­მე­ლიც ოთა­რაშ­ვი­ლის თქმით, კუ­ხი­ა­ნი­ძის ნა­თე­სა­ვია, ყვე­ლა სა­სა­მარ­თლო დავა მის სა­სარ­გებ­ლოდ და­ას­რუ­ლა.

"ზე­პი­რად ვიცი ამი­ლახ­ვრე­ბის წარ­მო­შო­ბა­ცა და გე­ნე­ა­ლო­გი­აც, მათი გან­შტო­ე­ბაც და ბევ­რი სხვა დე­ტა­ლიც. ახლა სწო­რედ ამ სა­კი­თხზე ვმუ­შა­ობ და მალე ამის შე­სა­ხებ ჩემი სა­ავ­ტო­რო წიგ­ნი გა­მო­ვა. ამას იმი­ტომ გიყ­ვე­ბით, რომ მათ შე­სა­ხებ ყვე­ლა­ფე­რი შეს­წავ­ლი­ლი მქავს. ხოლო ერეკ­ლე კუ­ხი­ა­ნი­ძე, რო­მელ­მაც ხელთ 2 ჰექ­ტა­რი ამი­ლახ­ვრე­ბის სა­სახ­ლე ჩა­იგ­დო, ჩვე­უ­ლებ­რი­ვი კლა­სი­კუ­რი თაღ­ლი­თია.

"რაც მთა­ვა­რია, მის­სა­ვე მფლო­ბე­ლო­ბა­შია ღვთის­მშობ­ლის მი­ძი­ნე­ბის კა­რის ეკ­ლე­სია, სა­დაც ან­ჩის­ხა­ტი იყო დაბ­რძა­ნე­ბუ­ლი და რო­მე­ლიც ამ ცი­ხის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მდე­ბა­რე­ობს. ჩვენ ამ სა­კი­თხზე პატ­რი­არ­ქთა­ნაც გვქონ­და სა­უ­ბა­რი, ის აღ­შფო­თე­ბუ­ლია და ითხოვს, რომ კუ­ხი­ა­ნი­ძემ სა­კუ­თა­რი ნე­ბით დათ­მოს ეკ­ლე­სია.

ამ ადა­მი­ან­მა, ვი­თომ ამი­ლახ­ვრე­ბის პირ­ვე­ლი რი­გის შთა­მო­მა­ვალ­მა და მემ­კვიდ­რემ, 1998-99 წლებ­ში ასე­ვე თაღ­ლი­თუ­რი გზით ხელ­ში ივა­ნე ამი­ლახ­ვა­რის სა­სახ­ლე ჩა­იგ­დო, რო­მე­ლიც გორ­ში მდე­ბა­რე­ობ­და და იცით რა გა­ა­კე­თა? - ბანკს მიჰ­ყი­და. კუ­ხი­ა­ნი­ძეს მემ­კვიდ­რე­ო­ბის სა­ბუ­თად ვერ­ცხლის დანა-ჩან­გა­ლი და ტან­საც­მლის კა­რა­და აქვს წარ­მოდ­გე­ნი­ლი, რო­მე­ლიც თურ­მე მის­მა წი­ნა­პარ­მა ამი­ლახ­ვარ­მა უბო­ძა, მო­სა­მარ­თლემ კი მას სა­მემ­კვიდ­რეო ისე და­უმ­ტკი­ცა, რომ ნამ­დვი­ლი მემ­კვიდ­რე­ე­ბის არ­სე­ბო­ბის შე­სა­ხებ კი­თხვე­ბი არ გას­ჩე­ნია.

თუ მემ­კვიდ­რე­ო­ბის კუ­თხით წა­ვალთ, გე­ტყვით, რომ ამი­ლახ­ვა­რე­ბის ნამ­დვი­ლი შთა­მო­მავ­ლე­ბი ცო­ცხლე­ბი არი­ან და მათ პი­რა­დად ვიც­ნობ. მე­ო­რე სა­კი­თხია კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის ძეგლის გას­ხვი­სე­ბა, რო­მე­ლიც და­უშ­ვე­ბე­ლი და გა­უ­გო­ნა­რი პრე­ცე­დენ­ტია.

"კი­დევ ერთხელ მივ­მარ­თავ კუ­ხი­ა­ნი­ძეს - მი­სი­ვე ნე­ბით დათ­მოს ეკ­ლე­სია და ცი­ხე­სი­მაგ­რე. აქვე მივ­მარ­თავ უმაღ­ლე­სი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებს, პრე­მი­ერ­სა და პრე­ზი­დენტს - დრო­უ­ლად ჩა­ე­რი­ონ საქ­მე­ში და გა­დაჭ­რან ეს უმწვა­ვე­სი პრობ­ლე­მა", _ ამ­ბობს "მთელ კვი­რას­თან" სა­უბ­რი­სას ოთა­რაშ­ვი­ლი.

ცი­ხე­სი­მაგ­რის უკა­ნო­ნო მფლო­ბე­ლო­ბა­ზე სა­უბ­რობს სო­ფელ ჭა­ლის კი­დევ ერთი მკვიდ­რი, ის­ტო­რი­კო­სი ნუგ­ზარ სა­ჩა­ლე­ლი. ოთა­რაშ­ვი­ლის მსგავ­სად მა­საც მი­აჩ­ნია, რომ კუ­ხი­ა­ნი­ძე ამი­ლახ­ვარ­თა შთა­მო­მა­ვა­ლი და მემ­კვიდ­რე არ ყო­ფი­ლა.

2000-იან წლებ­ში მო­სა­მარ­თლე­ებ­თან მო­რი­გე­ბა რთუ­ლი საქ­მე ნამ­დვი­ლად არ იყო, ამი­ტომ რაც მოხ­და, გა­საკ­ვი­რი არაა, ზო­გა­დად, ამი­ლახ­ვრე­ბის სამ­ფლო­ბე­ლო ძა­ლი­ან დიდი იყო, თუმ­ცა, ძი­რი­თა­დი რე­ზი­დენ­ცია სო­ფელ ქვე­მო ჭა­ლა­ში ჰქონ­დათ.

ეს პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა არ გახ­ლავთ, როცა სა­სა­მარ­თლოს ძა­ლით კუ­ხი­ა­ნი­ძის მფლო­ბე­ლო­ბა­ში ფარ­თო­ბი გა­და­ვი­და _ გორ­ში, ბა­რა­თაშ­ვი­ლის ძეგლის გვერ­დით, ჭავ­ჭა­ვა­ძის ქუ­ჩა­ზე, ამი­ლახ­ვარ­თა ერთ-ერთი სა­სახ­ლე, სა­დაც პი­ო­ნერ­თა სა­სახ­ლე იყო გან­თავ­სე­ბუ­ლი, მან ასე­ვე სა­სა­მარ­თლოს ძა­ლით და­ი­რე­გის­ტრი­რა, შემ­დგომ კი მისი ნა­წი­ლი "თი­ბი­სი ბანკს" მიჰ­ყი­და.

რაც შე­ე­ხე­ბა ამ­ლახ­ვარ­თა ცი­ხეს, კუ­ხი­ა­ნი­ძე მისი პირ­და­პი­რი მემ­კვიდ­რე არ გახ­ლავთ. რო­გორც ვიცი, მისი დე­დაა ამი­ლახ­ვარ­თა ერთ-ერთი შტოს წარ­მო­მად­გე­ნე­ლი, თუმ­ცა არა პირ­ვე­ლი რი­გის მემ­კვიდ­რე.

"ეს ცი­ხე­სი­მაგ­რე მე-10 სა­უ­კუ­ნით თა­რიღ­დე­ბა და საკ­მა­ოდ სიმ­ბო­ლუ­რი დატ­ვირ­თვა აქვს, კუ­ხი­ა­ნი­ძეს კი, რო­გორც ვიცი, მისი გახსვი­სე­ბა აქვს და­გეგ­მი­ლი, სო­ფე­ლი კი ამას ასე მარ­ტი­ვად არ დათ­მობს. ყვე­ლა­ფერს რომ თავი და­ვა­ნე­ბოთ, ციხე კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის ძეგლია და მისი კერ­ძო სა­კუთ­რე­ბა­ში გა­და­ცე­მა გა­უ­გო­ნა­რი ამ­ბა­ვია", - უთხრა "მთელ კვი­რას" ის­ტო­რი­კოს­მა.

თა­ვად ერეკ­ლე კუ­ხი­ა­ნი­ძე ჩვენ­თან სა­უბ­რი­სას ოთა­რაშ­ვი­ლი­სა და და­ნარ­ჩე­ნი ჭა­ლე­ლე­ბის ბრალ­დე­ბებს გა­ურ­კვე­ველს უწო­დებს და ამ­ბობს, რომ ნუცა ერის­თავს (კუ­ხი­ა­ნი­ძის დედა) ცი­ხე­სი­მაგ­რე მფლო­ბე­ლო­ბა­ში სა­სა­მარ­თლომ კა­ნო­ნის სრუ­ლი დაც­ვი­თა და ყვე­ლა ნორ­მის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით გა­დას­ცა.

რაც შე­ე­ხე­ბა ად­გი­ლობ­რივ­თა მო­საზ­რე­ბებს, თით­ქოს ერის­თა­ვი ამი­ლახ­ვარ­თა შთა­მო­მა­ვა­ლი არ ყო­ფი­ლა, კუ­ხი­ა­ნი­ძე ამის სა­პა­სუ­ხოდ და და­სამ­ტკი­ცებ­ლად აღ­ნიშ­ნავს, რომ შე­სა­ბა­მი­სი მოწ­მო­ბე­ბი და დო­კუ­მენ­ტა­ცია გა­აჩ­ნია.

"ჩემი დი­დე­დის, ანუ დე­და­ჩე­მის დე­დის წი­ნაპ­რე­ბი ამი­ლახ­ვრე­ბი იყ­ვნენ. ჩემს დი­დე­დას (ბე­ბი­ას) ეკა­ტე­რი­ნე ჩო­ლო­ყაშ­ვილს დედა ამი­ლახ­ვა­რი ჰყავ­და, რო­მე­ლიც ცნო­ბი­ლი გე­ნერ­ლის, ივა­ნე ამი­ლახ­ვა­რის ძმის­შვი­ლი გახ­ლდათ. ივა­ნეს სიკ­ვდი­ლის შემ­დგომ სა­სახ­ლე მისი უფ­რო­სი შვი­ლის, გი­ვის სა­კუთ­რე­ბა­ში გა­და­ვი­და. ბე­ბი­ა­ჩე­მი კი ამ სახ­ლში და­ი­ბა­და და გა­ი­ზარ­და, თუმ­ცა რე­ვო­ლუ­ცი­ის დროს მთე­ლი ოჯა­ხი, რო­მე­ლიც ივა­ნე ამი­ლახ­ვა­რის ოთხი შვი­ლის­გან შედ­გე­ბო­და, სა­სახ­ლი­დან გა­რეთ გა­მო­ყა­რეს.

კო­მუ­ნის­ტე­ბის დროს ეს შე­ნო­ბა რე­ესტრშიც კი არ იყო გა­ტა­რე­ბუ­ლი, ვი­ნა­ი­დან მათ ყვე­ლა­ფე­რი თა­ვი­ან­თი ეგო­ნათ.

რაც შე­ე­ხე­ბა იუ­რი­დი­ულ ნა­წილს, კა­ნო­ნი ის­ტო­რი­უ­ლი ძეგლის კერ­ძო სა­კუთ­რე­ბა­ში ქო­ნას არ კრძა­ლავს და ეს ახა­ლი ამ­ბა­ვი არაა. ცი­ხე­სი­მაგ­რე კა­ნო­ნის ყვე­ლა ნორ­მის დაც­ვით სა­კუთ­რე­ბა­ში სა­სა­მარ­თლომ გად­მოგ­ვცა და არა­ვი­თარ სხვა მე­თო­დებს აქ ად­გი­ლი არ ჰქო­ნია.

რაც შე­ე­ხე­ბა ვაჟა ოთა­რაშ­ვი­ლის ბრალ­დე­ბებს, მათ­გან 90% სიც­რუ­ეა და ამას ბევ­რი რამ ადას­ტუ­რებს. პირ­ველ რიგ­ში ვერ ვხვდე­ბი ამ სა­კი­თხთან მე რა სა­ერ­თო მაქვს, ამ სა­სახ­ლის დაბ­რუ­ნე­ბა­ზე ბე­ბი­ა­ჩე­მი ეკა­ტე­რი­ნე ჩო­ლო­ყაშ­ვი­ლი და­ობ­და და გა­საკ­ვი­რი არაა, რომ ბე­ბი­ა­ჩე­მის ნდო­ბით აღ­ჭურ­ვი­ლი პირი გახ­ლდით.

გარ­და ამი­სა, ჩვენ არას­დროს გვით­ქვამს, რომ პირ­ვე­ლი რი­გის მემ­კვიდ­რე­ნი ვართ. მინ­და აღ­ვნიშ­ნო, რომ ისი­ნი ნამ­დვი­ლად არ­სე­ბო­ბენ, თუმ­ცა, კარ­გა ხა­ნია სა­ზღვრებს გა­რეთ და უკ­ვა­ლოდ.

ხოლო რა­საც ოთა­რაშ­ვი­ლი ამ­ბობს, თით­ქოს ჩვენ ამი­ლახ­ვა­რე­ბის მემ­კვიდ­რე­ნი არ ვართ, ამის დამ­ტკი­ცე­ბა მარ­ტი­ვად შე­იძ­ლე­ბა. კერ­ძოდ, დე­და­ჩე­მის და­ბა­დე­ბის მოწ­მო­ბი­თა და სხვა­დას­ხვა დო­კუ­მენ­ტა­ცი­ით. შე­სა­ბა­მი­სად, ამა­ზე დავა სა­სა­ცი­ლოც კია, ვი­ნა­ი­დან ეს ყვე­ლა­ფე­რი სა­სა­მარ­თლომ შე­ის­წავ­ლა და და­ამ­ტკი­ცა, რომ ბე­ბია ნამ­დვი­ლად ნინო ამი­ლახ­ვა­რის მემ­კვიდ­რეა", _ ამ­ბობს "მთელ კვი­რას­თან" სა­უბ­რი­სას ერეკ­ლე კუ­ხი­ა­ნი­ძე და დას­ძენს, რომ დავა ცი­ხეს­თან ახ­ლოს მდე­ბა­რე ეკ­ლე­სი­ა­ზეც გა­უ­გო­ნა­რია.

შთა­მო­მავ­ლო­ბის შე­სა­ხებ დო­კუ­მენ­ტა­ცია გავ­ლი­ლია უზე­ნა­ეს სა­სა­მარ­თლო­სა და ორ პრო­კუ­რა­ტუ­რას შო­რის. ამის შემ­დეგ შე­იძ­ლე­ბა ვინ­მე არა­ნორ­მა­ლურ­მა ამ­ტკი­ცოს, რომ ბე­ბი­ა­ჩე­მი მემ­კვიდ­რე არაა? დას­კვნა თქვენ­თვის მო­მინ­დვია. ეს კაცი ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ტან­საც­მლი­ა­ნი გი­ჟია და მეტი არა­ფე­რი.

წარ­მო­იდ­გი­ნეთ, რე­ვო­ლუ­ცია რომ არ მომ­ხდა­რი­ყო და ამი­ლახ­ვა­რებს ამ სა­სახ­ლე­ში ცხოვ­რე­ბა გა­ეგ­რძე­ლე­ბი­ნათ, სა­ხელ­მწი­ფოს მათ­თვის კუთ­ვნი­ლი სახ­ლი უნდა ჩა­მო­ერ­თმია? თუნ­დაც იმ შემ­თხვე­ვა­ში თუ მას ის­ტო­რი­უ­ლი ძეგლის სტა­ტუსს მი­ა­ნი­ჭებ­დნენ? ოთა­რაშ­ვილს რომ ჰკი­თხოთ, გი­პა­სუ­ხებთ - ასე უნდა მომ­ხდა­რი­ყოო.

რაც შე­ე­ხე­ბა ამ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მდე­ბა­რე კა­რის ეკ­ლე­სი­ას, ის ამი­ლახ­ვრე­ბის მიერ აშე­ნე­ბუ­ლი სამ­ლოც­ვე­ლო გახ­ლდათ, რო­მე­ლიც მათ თა­ვი­ან­თი ხე­ლით აა­შე­ნეს და რო­მე­ლიც მათ ბოლ­შე­ვი­კებ­მა წა­არ­თვეს. ეკ­ლე­სია ად­გი­ლობ­რი­ვი მრევ­ლის­თვის სამ­ლოც­ვე­ლო ტა­ძა­რი არ ყო­ფი­ლა, თუკი მათ ამი­ლახ­ვრე­ბი არ და­პა­ტი­ჟებ­დნენ. ცხა­დია, ახლა კონ­კორ­და­ტის თა­ნახ­მად ეკ­ლე­სია სა­პატ­რი­არ­ქოს დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბა­შია და არა­ვის არას­დროს იქ ად­გი­ლობ­რივ­თა შეს­ვლა არ აუკ­რძა­ლავს.

შე­მიძ­ლია სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ნე­ბის­მი­ერ მსურ­ველს ვაჩ­ვე­ნო, ვი­საც ეჭვი ეპა­რე­ბა, რომ დე­და­ჩემ­მა სა­სახ­ლე მფლო­ბე­ლო­ბა­ში უკა­ნო­ნოდ მი­ი­ღო. ოთა­რაშ­ვი­ლი ალ­ბათ გა­ნა­წყე­ნე­ბუ­ლია, ვი­ნა­ი­დან მისი დე­პუ­ტა­ტო­ბის დროს ჩვენ­გან გარ­კვე­ულ შე­თა­ვა­ზე­ბებ­სა და შემ­დგომ მად­ლო­ბას ელო­და, რაც ვერ მი­ი­ღო.

რაც შე­ე­ხე­ბა გას­ხვი­სე­ბას, ამ­დე­ნი წლის მან­ძილ­ზე ბევ­რი სიძ­ნე­ლე­ე­ბი იყო და ვე­რა­ვინ ვნა­ხეთ ისე­თი, ვინც სა­სახ­ლე­ში ინ­ვეს­ტი­ცი­ას ჩა­დებ­და, მის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ა­ზე იზ­რუ­ნებ­და. თუკი ახლა ასე­თი ვინ­მე გა­მოჩ­ნდე­ბა, რა­ტო­მაც არა? დე­დას და­ვე­ლა­პა­რა­კე­ბი, ამა­ში ცუდი არა­ფე­რია. ცი­ხეს კი ნე­ბარ­თვის გა­რე­შე ხელს ვე­რა­ვინ მო­კი­დებს, ვი­ნა­ი­დან ის კა­ნო­ნის მი­ე­რაა და­ცუ­ლი", _ გვი­თხრა კუ­ხი­ა­ნი­ძემ.

"ამი­ლახ­ვრე­ბის სხვა შთა­მო­მავ­ლე­ბი საფ­რან­გეთ­ში წა­ვიდ­ნენ და ერ­თა­დერ­თი მემ­კვიდ­რე ამ შემ­თხვე­ვა­ში დავ­რჩი მე, რო­მელ­საც ეს ცი­ხე­სი­მაგ­რე მემ­კვიდ­რე­ო­ბით ერ­გე­ბო­და. სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, მემ­კვიდ­რე­ო­ბა კვლავ ამი­ლახ­ვრე­ბის მემ­კვიდ­რეს და­უბ­რუნ­და და რაც მთა­ვა­რია, ეს ყვე­ლა­ფე­რი კა­ნო­ნის სრუ­ლი დაც­ვით მოხ­და.

"არა­ვი­თა­რი დარ­ღვე­ვა და სა­კი­თხში რჩე­უ­ლიშ­ვი­ლე­ბის ჩარ­თვა რე­ა­ლო­ბას­თან ახ­ლოს არაა", _ გა­ნუ­ცხა­და "მთელ კვი­რას" ამი­ლახ­ვარ­თა ცი­ხე­სი­მაგ­რის მფლო­ბელ­მა ნუცა ერის­თავ­მა.

სო­ფელ ჭა­ლა­ში არ­სე­ბულ და­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით აზ­რის მო­სას­მე­ნად ჩვენ ად­გი­ლობ­რივ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­საც და­ვუ­კავ­შირ­დით. კას­პის რა­ი­ო­ნის გამ­გე­ბელ­მა გოჩა გო­ჩი­ტაშ­ვილ­მა ყუ­რა­დღე­ბა და­ვის სა­მარ­თლებ­რივ ნა­წილ­ზე გა­ა­მახ­ვი­ლა და აღ­ნიშ­ნა, რომ ვიდ­რე მფლო­ბე­ლებს რე­გის­ტრა­ცია არ გა­უ­უქ­მდე­ბათ, ცი­ხე­სი­მაგ­რე მათ კუთ­ვნი­ლე­ბა­ში დარ­ჩე­ბა.

"ფარ­თო­ბის და­რე­გის­ტრი­რე­ბა 2001 წელს სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე მოხ­და. მე თა­ვად გახ­ლა­ვართ ყო­ფი­ლი მო­სა­მარ­თლე და ამ სა­კი­თხებ­ში კარ­გად ვარ ჩა­ხე­დუ­ლი. 2001 წლი­დან ეს ადა­მი­ა­ნე­ბი ცი­ხე­სი­მაგ­რის კა­ნო­ნი­ერ მემ­კვიდ­რე­ე­ბად ით­ვლე­ბი­ან, ვიდ­რე მათ რე­გის­ტრა­ცია არ გა­უ­უქ­მდე­ბათ ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ძა­ლა­ში დარ­ჩე­ბა.

აქ მთე­ლი უბე­დუ­რე­ბა ისაა, რომ მოქ­მე­დი კა­ნონ­მდებ­ლო­ბით, სა­სა­მარ­თლო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის გა­და­სინ­ჯვის სა­მარ­თლებ­რი­ვი სა­ფუძ­ვე­ლი არ არ­სე­ბობს.

ეს რაც შე­ე­ხე­ბა სა­მარ­თლებ­რივ მხა­რეს. ჩემი პი­რა­დი მო­საზ­რე­ბა ამ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით კი შე­და­რე­ბით გან­სხვა­ვე­ბუ­ლია და ეს ყვე­ლამ იცის. ცი­ხის კერ­ძო სა­კუთ­რე­ბა­ში გა­და­ცე­მა­ზე მო­თხოვ­ნა მო­სა­მარ­თლე­ო­ბის დროს თა­ვად არ და­ვაკ­მა­ყო­ფი­ლე, თუმ­ცა, ამ ეტაპ­ზე არ ვფიქ­რობ, რომ მე­სა­კუთ­რის შეც­ვლა რა­ი­მე გან­სხვა­ვე­ბულ შე­დეგს გა­მო­ი­ღებს, თუკი მისი რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია და გა­ნახ­ლე­ბა არ მოხ­დე­ბა", - ამ­ბობს კას­პის გამ­გე­ბე­ლი.

რაც შე­ე­ხე­ბა კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის დაც­ვის ეროვ­ნულ სა­ა­გენ­ტოს პო­ზი­ცი­ას, რო­გორც "მთელ კვი­რას" ძეგლ­თა დაც­ვის სა­ა­გენ­ტოს დი­რექ­ტორ­მა ნი­კო­ლოზ ან­თი­ძემ გა­ნუ­ცხა­და, მან ეს ინ­ფორ­მა­ცია ახ­ლა­ხან მე­დი­ის სა­შუ­ა­ლე­ბით გა­ი­გო, შე­სა­ბა­მი­სად, საქ­მის შეს­წავ­ლას სა­ა­გენ­ტო ახლა იწყებს.

"ამ თე­მის ირ­გვლივ ინ­ფორ­მა­ცია ახ­ლა­ხან თა­ვა­დაც მე­დი­ის სა­შუ­ა­ლე­ბით გა­ვი­გე, რის შემ­დგო­მაც ძეგლ­თა დაც­ვის სა­ა­გენ­ტომ საქ­მე­ში უშუ­ა­ლოდ ჩარ­თვა გა­და­წყვი­ტა. თუმ­ცა, ვი­ნა­ი­დან საქ­მის დე­ტა­ლებს არ ვიც­ნობთ, წი­ნას­წარ რა­ი­მეს თქმა ან შე­ფა­სე­ბა ცოტა რთუ­ლი იქ­ნე­ბა.

ერთი რამ ნა­თე­ლია - მა­შინ­დე­ლი კა­ნონ­მდებ­ლო­ბით, კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის ძეგლის კერ­ძო სა­კუთ­რე­ბა­ში გა­და­ცე­მა აკ­რძა­ლუ­ლი იყო. გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რო­მე­ლიც მა­შინ სა­სა­მარ­თლომ მი­ი­ღო, კა­ნონ­თან წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა­ში მო­დი­ო­და, ამი­ტომ სა­ინ­ტე­რე­სოა რო­გორ მოხ­და ეს ყვე­ლა­ფე­რი.

ზო­გა­დად, სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლოს აქვს უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა, რომ კა­ნონ­ზე მაღ­ლა მდგო­მი დო­კუ­მენ­ტი შე­ად­გი­ნოს, ეს იმ ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის­თვის, რო­მელ­საც ობი­ექ­ტი მემ­კვიდ­რე­ო­ბით ერ­გე­ბო­და, თუმ­ცა ხე­ლა­ღე­ბით მო­თხოვ­ნა - ეს ჩე­მია და გად­მო­მე­ცი­თო, კა­ნონ­დარ­ღვე­ვაა და, რა თქმა უნდა, და­უშ­ვე­ბე­ლია.

"ვა­პი­რებ, რომ კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის ინ­სპექ­ცი­ას და­ვა­ვა­ლო დო­კუ­მენ­ტა­ცი­ის შეს­წავ­ლა, თუმ­ცა აქ მე­ო­რე სა­კი­თხიც არ­სე­ბობს - მარ­თა­ლია, საქ­მე­ში ბევ­რი კი­თხვის ნი­შა­ნია, თუმ­ცა ეს არაა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბი­თი ფორ­მა. ამი­ტომ უდა­ნა­შა­უ­ლო­ბის პრე­ზუმფცია რომ არ და­ვარ­ღვი­ოთ, ჯერ ყვე­ლაფ­რის შეს­წავ­ლაა სა­ჭი­რო, რის შემ­დე­გაც სა­ა­გენ­ტოს საქ­მის ში­ნა­არ­სობ­რივ ნა­წილ­თან და­კავ­ში­რე­ბით მისი პო­ზი­ცია ექ­ნე­ბა", - გა­ნუ­ცხა­და "მთელ კვი­რას" ნიკა ან­თი­ძემ.

გა­ზე­თი "რე­ზო­ნან­სი"

სა­ლო­მე სა­რიშ­ვი­ლი

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

კასპში დედა-შვილმა ეკლესია და ისტორიული ციხე უკანონოდ დაირეგისტრირა?

კასპში დედა-შვილმა ეკლესია და ისტორიული ციხე უკანონოდ დაირეგისტრირა?

კასპის რაიონის სოფელ ქვემო ჭალის მოსახლეობა ამილახვართა ციხესიმაგრის მფლობელს, ნუცა ერისთავსა და მის შვილს ერეკლე კუხიანიძეს უპირისპირდება. ადგილობრივები ამტკიცებენ, რომ მათ ციხესიმაგრე და ამავე ფართობზე მდებარე ეკლესია მფლობელობაში უკანონოდ დაირეგისტრირეს. თავად მფლობელები კი აცხადებენ, რომ ისტორიული ძეგლი მათ კუთვნილებაში მემკვიდრეობითა და სასამართლოს ძალით, კანონის სრული დაცვით გადაეცათ.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ამილახვართა ციხესიმაგრეს კულტურული მემკვიდერობის ძეგლის სტატუსი აქვს, ხოლო ძეგლის კერძო საკუთრებაში გადაცემა კი კულტურული მემკვიდრეობის შესახებ კანონის მიხედვით აკრძალულია. ამის შესახებ ინფორმაციას "მთელ კვირას" საუბრისას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორი ნიკოლოზ ანთიძე ადასტურებს.

საგულისხმოა, რომ ადგილობრივებსა და კერძო მესაკუთრეს შორის დავა ამილახვართა ციხესიმაგრის შესახებ რამდენიმე წლის წინ დაიწყო, თუმცა, ვითარება მას შემდეგ გამწვავდა, რაც ჭალელებმა გაიგეს, რომ ერეკლე კუხიანიძე ძეგლის გასხვისებას უცხოელ ინვესტორზე გეგმავს. ადგილობრივები დახმარებას ადგილობრივ ხელისუფლებასა და მთავრობას სთხოვენ, თუმცა მათი მცდელობა, როგორც ამას თავად ამბობენ, ჯერჯერობით უშედეგოა.

ადგილობრივებს ეჭვი ნუცა ერისთავის წარმომავლობასა და მის ამილახვრებთან შესაძლო კავშირზეც აქვთ. მათი აზრით, კუხიანიძის დედა, რომლის მფლობელობაშიც ახლა ისტორიული ძეგლია, ამილახვართა შთამომავალი არ ყოფილა და საამისოდ დამამტკიცებელი არგუმენტები არ გააჩნია.

სოფელ ჭალის მკვიდრი და მწერალი ვაჟა ოთარაშვილი გვიყვება, რომ ერეკლე კუხიანიძემ ამილახვართა სასახლე უკანონოდ დაირეგისტრირა და ახლა მის გასხვისებაზე ფიქრობს. მწერალი იმასაც აღნიშნავს, რომ კუხიანიძეს მანამდეც ბევრი დარღვევა ჰქონდა, თუმცა, ბიზნესმენ ვახტანგ რჩეულიშვილის დახმარებით, რომელიც ოთარაშვილის თქმით, კუხიანიძის ნათესავია, ყველა სასამართლო დავა მის სასარგებლოდ დაასრულა.

"ზეპირად ვიცი ამილახვრების წარმოშობაცა და გენეალოგიაც, მათი განშტოებაც და ბევრი სხვა დეტალიც. ახლა სწორედ ამ საკითხზე ვმუშაობ და მალე ამის შესახებ ჩემი საავტორო წიგნი გამოვა. ამას იმიტომ გიყვებით, რომ მათ შესახებ ყველაფერი შესწავლილი მქავს. ხოლო ერეკლე კუხიანიძე, რომელმაც ხელთ 2 ჰექტარი ამილახვრების სასახლე ჩაიგდო, ჩვეულებრივი კლასიკური თაღლითია.

"რაც მთავარია, მისსავე მფლობელობაშია ღვთისმშობლის მიძინების კარის ეკლესია, სადაც ანჩისხატი იყო დაბრძანებული და რომელიც ამ ციხის ტერიტორიაზე მდებარეობს. ჩვენ ამ საკითხზე პატრიარქთანაც გვქონდა საუბარი, ის აღშფოთებულია და ითხოვს, რომ კუხიანიძემ საკუთარი ნებით დათმოს ეკლესია.

ამ ადამიანმა, ვითომ ამილახვრების პირველი რიგის შთამომავალმა და მემკვიდრემ, 1998-99 წლებში ასევე თაღლითური გზით ხელში ივანე ამილახვარის სასახლე ჩაიგდო, რომელიც გორში მდებარეობდა და იცით რა გააკეთა? - ბანკს მიჰყიდა. კუხიანიძეს მემკვიდრეობის საბუთად ვერცხლის დანა-ჩანგალი და ტანსაცმლის კარადა აქვს წარმოდგენილი, რომელიც თურმე მისმა წინაპარმა ამილახვარმა უბოძა, მოსამართლემ კი მას სამემკვიდრეო ისე დაუმტკიცა, რომ ნამდვილი მემკვიდრეების არსებობის შესახებ კითხვები არ გასჩენია.

თუ მემკვიდრეობის კუთხით წავალთ, გეტყვით, რომ ამილახვარების ნამდვილი შთამომავლები ცოცხლები არიან და მათ პირადად ვიცნობ. მეორე საკითხია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის გასხვისება, რომელიც დაუშვებელი და გაუგონარი პრეცედენტია.

"კიდევ ერთხელ მივმართავ კუხიანიძეს - მისივე ნებით დათმოს ეკლესია და ციხესიმაგრე. აქვე მივმართავ უმაღლესი ხელისუფლების წარმომადგენლებს, პრემიერსა და პრეზიდენტს - დროულად ჩაერიონ საქმეში და გადაჭრან ეს უმწვავესი პრობლემა", _ ამბობს "მთელ კვირასთან" საუბრისას ოთარაშვილი.

ციხესიმაგრის უკანონო მფლობელობაზე საუბრობს სოფელ ჭალის კიდევ ერთი მკვიდრი, ისტორიკოსი ნუგზარ საჩალელი. ოთარაშვილის მსგავსად მასაც მიაჩნია, რომ კუხიანიძე ამილახვართა შთამომავალი და მემკვიდრე არ ყოფილა.

2000-იან წლებში მოსამართლეებთან მორიგება რთული საქმე ნამდვილად არ იყო, ამიტომ რაც მოხდა, გასაკვირი არაა, ზოგადად, ამილახვრების სამფლობელო ძალიან დიდი იყო, თუმცა, ძირითადი რეზიდენცია სოფელ ქვემო ჭალაში ჰქონდათ.

ეს პირველი შემთხვევა არ გახლავთ, როცა სასამართლოს ძალით კუხიანიძის მფლობელობაში ფართობი გადავიდა _ გორში, ბარათაშვილის ძეგლის გვერდით, ჭავჭავაძის ქუჩაზე, ამილახვართა ერთ-ერთი სასახლე, სადაც პიონერთა სასახლე იყო განთავსებული, მან ასევე სასამართლოს ძალით დაირეგისტრირა, შემდგომ კი მისი ნაწილი "თიბისი ბანკს" მიჰყიდა.

რაც შეეხება ამლახვართა ციხეს, კუხიანიძე მისი პირდაპირი მემკვიდრე არ გახლავთ. როგორც ვიცი, მისი დედაა ამილახვართა ერთ-ერთი შტოს წარმომადგენელი, თუმცა არა პირველი რიგის მემკვიდრე.

"ეს ციხესიმაგრე მე-10 საუკუნით თარიღდება და საკმაოდ სიმბოლური დატვირთვა აქვს, კუხიანიძეს კი, როგორც ვიცი, მისი გახსვისება აქვს დაგეგმილი, სოფელი კი ამას ასე მარტივად არ დათმობს. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ციხე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია და მისი კერძო საკუთრებაში გადაცემა გაუგონარი ამბავია", - უთხრა "მთელ კვირას" ისტორიკოსმა.

თავად ერეკლე კუხიანიძე ჩვენთან საუბრისას ოთარაშვილისა და დანარჩენი ჭალელების ბრალდებებს გაურკვეველს უწოდებს და ამბობს, რომ ნუცა ერისთავს (კუხიანიძის დედა) ციხესიმაგრე მფლობელობაში სასამართლომ კანონის სრული დაცვითა და ყველა ნორმის გათვალისწინებით გადასცა.

რაც შეეხება ადგილობრივთა მოსაზრებებს, თითქოს ერისთავი ამილახვართა შთამომავალი არ ყოფილა, კუხიანიძე ამის საპასუხოდ და დასამტკიცებლად აღნიშნავს, რომ შესაბამისი მოწმობები და დოკუმენტაცია გააჩნია.

"ჩემი დიდედის, ანუ დედაჩემის დედის წინაპრები ამილახვრები იყვნენ. ჩემს დიდედას (ბებიას) ეკატერინე ჩოლოყაშვილს დედა ამილახვარი ჰყავდა, რომელიც ცნობილი გენერლის, ივანე ამილახვარის ძმისშვილი გახლდათ. ივანეს სიკვდილის შემდგომ სასახლე მისი უფროსი შვილის, გივის საკუთრებაში გადავიდა. ბებიაჩემი კი ამ სახლში დაიბადა და გაიზარდა, თუმცა რევოლუციის დროს მთელი ოჯახი, რომელიც ივანე ამილახვარის ოთხი შვილისგან შედგებოდა, სასახლიდან გარეთ გამოყარეს.

კომუნისტების დროს ეს შენობა რეესტრშიც კი არ იყო გატარებული, ვინაიდან მათ ყველაფერი თავიანთი ეგონათ.

რაც შეეხება იურიდიულ ნაწილს, კანონი ისტორიული ძეგლის კერძო საკუთრებაში ქონას არ კრძალავს და ეს ახალი ამბავი არაა. ციხესიმაგრე კანონის ყველა ნორმის დაცვით საკუთრებაში სასამართლომ გადმოგვცა და არავითარ სხვა მეთოდებს აქ ადგილი არ ჰქონია.

რაც შეეხება ვაჟა ოთარაშვილის ბრალდებებს, მათგან 90% სიცრუეა და ამას ბევრი რამ ადასტურებს. პირველ რიგში ვერ ვხვდები ამ საკითხთან მე რა საერთო მაქვს, ამ სასახლის დაბრუნებაზე ბებიაჩემი ეკატერინე ჩოლოყაშვილი დაობდა და გასაკვირი არაა, რომ ბებიაჩემის ნდობით აღჭურვილი პირი გახლდით.

გარდა ამისა, ჩვენ არასდროს გვითქვამს, რომ პირველი რიგის მემკვიდრენი ვართ. მინდა აღვნიშნო, რომ ისინი ნამდვილად არსებობენ, თუმცა, კარგა ხანია საზღვრებს გარეთ და უკვალოდ.

ხოლო რასაც ოთარაშვილი ამბობს, თითქოს ჩვენ ამილახვარების მემკვიდრენი არ ვართ, ამის დამტკიცება მარტივად შეიძლება. კერძოდ, დედაჩემის დაბადების მოწმობითა და სხვადასხვა დოკუმენტაციით. შესაბამისად, ამაზე დავა სასაცილოც კია, ვინაიდან ეს ყველაფერი სასამართლომ შეისწავლა და დაამტკიცა, რომ ბებია ნამდვილად ნინო ამილახვარის მემკვიდრეა", _ ამბობს "მთელ კვირასთან" საუბრისას ერეკლე კუხიანიძე და დასძენს, რომ დავა ციხესთან ახლოს მდებარე ეკლესიაზეც გაუგონარია.

შთამომავლობის შესახებ დოკუმენტაცია გავლილია უზენაეს სასამართლოსა და ორ პროკურატურას შორის. ამის შემდეგ შეიძლება ვინმე არანორმალურმა ამტკიცოს, რომ ბებიაჩემი მემკვიდრე არაა? დასკვნა თქვენთვის მომინდვია. ეს კაცი ჩვეულებრივი ტანსაცმლიანი გიჟია და მეტი არაფერი.

წარმოიდგინეთ, რევოლუცია რომ არ მომხდარიყო და ამილახვარებს ამ სასახლეში ცხოვრება გაეგრძელებინათ, სახელმწიფოს მათთვის კუთვნილი სახლი უნდა ჩამოერთმია? თუნდაც იმ შემთხვევაში თუ მას ისტორიული ძეგლის სტატუსს მიანიჭებდნენ? ოთარაშვილს რომ ჰკითხოთ, გიპასუხებთ - ასე უნდა მომხდარიყოო.

რაც შეეხება ამ ტერიტორიაზე მდებარე კარის ეკლესიას, ის ამილახვრების მიერ აშენებული სამლოცველო გახლდათ, რომელიც მათ თავიანთი ხელით ააშენეს და რომელიც მათ ბოლშევიკებმა წაართვეს. ეკლესია ადგილობრივი მრევლისთვის სამლოცველო ტაძარი არ ყოფილა, თუკი მათ ამილახვრები არ დაპატიჟებდნენ. ცხადია, ახლა კონკორდატის თანახმად ეკლესია საპატრიარქოს დაქვემდებარებაშია და არავის არასდროს იქ ადგილობრივთა შესვლა არ აუკრძალავს.

შემიძლია სასამართლოს გადაწყვეტილება ნებისმიერ მსურველს ვაჩვენო, ვისაც ეჭვი ეპარება, რომ დედაჩემმა სასახლე მფლობელობაში უკანონოდ მიიღო. ოთარაშვილი ალბათ განაწყენებულია, ვინაიდან მისი დეპუტატობის დროს ჩვენგან გარკვეულ შეთავაზებებსა და შემდგომ მადლობას ელოდა, რაც ვერ მიიღო.

რაც შეეხება გასხვისებას, ამდენი წლის მანძილზე ბევრი სიძნელეები იყო და ვერავინ ვნახეთ ისეთი, ვინც სასახლეში ინვესტიციას ჩადებდა, მის რეაბილიტაციაზე იზრუნებდა. თუკი ახლა ასეთი ვინმე გამოჩნდება, რატომაც არა? დედას დაველაპარაკები, ამაში ცუდი არაფერია. ციხეს კი ნებართვის გარეშე ხელს ვერავინ მოკიდებს, ვინაიდან ის კანონის მიერაა დაცული", _ გვითხრა კუხიანიძემ.

"ამილახვრების სხვა შთამომავლები საფრანგეთში წავიდნენ და ერთადერთი მემკვიდრე ამ შემთხვევაში დავრჩი მე, რომელსაც ეს ციხესიმაგრე მემკვიდრეობით ერგებოდა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, მემკვიდრეობა კვლავ ამილახვრების მემკვიდრეს დაუბრუნდა და რაც მთავარია, ეს ყველაფერი კანონის სრული დაცვით მოხდა.

"არავითარი დარღვევა და საკითხში რჩეულიშვილების ჩართვა რეალობასთან ახლოს არაა", _ განუცხადა "მთელ კვირას" ამილახვართა ციხესიმაგრის მფლობელმა ნუცა ერისთავმა.

სოფელ ჭალაში არსებულ დავასთან დაკავშირებით აზრის მოსასმენად ჩვენ ადგილობრივ ხელისუფლებასაც დავუკავშირდით. კასპის რაიონის გამგებელმა გოჩა გოჩიტაშვილმა ყურადღება დავის სამართლებრივ ნაწილზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ ვიდრე მფლობელებს რეგისტრაცია არ გაუუქმდებათ, ციხესიმაგრე მათ კუთვნილებაში დარჩება.

"ფართობის დარეგისტრირება 2001 წელს სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე მოხდა. მე თავად გახლავართ ყოფილი მოსამართლე და ამ საკითხებში კარგად ვარ ჩახედული. 2001 წლიდან ეს ადამიანები ციხესიმაგრის კანონიერ მემკვიდრეებად ითვლებიან, ვიდრე მათ რეგისტრაცია არ გაუუქმდებათ ეს გადაწყვეტილება ძალაში დარჩება.

აქ მთელი უბედურება ისაა, რომ მოქმედი კანონმდებლობით, სასამართლო გადაწყვეტილების გადასინჯვის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

ეს რაც შეეხება სამართლებრივ მხარეს. ჩემი პირადი მოსაზრება ამ საკითხთან დაკავშირებით კი შედარებით განსხვავებულია და ეს ყველამ იცის. ციხის კერძო საკუთრებაში გადაცემაზე მოთხოვნა მოსამართლეობის დროს თავად არ დავაკმაყოფილე, თუმცა, ამ ეტაპზე არ ვფიქრობ, რომ მესაკუთრის შეცვლა რაიმე განსხვავებულ შედეგს გამოიღებს, თუკი მისი რეაბილიტაცია და განახლება არ მოხდება", - ამბობს კასპის გამგებელი.

რაც შეეხება კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს პოზიციას, როგორც "მთელ კვირას" ძეგლთა დაცვის სააგენტოს დირექტორმა ნიკოლოზ ანთიძემ განუცხადა, მან ეს ინფორმაცია ახლახან მედიის საშუალებით გაიგო, შესაბამისად, საქმის შესწავლას სააგენტო ახლა იწყებს.

"ამ თემის ირგვლივ ინფორმაცია ახლახან თავადაც მედიის საშუალებით გავიგე, რის შემდგომაც ძეგლთა დაცვის სააგენტომ საქმეში უშუალოდ ჩართვა გადაწყვიტა. თუმცა, ვინაიდან საქმის დეტალებს არ ვიცნობთ, წინასწარ რაიმეს თქმა ან შეფასება ცოტა რთული იქნება.

ერთი რამ ნათელია - მაშინდელი კანონმდებლობით, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის კერძო საკუთრებაში გადაცემა აკრძალული იყო. გადაწყვეტილება, რომელიც მაშინ სასამართლომ მიიღო, კანონთან წინააღმდეგობაში მოდიოდა, ამიტომ საინტერესოა როგორ მოხდა ეს ყველაფერი.

ზოგადად, საკონსტიტუციო სასამართლოს აქვს უფლებამოსილება, რომ კანონზე მაღლა მდგომი დოკუმენტი შეადგინოს, ეს იმ ადამიანის უფლებებისთვის, რომელსაც ობიექტი მემკვიდრეობით ერგებოდა, თუმცა ხელაღებით მოთხოვნა - ეს ჩემია და გადმომეცითო, კანონდარღვევაა და, რა თქმა უნდა, დაუშვებელია.

"ვაპირებ, რომ კულტურული მემკვიდრეობის ინსპექციას დავავალო დოკუმენტაციის შესწავლა, თუმცა აქ მეორე საკითხიც არსებობს - მართალია, საქმეში ბევრი კითხვის ნიშანია, თუმცა ეს არაა მტკიცებულებითი ფორმა. ამიტომ უდანაშაულობის პრეზუმფცია რომ არ დავარღვიოთ, ჯერ ყველაფრის შესწავლაა საჭირო, რის შემდეგაც სააგენტოს საქმის შინაარსობრივ ნაწილთან დაკავშირებით მისი პოზიცია ექნება", - განუცხადა "მთელ კვირას" ნიკა ანთიძემ.

გაზეთი "რეზონანსი"

სალომე სარიშვილი

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია