ზუგდიდში ახალგაზრდა ქალმა, სავარაუდოდ, თავი ჩამოიხრჩო. 25 წლამდე ახალგაზრდა ქალი ჩამომხრჩვალი ბებიის საფლავზე წუხელ იპოვეს.
როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას ითვალისწინებს.