სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
ვინ და როგორ მოკლა "მზეჭაბუკის" პროტოტიპი ლადო ქოქიაშვილი?
ვინ და როგორ მოკლა "მზეჭაბუკის" პროტოტიპი ლადო ქოქიაშვილი?

1957 წლის მა­ის­ში თბი­ლის­ში დიდი ტრა­გე­დია დატ­რი­ალ­და. ტრა­გე­დია, რო­მელ­მაც მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო გა­ა­ოგ­ნა. 21 წლის ლადო ქო­ქი­აშ­ვი­ლი და­ნით გა­მო­ა­სალ­მეს სი­ცო­ცხლეს. ვინ და რო­გორ გა­ი­მე­ტეა სა­სიკ­ვდი­ლოდ ულა­მა­ზე­სი ყმაწ­ვი­ლი, რო­მე­ლიც ცნო­ბი­ლი ქან­და­კე­ბის "მზე­ჭა­ბუ­კის" პრო­ტო­ტი­პი იყო?

გთა­ვა­ზობთ სტა­ტი­ას "კვი­რის პა­ლიტ­რის" არ­ქი­ვი­დან:

გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნის 50-იანი წლე­ბის თბი­ლის­ში (სა­დაც, რო­გორც მხცო­ვა­ნი თბი­ლი­სე­ლე­ბი იხ­სე­ნე­ბენ, ყვე­ლა ერ­თმა­ნეთს იც­ნობ­და და ყვე­ლა­ფერს თა­ვი­სი სა­ხე­ლი ერ­ქვა) ქა­ლა­ქის გა­მორ­ჩე­ულ ყმაწ­ვი­ლებს შო­რის ახალ­გაზ­რდა მო­ქან­და­კე ლადო ქო­ქი­აშ­ვილს გან­სა­კუთ­რე­ბულ პა­ტივს სცემ­დნენ (ლა­დოს მამა, იო­სებ ქო­ქი­აშ­ვი­ლი სა­ქარ­თვე­ლოს დამ­სა­ხუ­რე­ბუ­ლი მხატ­ვა­რი-კა­რი­კა­ტუ­რის­ტი გახ­ლდათ, ძმა, ვახ­ტან­გი, ცნო­ბი­ლი მო­ქან­და­კე). ლადო შე­სა­შუ­რი აღ­ნა­გო­ბის გარ­და (ოჯა­ხის წევ­რე­ბის გან­ცხა­დე­ბით, მო­ქან­და­კე ჯუნა მი­ქა­ტა­ძის ცნო­ბი­ლი "მზე­ჭა­ბუ­კის", რო­მე­ლიც სპორ­ტის სა­სახ­ლის წინ დგას, პრო­ტო­ტი­პი სწო­რედ ლადო ქო­ქი­აშ­ვი­ლია), ქა­ლაქ­ში სა­მარ­თლი­ა­ნო­ბი­თაც გა­მო­ირ­ჩე­ო­და. ყვე­ლა მას­თან და­მე­გობ­რე­ბას ცდი­ლობ­და...

"1956 წელი იყო, ზა­ფხუ­ლი. ერთ სა­ღა­მოს მე, ლადო და გედი ჭყო­ნია რუს­თა­ვე­ლის კი­ნო­თე­ატ­რი­დან გა­მო­ვე­დით. ში­ნის­კენ გავ­წი­ეთ (ლადო ალ. ჭავ­ჭა­ვა­ძის ქუ­ჩა­ზე ცხოვ­რობ­და, იქვე, რუს­თა­ველ­თან, მე - ვე­რა­ზე). ქა­შუ­ეთ­თან უამ­რა­ვი ხალ­ხი იყო შეკ­რე­ბი­ლი და ჩოჩ­ქო­ლებ­და. ამ­ბის გა­სა­გე­ბად ხალ­ხში გა­ვე­რი­ეთ და ასეთ სუ­რათს გა­და­ვა­წყდით: 5 ახალ­გაზ­რდას ერთი ბიჭი გა­ეგ­დო ფეხ­ქვეშ და უმო­წყა­ლოდ სცემ­დნენ. ეტყო­ბა, იმ სა­წყალს არა­ქა­თი გა­მო­ლე­ო­და და ვე­ღარ ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბო­და თავ­დამ­სხმე­ლებს. უცებ ლა­დომ და­იყ­ვი­რა, - მიშა, ბი­ჭოო... და­სის­ხლი­ა­ნე­ბულ­მა ლა­დოს ერთი შე­ხე­და და გა­ე­ღი­მა (მივ­ხვდი - მისი და­ნახ­ვა ძა­ლი­ან გა­უ­ხარ­და). უცებ ლადო მოგ­ვიბ­რუნ­და და გაგ­ვაფრ­თხი­ლა, - გან­ზე იდე­ქით, არ შე­მოხ­ვი­დე­თო და მო­ჩხუბ­რებს და­ე­რია...

კარ­გად მახ­სოვს, რომ ერთი, რო­გორც კი ლადო და­ი­ნა­ხა, გა­იქ­ცა, და­ნარ­ჩე­ნებს კარ­გად მოხ­ვდათ.

წა­მო­ვა­ყე­ნეთ წაქ­ცე­უ­ლი. ლა­დომ და­უყ­ვა­ვა.

ჩხუ­ბის მი­ზე­ზიც მა­შინ გა­ვი­გეთ: ამ ბი­ჭებს მი­შას ბი­ძაშ­ვი­ლი გო­გო­ნას­თვის რა­ღაც უდი­ე­რად უთ­ქვამთ, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ისი­ნი ბევ­რნი იყ­ვნენ, მი­შას გო­გო­ნას დაც­ვა­ზე უარი არ უთ­ქვამს და ჩხუ­ბიც ამ­ტყდა­რა".

გელა ქო­ქი­აშ­ვი­ლი,

ლადო ქო­ქი­აშ­ვი­ლის ბი­ძაშ­ვი­ლი

რო­გორც იხ­სე­ნე­ბენ, თბი­ლის­ში მა­შინ ბევ­რს ჩხუ­ბობ­დნენ - მტყუ­ან-მარ­თა­ლი ასე ირ­კვე­ო­და. და­ნის ხმა­რე­ბა იმ დრო­ში წარ­მო­უდ­გენ­ლად მი­იჩ­ნე­ო­და, სხვა ია­რაღ­ზე ხომ ლა­პა­რა­კიც ზედ­მე­ტია, ყვე­ლა­ფერს მუშ­ტი წყვეტ­და. ჩხუ­ბის მერე ნა­ჩხუბ­რე­ბი ყო­ველ­თვის რიგ­დე­ბოდ­ნენ და შე­რი­გე­ბის აღ­სა­ნიშ­ნა­ვად ერთ სუფ­რას შლიდ­ნენ. და­უ­ძი­ნე­ბე­ლი მტრო­ბა ქა­ლა­ქის­თვის უცხო ხილი იყოო, - ამ­ბო­ბენ.

ლა­დოს ერთ-ერთ გა­მორ­ჩე­ულ თვი­სე­ბად ით­ვლე­ბო­და ის, რომ ადა­მი­ა­ნის და­ჩაგ­ვრას ვერ იტან­და. ქა­ლაქ­ში ყვე­ლამ იცო­და, რომ ასეთ შემ­თხვე­ვა­ში საქ­მე მას­თან ექ­ნე­ბო­დათ. მა­შინ ლადო ქო­ქი­აშ­ვილს მე­გობ­რე­ბი ხუმ­რო­ბით არ­სე­ნა­საც ადა­რებ­დნენ...

"რეს­ტო­რან "არაგ­ვის" ნაც­ვლად ადრე სამ­სარ­თუ­ლი­ა­ნი შე­ნო­ბა იდგა. მე­სა­მე სარ­თულ­ზე მო­ჭი­და­ვე­ე­ბი ვვარ­ჯი­შობ­დით, მე­ო­რე სარ­თულ­ზე კი მოკ­რი­ვე­ე­ბის რინ­გი იყო. ლადო, რო­გორც კრი­ვის მოყ­ვა­რუ­ლი, კვი­რა­ში ერთი-ორ­ჯერ შე­მო­ივ­ლი­და ხოლ­მე დარ­ბაზ­ში და კრი­ვის ილე­თებს სწავ­ლობ­და.

ერთ დღეს, რო­დე­საც სა­ჭი­და­ოდ მი­ვე­დი, ლა­დოს კრი­ვის დარ­ბაზ­ში მოვ­კა­რი თვა­ლი. მისი სპა­რინგპარტნი­ო­რი იმ დღეს ზაურ კო­ზა­ე­ვი (საბ­ჭო­თა კავ­ში­რის პრი­ზი­ო­რი, სა­ქარ­თვე­ლოს მრა­ვალ­გზის ჩემ­პი­ო­ნი) იყო.

შუა ვარ­ჯი­შის დროს მო­უ­ლოდ­ნე­ლად მო­ჭი­და­ვე კოხ­ტა გი­ორ­გა­ძე შე­მო­ვარ­და და და­იყ­ვი­რა, - ლადო ნოკ­და­უნ­ში­აო. დი­დი­ან-პა­ტა­რი­ა­ნად მე­ო­რე სარ­თულ­ზე ჩავცვივ­დით. და­ვი­ნა­ხეთ - ლადო რინ­გის კუ­თხე­ში იყო ჩა­კუ­ზუ­ლი.

ასეთ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ლადო ჯერ ქა­ლაქს არ ენა­ხა.

უც­ნა­უ­რი გან­ცდა და­მე­უფ­ლა, არ ვიცი, ეს ცნო­ბის­მოყ­ვა­რე­ო­ბით იყო

გა­მოწ­ვე­უ­ლი თუ კი­დევ სხვა რა­მით...

უცებ ლადო ნელ-ნელა წა­მო­ი­მარ­თა, მხრე­ბი გა­შა­ლა და ვნა­ხეთ სა­ოც­რე­ბა - გან­საც­ვიფ­რებ­ლად ლა­მა­ზი და პრო­პორ­ცი­უ­ლი ტანი, გან­სა­კუთ­რე­ბით ტორ­სი, ასე­თი აღ­ნა­გო­ბა ყვე­ლა­ზე ცნო­ბილ თა­ნა­მედ­რო­ვე კულ­ტუ­რისტსაც შე­შურ­დე­ბო­და. მთლი­ა­ნად გა­ი­შა­ლა, თვა­ლე­ბი მრის­ხა­ნედ მო­ავ­ლო იქა­უ­რო­ბას, უწი­ნა­რე­სად, თა­ვის სპა­რინგპარტნი­ორს (სპა­რინ­გის დროს კო­ზა­ე­ვი ცდი­ლობ­და, ყო­ვე­ლი მისი დარ­ტყმა ზო­მი­ე­რი ყო­ფი­ლი­ყო, თუმ­ცა ხელი გა­ე­პა­რა და ლა­დოს მზის წნულ­ში მოხ­ვდა მისი მუშ­ტი), რო­მე­ლიც რი­დით ელო­დე­ბო­და ლა­დოს მდგო­მა­რე­ო­ბი­დან გა­მოს­ვლას. კო­ზა­ევ­მა ლა­დოს ბო­დი­ში მო­უ­ხა­და, თუმ­ცა ლა­დომ ბო­დი­ში არ მი­ი­ღო და მკაც­რად უთხრა, - გა­რეთ გა­მო­დი, ვი­ლა­პა­რა­კო­თო. უნდა გე­ნა­ხათ, რა და­ე­მარ­თა იმ წუთ­ში კო­ზა­ევს: ამ­ხე­ლა კაცი უცებ და­პა­ტა­რავ­და. ატყდა ამ­ბა­ვი, ლა­დოს და­უ­წყეს ხვეწ­ნა - აპა­ტი­ეო. მან მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე სი­ტყვა თქვა, -"ასე არ უნდა გა­ვე­მე­ტე­ბი­ნეო და დარ­ბა­ზი­დან გა­ვი­და, აპა­ტია...

ჩვენ ცირ­კამ­დე ფე­ხით ვი­ა­რეთ. იმ პა­ტა­რა მო­ნაკ­ვეთ­ში ლა­დოს სა­ხე­ზე სევ­და არ მო­შო­რე­ბია - წა­გე­ბას და და­მარ­ცხე­ბას არ იყო მიჩ­ვე­უ­ლი. ერთი კი მი­თხრა, - კარ­გი მო­მა­ვა­ლი გაქვს და აბა, შენ იციო. სა­ო­ცა­რი გულ­წრფე­ლო­ბა იგ­რძნო­ბო­და მის სი­ტყვებ­ში..."

გუ­რამ სა­ღა­რა­ძე, მო­ჭი­და­ვე,

1963-65 მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნი, 1964 წლის ოლიმ­პი­უ­რი ჩემ­პი­ო­ნი

ტრა­გე­დია, რო­მელ­მაც მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო გა­ა­ოგ­ნა, 1957 წლის მა­ის­ში დატ­რი­ალ­და, მა­შინ ლადო ქო­ქი­აშ­ვი­ლი 21 წლის იყო. "ლა­დოს მე­გო­ბა­რი ჰყავ­და - ას­ტა­მურ აჩბა, ცნო­ბი­ლი კა­ლათ­ბურ­თე­ლი. მოხ­დე­ნი­ლი ჩაც­მა უყ­ვარ­და. მას, ლა­დოს და კი­დევ რამ­დე­ნი­მე მე­გო­ბარს, ერთი მკე­რა­ვი ჰყავ­დათ (იმ დრო­ის თბი­ლის­ში ტან­საც­მელს ძი­რი­თა­დად მკე­რავ­თან იკე­რავ­დნენ), მთაწ­მინ­დე­ლი იყო, გრი­ბო­ე­დო­ვის ქუ­ჩა­ზე ცხოვ­რობ­და.

ერთ დღეს ას­ტა­მურ­მა მკე­რავ­თან პი­ჯა­კის შე­სა­კე­რად ქსო­ვი­ლის ნა­ჭე­რი მი­ი­ტა­ნა. რამ­დე­ნი­მე დღის შემ­დეგ გა­ირ­კვა, რომ ის ნა­ჭე­რი და­ი­კარ­გა. კაცი, რო­მელ­მაც ის ნა­ჭე­რი აიღო, ვინ­მე კარ­ლო (რეზო) ასამ­ბა­ძე აღ­მოჩ­ნდა,"მეტ­სა­ხე­ლად "ჰა­სა­ნა". ას­ტა­მურ­მა მას წა­ღე­ბუ­ლის დაბ­რუ­ნე­ბა მოს­თხო­ვა, რა­ზეც უარი მი­ი­ღო.

იმ სა­ღა­მოს ლადო კი­ნო­თე­ატ­რში იყო. ას­ტა­მურ­მა მე­ო­რე მე­გო­ბარ­თან ერ­თად მი­ა­კი­თხა. უთხრა, - სა­და­ვო საქ­მე გა­მო­მიჩ­ნდაო და დახ­მა­რე­ბა სთხო­ვა. რა თქმა უნდა, ლა­დოს დიდ­ხანს არ უფიქ­რია და მე­გობ­რებს გაჰ­ყვა.

გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

ვინ და როგორ მოკლა "მზეჭაბუკის" პროტოტიპი ლადო ქოქიაშვილი?

ვინ და როგორ მოკლა "მზეჭაბუკის" პროტოტიპი ლადო ქოქიაშვილი?

1957 წლის მაისში თბილისში დიდი ტრაგედია დატრიალდა. ტრაგედია, რომელმაც მთელი საქართველო გააოგნა. 21 წლის ლადო ქოქიაშვილი დანით გამოასალმეს სიცოცხლეს. ვინ და როგორ გაიმეტეა სასიკვდილოდ ულამაზესი ყმაწვილი, რომელიც ცნობილი ქანდაკების "მზეჭაბუკის" პროტოტიპი იყო?

გთავაზობთ სტატიას "კვირის პალიტრის" არქივიდან:

გასული საუკუნის 50-იანი წლების თბილისში (სადაც, როგორც მხცოვანი თბილისელები იხსენებენ, ყველა ერთმანეთს იცნობდა და ყველაფერს თავისი სახელი ერქვა) ქალაქის გამორჩეულ ყმაწვილებს შორის ახალგაზრდა მოქანდაკე ლადო ქოქიაშვილს განსაკუთრებულ პატივს სცემდნენ (ლადოს მამა, იოსებ ქოქიაშვილი საქართველოს დამსახურებული მხატვარი-კარიკატურისტი გახლდათ, ძმა, ვახტანგი, ცნობილი მოქანდაკე). ლადო შესაშური აღნაგობის გარდა (ოჯახის წევრების განცხადებით, მოქანდაკე ჯუნა მიქატაძის ცნობილი "მზეჭაბუკის", რომელიც სპორტის სასახლის წინ დგას, პროტოტიპი სწორედ ლადო ქოქიაშვილია), ქალაქში სამართლიანობითაც გამოირჩეოდა. ყველა მასთან დამეგობრებას ცდილობდა...

"1956 წელი იყო, ზაფხული. ერთ საღამოს მე, ლადო და გედი ჭყონია რუსთაველის კინოთეატრიდან გამოვედით. შინისკენ გავწიეთ (ლადო ალ. ჭავჭავაძის ქუჩაზე ცხოვრობდა, იქვე, რუსთაველთან, მე - ვერაზე). ქაშუეთთან უამრავი ხალხი იყო შეკრებილი და ჩოჩქოლებდა. ამბის გასაგებად ხალხში გავერიეთ და ასეთ სურათს გადავაწყდით: 5 ახალგაზრდას ერთი ბიჭი გაეგდო ფეხქვეშ და უმოწყალოდ სცემდნენ. ეტყობა, იმ საწყალს არაქათი გამოლეოდა და ვეღარ ეწინააღმდეგებოდა თავდამსხმელებს. უცებ ლადომ დაიყვირა, - მიშა, ბიჭოო... დასისხლიანებულმა ლადოს ერთი შეხედა და გაეღიმა (მივხვდი - მისი დანახვა ძალიან გაუხარდა). უცებ ლადო მოგვიბრუნდა და გაგვაფრთხილა, - განზე იდექით, არ შემოხვიდეთო და მოჩხუბრებს დაერია...

კარგად მახსოვს, რომ ერთი, როგორც კი ლადო დაინახა, გაიქცა, დანარჩენებს კარგად მოხვდათ.

წამოვაყენეთ წაქცეული. ლადომ დაუყვავა.

ჩხუბის მიზეზიც მაშინ გავიგეთ: ამ ბიჭებს მიშას ბიძაშვილი გოგონასთვის რაღაც უდიერად უთქვამთ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ბევრნი იყვნენ, მიშას გოგონას დაცვაზე უარი არ უთქვამს და ჩხუბიც ამტყდარა".

გელა ქოქიაშვილი,

ლადო ქოქიაშვილის ბიძაშვილი

როგორც იხსენებენ, თბილისში მაშინ ბევრს ჩხუბობდნენ - მტყუან-მართალი ასე ირკვეოდა. დანის ხმარება იმ დროში წარმოუდგენლად მიიჩნეოდა, სხვა იარაღზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია, ყველაფერს მუშტი წყვეტდა. ჩხუბის მერე ნაჩხუბრები ყოველთვის რიგდებოდნენ და შერიგების აღსანიშნავად ერთ სუფრას შლიდნენ. დაუძინებელი მტრობა ქალაქისთვის უცხო ხილი იყოო, - ამბობენ.

ლადოს ერთ-ერთ გამორჩეულ თვისებად ითვლებოდა ის, რომ ადამიანის დაჩაგვრას ვერ იტანდა. ქალაქში ყველამ იცოდა, რომ ასეთ შემთხვევაში საქმე მასთან ექნებოდათ. მაშინ ლადო ქოქიაშვილს მეგობრები ხუმრობით არსენასაც ადარებდნენ...

"რესტორან "არაგვის" ნაცვლად ადრე სამსართულიანი შენობა იდგა. მესამე სართულზე მოჭიდავეები ვვარჯიშობდით, მეორე სართულზე კი მოკრივეების რინგი იყო. ლადო, როგორც კრივის მოყვარული, კვირაში ერთი-ორჯერ შემოივლიდა ხოლმე დარბაზში და კრივის ილეთებს სწავლობდა.

ერთ დღეს, როდესაც საჭიდაოდ მივედი, ლადოს კრივის დარბაზში მოვკარი თვალი. მისი სპარინგპარტნიორი იმ დღეს ზაურ კოზაევი (საბჭოთა კავშირის პრიზიორი, საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი) იყო.

შუა ვარჯიშის დროს მოულოდნელად მოჭიდავე კოხტა გიორგაძე შემოვარდა და დაიყვირა, - ლადო ნოკდაუნშიაო. დიდიან-პატარიანად მეორე სართულზე ჩავცვივდით. დავინახეთ - ლადო რინგის კუთხეში იყო ჩაკუზული.

ასეთ მდგომარეობაში ლადო ჯერ ქალაქს არ ენახა.

უცნაური განცდა დამეუფლა, არ ვიცი, ეს ცნობისმოყვარეობით იყო

გამოწვეული თუ კიდევ სხვა რამით...

უცებ ლადო ნელ-ნელა წამოიმართა, მხრები გაშალა და ვნახეთ საოცრება - განსაცვიფრებლად ლამაზი და პროპორციული ტანი, განსაკუთრებით ტორსი, ასეთი აღნაგობა ყველაზე ცნობილ თანამედროვე კულტურისტსაც შეშურდებოდა. მთლიანად გაიშალა, თვალები მრისხანედ მოავლო იქაურობას, უწინარესად, თავის სპარინგპარტნიორს (სპარინგის დროს კოზაევი ცდილობდა, ყოველი მისი დარტყმა ზომიერი ყოფილიყო, თუმცა ხელი გაეპარა და ლადოს მზის წნულში მოხვდა მისი მუშტი), რომელიც რიდით ელოდებოდა ლადოს მდგომარეობიდან გამოსვლას. კოზაევმა ლადოს ბოდიში მოუხადა, თუმცა ლადომ ბოდიში არ მიიღო და მკაცრად უთხრა, - გარეთ გამოდი, ვილაპარაკოთო. უნდა გენახათ, რა დაემართა იმ წუთში კოზაევს: ამხელა კაცი უცებ დაპატარავდა. ატყდა ამბავი, ლადოს დაუწყეს ხვეწნა - აპატიეო. მან მხოლოდ რამდენიმე სიტყვა თქვა, -"ასე არ უნდა გავემეტებინეო და დარბაზიდან გავიდა, აპატია...

ჩვენ ცირკამდე ფეხით ვიარეთ. იმ პატარა მონაკვეთში ლადოს სახეზე სევდა არ მოშორებია - წაგებას და დამარცხებას არ იყო მიჩვეული. ერთი კი მითხრა, - კარგი მომავალი გაქვს და აბა, შენ იციო. საოცარი გულწრფელობა იგრძნობოდა მის სიტყვებში..."

გურამ საღარაძე, მოჭიდავე,

1963-65 მსოფლიო ჩემპიონი, 1964 წლის ოლიმპიური ჩემპიონი

ტრაგედია, რომელმაც მთელი საქართველო გააოგნა, 1957 წლის მაისში დატრიალდა, მაშინ ლადო ქოქიაშვილი 21 წლის იყო. "ლადოს მეგობარი ჰყავდა - ასტამურ აჩბა, ცნობილი კალათბურთელი. მოხდენილი ჩაცმა უყვარდა. მას, ლადოს და კიდევ რამდენიმე მეგობარს, ერთი მკერავი ჰყავდათ (იმ დროის თბილისში ტანსაცმელს ძირითადად მკერავთან იკერავდნენ), მთაწმინდელი იყო, გრიბოედოვის ქუჩაზე ცხოვრობდა.

ერთ დღეს ასტამურმა მკერავთან პიჯაკის შესაკერად ქსოვილის ნაჭერი მიიტანა. რამდენიმე დღის შემდეგ გაირკვა, რომ ის ნაჭერი დაიკარგა. კაცი, რომელმაც ის ნაჭერი აიღო, ვინმე კარლო (რეზო) ასამბაძე აღმოჩნდა,"მეტსახელად "ჰასანა". ასტამურმა მას წაღებულის დაბრუნება მოსთხოვა, რაზეც უარი მიიღო.

იმ საღამოს ლადო კინოთეატრში იყო. ასტამურმა მეორე მეგობართან ერთად მიაკითხა. უთხრა, - სადავო საქმე გამომიჩნდაო და დახმარება სთხოვა. რა თქმა უნდა, ლადოს დიდხანს არ უფიქრია და მეგობრებს გაჰყვა.

გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია