უკრაინის პრემიერ-მინისტრი არსენი იაცენუკი გამოვიდა წინადადებით, რამდენიმე გუბერნატორი პირად პასუხისგებაში მიეცეს სუბსიდიებზე გაწეული ცუდი სამუშაოს გამო. ამ გუბერნატორების რიცხვში ოდესის ოლქის ხელმძღვანელი მიხეილ სააკაშვილიც მოხვდა. ინფორმაციას dni.ru ავრცელებს.
"მე ძალიან მაწუხებს არსებული სიტუაცია ამ ოლქებში, სადაც სუბსიდიებზე სამუშაოები ვერ შესრულდა. მე უკრაინის მინისტრთა კაბინეტს ვთავაზობ პროტოკოლურ გადაწყვეტილებას ოდესის, ჩერნოვიცკის, ხარკოვის და კარპატების გუბერნატორების პირად პასუხისგებაში მიცემის თაობაზე", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. როგორც ცნობილია, ოდესის ოლქს მიხეილ სააკაშვილი ხელმძღვანელობს, ხორკოვს - იგორ რაინინი, კარპატებს - გენადი მოსკალი, ჩენოვიცკს კი ალექსანდრ ფიშუკი.
"მე ვემზადები ხარკოვში სამუშაო ვიზიტისთვის. მოვიწვევთ დასავლეთ და სამხრეთ ოლქების წარმომადგენლებსაც. დადგა დრო, დასატუქსი დაიტუქსოს", - აღნიშნა იაცენუკმა.
"ამავდროულად თავად მასაც არ აწყენდა დატუქსვა, რადგან უკრაინელების უმრავლესობას არ მოსწონს ქვეყნის მთავრობის მუშაობა. პრემიერ-მინისტრის საქმიანობით მოსახლეობის ორი-მესამედია უკმაყოფილო", - წერს dni.ru.