ჟინვალში, კლდიდან მოწყვეტილმა ლოდმა მანქანაში მყოფი 10 წლის გოგონა იმსხვერპლა

ჟინვალში, კლდიდან მოწყვეტილმა ლოდმა მანქანაში მყოფი 10 წლის გოგონა იმსხვერპლა

ჟინვალში კლდის მასის ჩამოწოლის შედეგად დაშავებული 10 წლის გოგონა გარდაიცვალა. მცირეწლოვანი, შემთხვევის შემდეგ მცხეთაში, "ჯეო ჰოსპიტალის" კლინიკაში მოათავსეს. მისი მდგომარეობა კრიტიკული იყო, უტარდებოდა რეანიმაციული ღონისძიებები. ბავშვის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ჟინვალის საავტომობილო გზაზე კლდის მასა ჩამოიშალა. ჩამოშლილ მასაში მსუბუქი ავტომობილი მოყვა, რომელშიც 10 წლის გოგონა იმყოფებოდა. ადგილზე დუშეთის რაიონის სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობდა.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია