საბჭოთა ავტომობილები მართალია მსოფლიო პოპულარობით ვერ დაიკვეხნის, მაგრამ უნიკალური იდეებისთვის ნამდვილად იმსახურებს ყურადღებას. წარმოგიდგენთ რამდენიმე არაორდინალურ ავტომობილს, რომელიც სამწუხაროდ წარმოებაში არ ჩაშვებულა და მხოლოდ ერთი, ან რამდენიმე ერთეული შეიქმნა.
ზის-სპორტი (1939)
სპორტული ავტომობილი მოსკოვში ზის-ის ქარხანაში გამოვიდა. ზის-101-ს სპორტული ვერსია ქარხნის ექსპერიმენტულმა ჯგუფმა შექმნა. მანქანა ახალგაზრდა ინჟინრებმა დაამზადეს, როგორც საჩუქარი დედა სამშობლოს. 1939 წელს პარტკონფერენციაზე მანქანამ სტალინის და კაგანოვიჩის მოწონება დაიმსახურა.
მოსკვიჩი გ-2-405 (1956)
რბოლისთვის შექმნილი ავტომობილი მომავლის მანქანას ჰგავდა, განსაკუთრებით მისი წარმოების წელის გათვალისწინებით. 1956 წლის სპორტულ სეზონზე ამ მანქანით მრბოლელმა ჩვიროვმა სამი სიჩქარის რეკორდი დაამყარა - 223 კმ/ს.
ვაზ X (1990)
ვაზ-ის კონცეპტებიდან ყველაზე მისტიკური მანქანა. ერთადერთი ინფორმაცია ამ ავტომობილზე გახლავთ ის, რომ ასეთ ფუტურისტულ მოდელში დიზაინერებს უნდოდათ 7-ადგილიანი მინივენის ტევადობის შექმნა.
ლადა სამარა ”სან რემო” (1990)
1980-იანი წლების დასასრულს დასავლეთ ევროპაში კაბრიოლეტების ბუმი იყო და საბჭოთა მანქანებისადმი ინტერესი გაჩნდა. პირველ რიგში, ინტერესი მათმა კონკურენტებთან შედარებით საოცრად დაბალმა ფასებმა გამოიწვია. ლადა სამარა ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუშია გვიანი საბჭოთა ავტომშენებლობის.
აზლკ-2144 ”ისტრა” (1988)
აზლკ-ის ქარხანის გამოცდილი ავტომობილი, რომლის ერთადერთი ეგზემპლარი დამზადდა. გააჩნდა უნიკალური ავტომატური ტრანსმისია. ”ისტრამ” ბევრით გაუწრო თავის დროს.