"მარჯვენა მხარეს, ბრმა და სწორ ნაწლავს­ შორის, კათეტერის მილები იყო ჩარჩენილი... გერმანელი ექიმები შოკირებული იყვნენ"

"მარჯვენა მხარეს, ბრმა და სწორ ნაწლავს­ შორის, კათეტერის მილები იყო ჩარჩენილი... გერმანელი ექიმები შოკირებული იყვნენ"

რამდენიმე დღის წინ რედაქციაში შუახნის მამაკაცი გვესტუმრა. ბუნებრივია, მისი გას­აჭირით დავინტერესდით, თუმცა მოყოლი­ლმა მოლოდინს გადააჭარბა. პენსიონერი გიორგი მერებაშვილი გურამ ქარაზანაშვილის კლინიკაში გაკეთებულ ოპერაციაზე გვიყვება:

- 25 წელი პოლიციაში ვიმსახურე მაღ­ალ­ თანამდებობებზე. ცოტა ხნის წინ პენს­იაში გასვლა და მშვიდად ცხოვრება გადავწყვიტე. ბოლო დროს მუცლის არეში ყრუ ტკივილს ვგრძნობდი... რამდენიმე ომის მონაწილე ვარ, მაგრამ ნემსი არასდროს გამი­კეთებია. ექიმთანაც პირველად ექო­სკოპიის გადასაღებად მივედი. მითხრეს, შარდის ბუშტში პოლიპი გაქვსო და დიღომში, გურამ ქარაზანაშვილის კლინიკაში მისვლა მირჩიეს. ქარაზანაშვილის კლინიკაში ექოსკოპიის გადაღებიდან ერთ თვეში მივედი. ახალი ექოსკოპიის გადაღებაზე არც უფიქრიათ, სხვა კლინიკის სურათს ენდნენ და გამომიცხადეს, სასწრაფო ოპერაციას თუ არ გაიკეთებ, რამდენიმე თვის სიცოცხლეღა დაგრჩაო.­ გავოგნდი, ვერც ვიფიქრებდი, ასეთი რთული მდგომარეობა­ თუ მქონდა. რაც უნდა ვაჟკაცი იყო, ამ სიტყვების მოსმენის შემდეგ შეუძლებელია, მორალური სიმტკიცე შეინარჩუნო.

- ოპერაციას დათანხმდით?

- რა თქმა უნდა, ეს კლინიკა ისე მიქეს,­ ეჭვი არც შემიტანია მათ დიაგნოზში... 2013 წლის 17 დეკემბერს გაყინულ ოთახში შემი­ყვანეს და პოლიპი ამომაჭრეს. ოპერაცია 10 საათი გრძელდებოდა. შარდის ბუშტი­ მთლ­იანად ამომიღეს, მის ნაცვლად კი ნაწლ­ავებისგან ახალი რეზერვუარი გააკეთეს.­

ოპერაციის დასრულებიდან რამდენიმე­ დღეში ჭრილობა გაიხსნა, სასწრაფოდ საოპერაციოში შემაბრუნეს და ხელახლა გამკერეს. 12 კათეტერი მედგა... ვერ აგიწერთ, რა ტკივილი გადავიტანე. ცოტა ხანში ერთი კათეტერი გაიჭედა და ისევ საოპერაციოში შემაბრუნეს. ამ ყველაფერს ისე აკეთებდნენ, რომ ტკივილგამაყუჩებელსაც არ მასმევდნენ. 10 დღის შემდეგ აღმოაჩინეს, რომ თურმე შარდი მთელ ორგანიზმში იღვრებოდა და ისევ დამაბრუნეს საოპერაციოში... სიცხეც ვერ დამიწიეს. ამდენი წვალების შემდეგ, როგორც იქნა, კლინიკიდან გამომწერეს. თურმე სიცხის გამო ორგანიზმი დაითრომბა, ერთ დღესაც­ მოსწყდა და თრომბი ორივე ფილტვში გაიჭედა. ხუთი დღე-ღამის განმავლობაში სიკვდილს ვებრძოდი და საბოლოოდ, დავამარცხე. ტემპერატურა ისევ ვერ დამიწიეს, ვერც მიზეზს ადგენდნენ. ამასობაში, შარდის ბუშტთან თირკმლების შეერთების ადგილები დაიკეტა, რადგან თურმე სტენდები არ ჩაუყენებიათ. შარდი ორგანიზმიდან ვეღარ გამოდი­ოდა და თირკმლებში გროვდებოდა. ორივე თირკმელი გამიხვრიტეს და თერთმეტი თვის განმავლობაში ნეფროსტომები მქონდა ორივე თირკმელში ჩადგმული.

ჩემი შვილი ოჯახთან ერთად გერმან­იაში, ბრემენში ცხოვრობს. ჩემი წამების შემხედვარემ, გერმანიაში წამიყვანა.

პირველივე გამოკვლევისას გერმანელმა ექიმებმა მითხრეს, მარჯვენა სადინარი მარცხნივაა მიკერებული, მარცხენა კი საერთოდ არაა შეერთებული შარდის ბუშტთანო.

გადატანილი ორივე ფილტვის ინფარქტის გამო, ოპერაციის გაკეთებისგან თავი შეიკავეს, ერთი წელი ხელს ვერ მოგკიდებთო.

2015 წლის 9 აპრილს ბრემენში ხელმეორედ გავფრინდი.

- ამჯერად რა ტიპის ოპერაცია უნდა გაგეკეთებინათ?

- როდესაც ორგანიზმიდან შარდის ბუშტს იღებენ, წინამდებარე ჯირკვალიც უნდა ამოიღონ, რადგან ის თავის ფუნქციას კარგავს. გერმანელმა ექიმებმა პირველად სწორედ წინამდებარე ჯირკვალი ამომიღეს, მუცლის გაჭრის შემდეგ კი გამაოგნებელი სანახაობა დახვდათ - მარჯვენა მხარეს, ბრმა და სწორ ნაწლავს შორის, კათეტერის მილები იყო ჩარჩენილი. შოკირებულები იყვნენ, მთელი კლინიკა "კატასტროფიკ,

კატასტროფიკო" - გაიძახოდა.

გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია