სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
ერეკლე დეისაძის წერილი მამა პეტრეს 13 წლის ქალიშვილს
ერეკლე დეისაძის წერილი მამა პეტრეს 13 წლის ქალიშვილს

"ერეკ­ლემ მა­რი­ამს წე­რი­ლი გა­მო­უგ­ზავ­ნა. ისი­ნი მე­გობ­რო­ბენ. მა­რიმ ჯერ არ იცის და ჩემი კედ­ლი­დან გა­ეც­ნო­ბა...", - წერს მამა პეტ­რე "ფე­ის­ბუქ­ზე" და ერეკ­ლე დე­ი­სა­ძის წე­რილს აქ­ვეყ­ნებს სა­ხელ­წო­დე­ბით "ჩვენ და ცი­ცი­კო­რე­ე­ბი".

"მე ახ­ლოს ვიც­ნობ მა­რი­ამს, ის ჩემი მე­გო­ბა­რია, ვიც­ნობ მის ოჯახს, მა­მა­მისს რო­მე­ლიც ერთ ერთი ნა­თე­ლი წერ­ტი­ლია დღე­ვან­დე­ლი ეკ­ლე­სი­ის წი­აღ­ში, იმ ეკ­ლე­სი­ის რო­მელ­მაც არას­წო­რი პო­ლი­ტი­კის გამო ბევ­რი ღირ­სე­უ­ლი შვი­ლი და­კარ­გა, მათ ეში­ნი­ათ თა­ვი­სუფ­ლე­ბის, არა­და მე ასე მას­წავ­ლეს, რომ რო­დე­საც შენ­ში თა­ვი­სუფ­ლე­ბას ზღუ­და­ვენ, ზღუ­და­ვენ ქრის­ტეს. მა­რი­ა­მის და­ხა­სი­ა­თე­ბა ყვე­ლა­ზე ლა­კო­ნუ­რად ამ ორი სი­ტყვით შე­მიძ­ლია, თა­ვი­სუ­ფა­ლი და ლაღი. რო­დე­საც ინ­ტერ­ნეტ­სივ­რცე მისი უწყი­ნა­რი ფო­ტო­ე­ბის ირ­გვლივ ატე­ხილ­მა აჟი­ო­ტაჟ­მა მო­იც­ვა, ნატ­ვრის ხე გა­მახ­სენ­და, ძა­ლი­ან მარ­ტი­ვია სხვი­სი ცხოვ­რე­ბით და­ინ­ტე­რეს­დე, რო­დე­საც სა­კუ­თა­რი არ გა­გაჩ­ნია, თა­ნაც როცა იმ სა­ზო­გა­დო­ე­ბის წევ­რი ხარ რო­მე­ლიც მუდ­მი­ვად მსხვერ­პლის ძი­ე­ბა­შია და კბი­ლე­ბის ღრჭე­ნით ელო­დე­ბა ახალ საკბი­ლოს, სულ ერ­თია ის მა­რი­ა­მი იქ­ნე­ბა თუ სხვა. მე ახ­ლოს ვიც­ნობ მათ, ვიცი მათი ფსი­ქო­ლო­გია, მათი ფე­ის­ბუ­ქის კედ­ლე­ბიც ვიცი, ხა­ტე­ბი­თა და წმინ­და მა­მე­ბის გა­მო­ნათ­ქვა­მე­ბით რომ აქვთ აჭ­რე­ლე­ბუ­ლი, ეს სხვა მარ­თლმა­დი­დებ­ლო­ბაა. ამ მარ­თლმა­დი­დებ­ლო­ბის შე­მოქ­მე­დებ­ზე ვაჟა–ფშა­ვე­ლა 1906 წელს წერ­და:

"გა­იძ­როთ ანა­ფო­რე­ბი, შე­იკ­რი­ჭოთ თმე­ბი და გა­მო­ე­წყოთ "პინ­ჯა­კებ­ში", "შტაც­კუ­რად", მა­შინ სულ სხვა მნიშ­ვნე­ლო­ბას მივ­ცემთ თქვენს რე­ვო­ლუ­ცი­ო­ნე­რო­ბას. დღეს კი თუმ­ცა ყვე­ლა­ფერს კარ­გს, უკე­თესს, სა­სარ­გებ­ლოს ბრძა­ნებთ, მაგ­რამ ბო­ლოს ჩვენ­თვის სა­მავ­ნებ­ლო იქ­ნე­ბა. თქვენს წო­დე­ბას პროგ­რე­სი­უ­ლი აზ­რე­ბის ქა­და­გე­ბით მკვიდ­რად ბო­ძებს უდ­გამთ და მო­მა­ვალ ცხოვ­რე­ბას ეგ არ შეჰ­ფე­რის, არც შეჰშ­ვე­ნის; ახალ­მა ცხოვ­რე­ბამ სრუ­ლი­ად სხვა გზა და და­ნიშ­ნუ­ლე­ბა უნდა მის­ცეს თქვენს წო­დე­ბას, მშობ­ლი­უ­რი მა­მობ­რი­ვი მზრუნ­ვე­ლო­ბა უნდა ჩა­მოგ­ყა­როსთ, თქვენ აღ­ზრდის საქ­მე­ში, სკო­ლებ­ში ად­გი­ლი აღარ გექ­ნე­ბათ, რათა უკუღ­მა არ მო­მარ­თოთ თქვე­ნი ყოვ­ლად შემ­ძლე­ბე­ლი ენა. მო­მა­ვა­ლი ცხოვ­რე­ბა თქვენ პროგ­რე­სი­ულ ელე­მენ­ტად ვერ ჩაგ­თვლისთ. დიაღ, ვერ ჩაგ­თვლისთ, ვიდ­რე სამ­ღვთო წე­რი­ლის მცნე­ბა­თა თა­ვი­სე­ბუ­რად გა­მო­ყე­ნე­ბა­ზე ხელს არ აი­ღებთ და არ მო­იშ­ლით მე­ჭურ­ჭლის ხე­ლო­ბას, რო­მე­ლიც ქო­თანს სა­ი­თაც ჰნე­ბავს, ყურს იქით მო­ა­ბამს…"

მამა პეტ­რემ კარ­გად იცის რას გუ­ლის­ხმობ­და ვაჟა, სწო­რედ ამი­ტომ არ ჰგავს სხვებს, ვერც მა­რი­ა­მი ვერ იქ­ნე­ბა სხვა­ნა­ი­რი, მან კარ­გად იცის თა­ვი­სუფ­ლე­ბის და სიყ­ვა­რუ­ლის მნიშ­ვნე­ლო­ბა, ჩემ­თვის მათი ურ­თი­ერ­თო­ბა სა­მა­გა­ლი­თოა.

მა­ვა­ნი კი ცდი­ლობს ამ ფო­ტო­ე­ბით მამა პეტ­რეს სა­ხე­ლი შე­ბღა­ლოს. მე რო­გორც ამ ინ­სტი­ტუ­ცი­ის მი­მართ კრი­ტი­კუ­ლად გან­წყო­ბილ ქრის­ტი­ანს, გულ­წრფე­ლად მჯე­რა რომ პეტ­რესნა­ი­რი ადა­მი­ა­ნე­ბის დამ­სა­ხუ­რე­ბაა რომ ეკ­ლე­სი­ას ჯერ კი­დევ შე­მორ­ჩა პროგ­რე­სუ­ლად მო­აზ­როვ­ნე მცი­რე მაგ­რამ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­წი­ლი, ისე­თე­ბი რომ­ლებ­საც არ აში­ნებთ სხვი­სი სექ­სუ­ა­ლურ–რე­ლი­გი­უ­რი ორი­ენ­ტა­ცია რად­გან სა­კუ­თარს კარ­გად იც­ნო­ბენ და ამის გამო არა­ვის უპი­რე­ბენ ჩა­ქოლ­ვას.

კი­დევ ბევ­რჯერ ვი­ხი­ლავ­დი მა­რი­ა­მის მსგავ­სი ტი­პის ფო­ტო­ებს, რად­გან სი­ლა­მა­ზის აღ­ქმის ნიჭი ბავ­შვო­ბი­დან მაქვს, ცი­ცი­კო­რე­ე­ბი კი ყო­ველ­თვის იქ­ნე­ბი­ან მსხვერ­პლის მო­ლო­დინ­ში და ერთ მშვე­ნი­ერ დღეს აღ­მო­ა­ჩე­ნენ რომ თა­ვად არი­ან იმ მენ­ტა­ლო­ბის მსხვერ­პლნი, რომ­ლი­თაც სხვე­ბი ვერ მო­წამ­ლეს.

როცა ტა­ლახს გეს­ვრი­ან, ეს ნიშ­ნავს რომ სუფ­თად ცხოვ­რობ.

ჩვენ ტა­ლა­ხის არ გვე­ში­ნია!", - წერს ერეკ­ლე დე­ი­სა­ძე.

და­გა­ინ­ტე­რე­სებთ|"არ მინ­დო­და მო­დე­ლო­ბა, მაგ­რამ მა­მის ხათ­რით და­ვი­წყე" - მამა პეტ­რე კვა­რა­ცხე­ლი­ას ქა­ლიშ­ვი­ლის ინ­ტერ­ვიუ სკან­და­ლუ­რი ფო­ტო­ე­ბის გავ­რცე­ლე­ბის შემ­დეგ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

ერეკლე დეისაძის წერილი მამა პეტრეს 13 წლის ქალიშვილს

ერეკლე დეისაძის წერილი მამა პეტრეს 13 წლის ქალიშვილს

"ერეკლემ მარიამს წერილი გამოუგზავნა. ისინი მეგობრობენ. მარიმ ჯერ არ იცის და ჩემი კედლიდან გაეცნობა...", - წერს მამა პეტრე "ფეისბუქზე" და ერეკლე დეისაძის წერილს აქვეყნებს სახელწოდებით "ჩვენ და ციციკორეები".

"მე ახლოს ვიცნობ მარიამს, ის ჩემი მეგობარია, ვიცნობ მის ოჯახს, მამამისს რომელიც ერთ ერთი ნათელი წერტილია დღევანდელი ეკლესიის წიაღში, იმ ეკლესიის რომელმაც არასწორი პოლიტიკის გამო ბევრი ღირსეული შვილი დაკარგა, მათ ეშინიათ თავისუფლების, არადა მე ასე მასწავლეს, რომ როდესაც შენში თავისუფლებას ზღუდავენ, ზღუდავენ ქრისტეს. მარიამის დახასიათება ყველაზე ლაკონურად ამ ორი სიტყვით შემიძლია, თავისუფალი და ლაღი. როდესაც ინტერნეტსივრცე მისი უწყინარი ფოტოების ირგვლივ ატეხილმა აჟიოტაჟმა მოიცვა, ნატვრის ხე გამახსენდა, ძალიან მარტივია სხვისი ცხოვრებით დაინტერესდე, როდესაც საკუთარი არ გაგაჩნია, თანაც როცა იმ საზოგადოების წევრი ხარ რომელიც მუდმივად მსხვერპლის ძიებაშია და კბილების ღრჭენით ელოდება ახალ საკბილოს, სულ ერთია ის მარიამი იქნება თუ სხვა. მე ახლოს ვიცნობ მათ, ვიცი მათი ფსიქოლოგია, მათი ფეისბუქის კედლებიც ვიცი, ხატებითა და წმინდა მამების გამონათქვამებით რომ აქვთ აჭრელებული, ეს სხვა მართლმადიდებლობაა. ამ მართლმადიდებლობის შემოქმედებზე ვაჟა–ფშაველა 1906 წელს წერდა:

"გაიძროთ ანაფორები, შეიკრიჭოთ თმები და გამოეწყოთ „პინჯაკებში“, „შტაცკურად“, მაშინ სულ სხვა მნიშვნელობას მივცემთ თქვენს რევოლუციონერობას. დღეს კი თუმცა ყველაფერს კარგს, უკეთესს, სასარგებლოს ბრძანებთ, მაგრამ ბოლოს ჩვენთვის სამავნებლო იქნება. თქვენს წოდებას პროგრესიული აზრების ქადაგებით მკვიდრად ბოძებს უდგამთ და მომავალ ცხოვრებას ეგ არ შეჰფერის, არც შეჰშვენის; ახალმა ცხოვრებამ სრულიად სხვა გზა და დანიშნულება უნდა მისცეს თქვენს წოდებას, მშობლიური მამობრივი მზრუნველობა უნდა ჩამოგყაროსთ, თქვენ აღზრდის საქმეში, სკოლებში ადგილი აღარ გექნებათ, რათა უკუღმა არ მომართოთ თქვენი ყოვლად შემძლებელი ენა. მომავალი ცხოვრება თქვენ პროგრესიულ ელემენტად ვერ ჩაგთვლისთ. დიაღ, ვერ ჩაგთვლისთ, ვიდრე სამღვთო წერილის მცნებათა თავისებურად გამოყენებაზე ხელს არ აიღებთ და არ მოიშლით მეჭურჭლის ხელობას, რომელიც ქოთანს საითაც ჰნებავს, ყურს იქით მოაბამს…"

მამა პეტრემ კარგად იცის რას გულისხმობდა ვაჟა, სწორედ ამიტომ არ ჰგავს სხვებს, ვერც მარიამი ვერ იქნება სხვანაირი, მან კარგად იცის თავისუფლების და სიყვარულის მნიშვნელობა, ჩემთვის მათი ურთიერთობა სამაგალითოა.

მავანი კი ცდილობს ამ ფოტოებით მამა პეტრეს სახელი შებღალოს. მე როგორც ამ ინსტიტუციის მიმართ კრიტიკულად განწყობილ ქრისტიანს, გულწრფელად მჯერა რომ პეტრესნაირი ადამიანების დამსახურებაა რომ ეკლესიას ჯერ კიდევ შემორჩა პროგრესულად მოაზროვნე მცირე მაგრამ მნიშვნელოვანი ნაწილი, ისეთები რომლებსაც არ აშინებთ სხვისი სექსუალურ–რელიგიური ორიენტაცია რადგან საკუთარს კარგად იცნობენ და ამის გამო არავის უპირებენ ჩაქოლვას.

კიდევ ბევრჯერ ვიხილავდი მარიამის მსგავსი ტიპის ფოტოებს, რადგან სილამაზის აღქმის ნიჭი ბავშვობიდან მაქვს, ციციკორეები კი ყოველთვის იქნებიან მსხვერპლის მოლოდინში და ერთ მშვენიერ დღეს აღმოაჩენენ რომ თავად არიან იმ მენტალობის მსხვერპლნი, რომლითაც სხვები ვერ მოწამლეს.

როცა ტალახს გესვრიან, ეს ნიშნავს რომ სუფთად ცხოვრობ.

ჩვენ ტალახის არ გვეშინია!", - წერს ერეკლე დეისაძე.

დაგაინტერესებთ|"არ მინდოდა მოდელობა, მაგრამ მამის ხათრით დავიწყე" - მამა პეტრე კვარაცხელიას ქალიშვილის ინტერვიუ სკანდალური ფოტოების გავრცელების შემდეგ

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია