თბილისში ბულგარელი თაღლითი დააკავეს, რომელმაც მოქალაქეთა მოტყუებით 1600,20 ევრო მიითვისა

თბილისში ბულგარელი თაღლითი დააკავეს, რომელმაც მოქალაქეთა მოტყუებით 1600,20 ევრო მიითვისა

სამართალდამცავებმა თაღლითობის ფაქტზე ბულგარეთის მოქალაქე დააკავეს. როგორც შსს-ში აცხადებენ, შსს თბილისის მთავარი სამმართველოს, ვეკე-საბურთალოს სამმართველოს მე-5 განყოფილების თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ სამძებრო ღონისძიების შედეგად 1954 წელს დაბადებული ბულგარეთის მოქალაქე მიხაილ დ. თბილისში დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებული კუპიურების დათვლის დროს თაღლითურად ატყუებდა ვალუტის გადამცვლელი ჯიხურის მოლარე ოპერატორებს, რა დროსაც მან 1600,20 ევრო მიითვისა.

გამოძიება თაღლითობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ" ქვ/პუნქტით.)

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ