სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"იმქვეყნიური ჯოჯოხეთი ჩვენ ვეღარ გაგვაკვირვებს, სისოცხლეშივე ჯოჯოხეთში ვცხოვრობთ"
"იმქვეყნიური ჯოჯოხეთი ჩვენ ვეღარ გაგვაკვირვებს, სისოცხლეშივე ჯოჯოხეთში ვცხოვრობთ"

სამ­ტრე­დი­ა­ში, ყო­ფი­ლი სა­ა­ვად­მყო­ფოს შე­ნო­ბა­ში, 2013 წელს ლტოლ­ვილ­თა და გან­სახ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტროს მიერ შე­სახ­ლე­ბუ­ლი 45 ოჯა­ხი გა­სახ­ლე­ბას ითხოვს. ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დროს დევ­ნი­ლე­ბი­სათ­ვის გა­და­ცე­მუ­ლი ფარ­თი, შე­საძ­ლოა, ნე­ბის­მი­ერ დროს და­ინ­გრეს. რო­გორც ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი აცხა­დე­ბენ, ორ­სარ­თუ­ლი­ა­ნი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კორ­პუ­სი ე.წ. გიფ­სო კარ­დო­ნით არის აგე­ბუ­ლი და ნეს­ტის­გან მთლი­ა­ნად დალ­პა. ასე­ვე აყ­რი­ლია ია­ტა­კი და ჭე­რი­დან წყა­ლი ჩა­მო­დის.

"კედ­ლე­ბი დალ­პა, ჭე­რი­დან წყა­ლი ჩა­მო­დის, ონ­კან­ში წყა­ლი არ მო­დის, სახ­ლში კი­დევ ლეღ­ვის ხე­ე­ბი ამო­დის. ნე­ბის­მი­ერ დროს შე­იძ­ლე­ბა შე­ნო­ბა და­ინ­გრეს. სახ­ლის გა­სა­ღე­ბი კა­მე­რე­ბის წინ მა­შინ­დელ­მა მი­ნის­ტრმა დათო და­რახვე­ლი­ძემ რომ მომ­ცა, მა­შინ­ვე სახ­ლში ავე­დი და ონ­კა­ნი რომ მო­ვუშ­ვი, წყა­ლი არ წა­მო­ვი­და, ვი­ფიქ­რე ახ­ლა­ვე ჩა­ვალ და ვე­ტყვი-თქო, მაგ­რამ კა­მე­რე­ბის წინ პო­ზი­ო­რო­ბა უკვე დას­რუ­ლე­ბუ­ლი ჰქონ­და და წა­სუ­ლი დამ­ხვდა", - აცხა­დებს კორ­პუ­სის მკვიდ­რი.

დევ­ნი­ლე­ბის­თვის სა­ცხოვ­რებ­ლად გა­და­ცე­მუ­ლი უვარ­გი­სი კორ­პუ­სი აფხა­ზე­თი­დან იძუ­ლე­ბით გა­და­ად­გი­ლე­ბუ­ლი პი­რე­ბის ერ­თა­დერ­თი პრობ­ლე­მა არ არის. კორ­პუს­თან ახ­ლოს ინ­ფექ­ცი­უ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს ყო­ფი­ლი შე­ნო­ბაა, რო­მე­ლიც დან­გრე­უ­ლია, ნან­გრე­ვებ­ზე კი ეკალ-ბარ­დე­ბია ამო­სუ­ლი.

"სახ­ლში გვე­ლე­ბი, ვირ­თხე­ბი და მწე­რე­ბი ისე შე­მო­დი­ან, თით­ქოს და არა­ფე­რი. იმ­ქვეყ­ნი­უ­რი ჯო­ჯო­ხე­თი ჩვენ ვე­ღარ გაგ­ვაკ­ვირ­ვებს, სი­სო­ცხლე­ში­ვე ჯო­ჯო­ხეთ­ში ვცხოვ­რობთ,"- აცხა­დე­ბენ დევ­ნი­ლე­ბი.

იხი­ლეთ ვრცლად

topnews.com.ge

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

"იმქვეყნიური ჯოჯოხეთი ჩვენ ვეღარ გაგვაკვირვებს, სისოცხლეშივე ჯოჯოხეთში ვცხოვრობთ"

"იმქვეყნიური ჯოჯოხეთი ჩვენ ვეღარ გაგვაკვირვებს, სისოცხლეშივე ჯოჯოხეთში ვცხოვრობთ"

სამტრედიაში, ყოფილი საავადმყოფოს შენობაში, 2013 წელს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს მიერ შესახლებული 45 ოჯახი გასახლებას ითხოვს. ახალი ხელისუფლების დროს დევნილებისათვის გადაცემული ფართი, შესაძლოა, ნებისმიერ დროს დაინგრეს. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, ორსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი ე.წ. გიფსო კარდონით არის აგებული და ნესტისგან მთლიანად დალპა. ასევე აყრილია იატაკი და ჭერიდან წყალი ჩამოდის.

"კედლები დალპა, ჭერიდან წყალი ჩამოდის, ონკანში წყალი არ მოდის, სახლში კიდევ ლეღვის ხეები ამოდის. ნებისმიერ დროს შეიძლება შენობა დაინგრეს. სახლის გასაღები კამერების წინ მაშინდელმა მინისტრმა დათო დარახველიძემ რომ მომცა, მაშინვე სახლში ავედი და ონკანი რომ მოვუშვი, წყალი არ წამოვიდა, ვიფიქრე ახლავე ჩავალ და ვეტყვი-თქო, მაგრამ კამერების წინ პოზიორობა უკვე დასრულებული ჰქონდა და წასული დამხვდა", - აცხადებს კორპუსის მკვიდრი.

დევნილებისთვის საცხოვრებლად გადაცემული უვარგისი კორპუსი აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირების ერთადერთი პრობლემა არ არის. კორპუსთან ახლოს ინფექციური საავადმყოფოს ყოფილი შენობაა, რომელიც დანგრეულია, ნანგრევებზე კი ეკალ-ბარდებია ამოსული.

"სახლში გველები, ვირთხები და მწერები ისე შემოდიან, თითქოს და არაფერი. იმქვეყნიური ჯოჯოხეთი ჩვენ ვეღარ გაგვაკვირვებს, სისოცხლეშივე ჯოჯოხეთში ვცხოვრობთ,"- აცხადებენ დევნილები.

იხილეთ ვრცლად

topnews.com.ge

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა