"ჩემი მეუღლე და ნოდარ დუმბაძე მართლაც ერთ საკანში ისხდნენ..." - ვინ იყო ლიმონა სინამდვილეში?!

"ჩემი მეუღლე და ნოდარ დუმბაძე მართლაც ერთ საკანში ისხდნენ..." - ვინ იყო ლიმონა სინამდვილეში?!

"ნაციონალური მოძრაობის " ერთ-ერთი ლიდერი, პარლამენტარი დავით დარჩიაშვილი,"ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე მწერალ ნოდარ დუმბაძეს აკრიტიკებს და წერს: "ახლა ფბ-ზე, ვიღაც აშეარებს "თეთრი ბაირაღებიდან "პასაჟებს და წერს, გენიალურიაო. ვიღაც ულაიქებს, აბა, რა ავუხსნა, როგორ გავაგებინო, რომ ამ სიტყვების, პასაჟების დამწერი ნოდარ დუმბაძე სცოდავდა სინდისისა და ისტორიის წინაშე. რომ ვინმე ქურდი დევდარიანის სიტყვები მდარე ტომობრიობა და პოპულიზმია: "მიტომ გჯობივარ, რომ დევდარიანი ვარ...მილიონი რომ იშოვე, მეორე რაღად გინდა..." გენაცვალეთ, "თეთრი ბაირაღები" ტიპური ქართულ-საბჭოთა ნაწარმოებია, სტალინის ფილოსოფიის გადმომცემი, რომელშიც ქურდული და კომუნისტური ლოგიკა ერწყმის ერთმანეთს. მაგრამ ეგ ხომ სკოლაში და ოჯახში უნდა ისწავლოთ". პარლამენტარის სტატუსს ქართულ ინტერნეტსივრცეში დიდი სჯაბაასი მოჰყვა, სწორედ ამ გამოხმაურებამ გაგვახსენა, რომ გაზეთ "კვირის პალიტრის" არქივში მოიპოვება სტატია ადამიანზე, რომელიც ნოდარ დუმბაძის "თეთრი ბაირაღების" პერსონაჟის ლიმონას პროტოტიპი იყო.

"კვირის პალიტრის" არქივიდან, 2001 წლის მარტი:

"შეყვარებას ვერ ვასწრებ, ძალიან მალე მიჭერენ. ... ერთი უნაყოფო კაცი ვარ, მოვკვდები და დევდარიანების ეს შტოც მოკვდება" - წუხს "თეთრი ბაირაღების" პერსონაჟი, ქურდი ლიმონა. სინამდვილეში, ილო დევდარიანმა - ლიმონას პროტოტიპმა - შეყვარებაც მოასწრო და მშვენიერი ოჯახის შექმნაც.

დღეს "თეთრი ბაირაღების" გმირის მეუღლის, ვაჟისა და ერთ-ერთი შვილიშვილის (პატარა ილო დევდარიანის) სტუმრები ვართ და მთაწმინდის კოლორიტულ უბანში სწორედ იმ ერთი ციცქნა ოთახში ვიმყოფებით, სადაც სახელგანთქმული ლიმონა ცხოვრობდა.

ციალა ჭუაძე-დევდარიანი (ილო დევდარიანის მეუღლე):

"ილო 1954 წელს გავიცანი, როცა ის 26 წლისა იყო. მთაწმინდაზე მეზობლად ვცხოვრობდით. მაშინდელი თბილისი საოცრად თბილი ქალაქი იყო, ხალხიც - ვაჟკაცური, ალერსიანი და ზრდილი. მახსოვს, ბიჭები ერთმანეთში რომ იჩხუბებდნენ, მერე აუცილებლად რიგდებოდნენ და ერთად მიდიოდნენ ხოლმე საქეიფოდ. ილოს დედა - ამაშუკელის ქალი - მთელ უბანს გვიყვარდა. დაგვსხამდა ახალგაზრდებს და ისეთ საინტერესო ამბებს გვიყვებოდა, პირდაღებულები შევცქეროდით. მის მოსმენას არაფერი სჯობდა. იმ დროს მეზობელი და ოჯახის წევრი თითქმის ერთი და იგივე იყო და ამდენად, ილოსთანაც მეტად ახლოს ვიყავი. ერთად დავდიოდით კინოში, ვთამაშობდით ლოტოს, თუმცა მეგობრობის გარდა სხვა რამ ურთიერთობა არ გვაკავშირებდა. მერე, 1956 წელს, საცხოვრებლად სხვა უბანში გადავედი და მანაც სწორედ მაშინ დამიწყო უკან დევნა. ილოს საქციელით, ცოტა არ იყოს, გაკვირვებული

დავრჩი - მანამდე მისგან ხომ არასოდეს მიგრძვნია ამგვარი ყურადღება. ცოლობაზე თავდაპირველად, რა თქმა უნდა, უარი ვუთხარი, თუმცა ილოს ფარ-ხმალი არ დაუყრია. ჩვენმა საერთო მეგობარმა, ლევიკო რამიშვილმა (ილოს მომავალმა მეჯვარემ) მითხრა: "ციალა, თუ ილოს გვერდით დაუდგები, ამით უდიდეს სიკეთეს გამოიჩენ, იცოდე, ის თვინიერი ადამიანია და ყველაფერში დაგიჯერებს. თანაც, ცოდვაა ბიჭი, გულით და სულით უყვარხარ".

განაგრძეთ კითხვა

"გიმალავთ რამეს? ვიყავით იმის ღირსი რაც გაჟღერდა?" - ვის უსაყვედურა ამირან გამყრელიძემ ბრიფინგზე

კორონავირუსის საფრთხის გამო, თბილისის თეატრები სპექტაკლების ჩვენებას აჩერებენ

დიღმის მასივში, "ლიბერთი ბანკის“ ფილიალი დააყაჩაღეს