სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
რას ყვება ჟურნალისტი, რომელმაც მესის "ქართული მესი" დაახვედრა: "ენამჭევრობითა და სიტყვაუხვობით არ გამოირჩევა, თავმდაბალი წყნარი ტიპია"
რას ყვება ჟურნალისტი, რომელმაც მესის "ქართული მესი" დაახვედრა: "ენამჭევრობითა და სიტყვაუხვობით არ გამოირჩევა, თავმდაბალი წყნარი ტიპია"

სა­ქარ­თვე­ლო­ში ალ­ბათ არც ისე ბევ­რი ადა­მი­ა­ნია, ვი­საც ლე­გენ­და­რულ ფეხ­ბურ­თელ - ლე­ო­ნელ მე­სის­თან ფოტო გა­და­უ­ღია, მი­უ­ხედ­ვად იმი­სა, რომ ის ორი დღის წინ თბი­ლის­ში იმ­ყო­ფე­ბო­და და სა­კუ­თა­რი ოს­ტა­ტო­ბით კი­დევ ერთხელ და­ატ­კბო მა­ყუ­რე­ბე­ლი. სა­უ­ბა­რია უეფა-ს სუ­პერ­თა­სის მატჩზე "ბარ­სე­ლო­ნა" - "სე­ვი­ლია", რო­მე­ლიც ბო­რის პა­ი­ჭა­ძის სა­ხე­ლო­ბის "დი­ნა­მო არე­ნა­ზე" გა­ი­მარ­თა.

მოკ­ლედ, "კვი­რის პა­ლიტ­რის" ჟურ­ნა­ლისტს, რატი შე­ლე­გი­ას ნამ­დვი­ლად აქვს სატ­რა­ბა­ხო, მის ფო­ტო­ალ­ბომ­ში მე­სის­თან გა­და­ღე­ბულ ფო­ტოს უკვე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ად­გი­ლი უჭი­რავს. თუ რო­გორ მო­ა­ხერ­ხა ეს, ამა­ზე თა­ვად გვი­ამ­ბობს.

- რატი, რო­გორ მო­ა­ხერ­ხე მე­სის­თან ფო­ტოს გადღება?

- რო­გორც აკ­რე­დი­ტი­რე­ბუ­ლი ჟურ­ნა­ლის­ტი, რა თქმა უნდა, სტა­დი­ონ­ზე ვი­ყა­ვი, ასეთ თა­მაშს ხომ ვერ გა­ვაც­დენ­დი?

თან, ისე და­ემ­თხვა, რომ "პა­ლიტ­რა L"-მა ახ­ლა­ხან გა­მოს­ცა გა­ნახ­ლე­ბუ­ლი ტი­რა­ჟით, ჟურ­ნა­ლისტ ვაჟა სი­მო­ნიშ­ვი­ლის წიგ­ნი - "მესი" და ეს ამ­ბა­ვი სწო­რედ თა­მა­შის დღეს გა­მახ­სენ­და. ვი­ფიქ­რე, მე­სიმ რა­ტომ არ უნდა იცო­დეს, რომ მას­ზე სა­ქარ­თვე­ლო­ში, ქვე­ყა­ნა­ში სა­დაც ახლა იმ­ყო­ფე­ბა, ქარ­თულ ენა­ზე წიგ­ნია გა­მო­ცე­მუ­ლი? მას­ზე და­ბეჭ­დი­ლი წიგ­ნი მე­სის არ უკ­ვირს, რად­გა­ნაც ბევ­რი და­წე­რი­ლა, მაგ­რამ იმ ქვე­ყა­ნა­ში, სა­დაც იმ წუ­თას იმ­ყო­ფე­ბო­და, უნდა სცოდ­ნო­და, რომ ის აინ­ტე­რე­სებთ, უყ­ვართ...

- მერე იდეა სის­რუ­ლე­ში რო­გორ მო­იყ­ვა­ნე?

- და­ვუ­კავ­შირ­დი სა­ქარ­თვე­ლოს ფეხ­ბურთს ფე­დე­რა­ცი­ის პრეს­ცენ­ტრს, ანუ მათ, ვი­საც ფეხ­ბურ­თე­ლებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა ეხე­ბო­დათ და ჩემი იდე­ის შე­სა­ხებ ვაც­ნო­ბე. მო­ე­წო­ნათ და გა­უ­ხარ­დათ კი­დეც, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ქარ­თულ ენა­ზე მე­სი­ზე გა­მო­ცე­მუ­ლი წიგ­ნის გა­და­ცე­მა მინ­დო­და. შემ­პირ­დნენ, რომ შე­მახ­ვედ­რებ­დნენ, წიგნს გა­დავ­ცემ­დი, ავ­ტოგ­რაფს ჩა­მო­ვარ­თმევ­დი და სა­მახ­სოვ­რო ფო­ტოს გა­და­ვი­ღებ­დი. თა­მა­შამ­დე სას­ტუმ­რო­ში და­მი­ბა­რეს.

- სას­ტუმ­რო­ში შე­გახ­ვედ­რებ­თო?

- თუ მო­ხერ­ხდე­ბო­და, სას­ტუმ­რო­ში შევ­ხვდე­ბო­დი და რამ­დე­ნი­მე წუ­თით გა­ვი­სა­უბ­რებ­დით, მაგ­რამ იქ რომ მი­ვე­დი, "ბარ­სე­ლო­ნას" გუნ­დის ერთ-ერ­თმა ხელ­მძღვა­ნელ­მა მი­თხრა, სა­ინ­ტე­რე­სო და კარ­გია, რომ მე­სი­ზე წიგ­ნი გა­მო­ი­ცა, მაგ­რამ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი თა­მა­შია და ის ახლა კონ­ცენ­ტრი­რე­ბუ­ლი მხო­ლოდ თა­მაშ­ზეა, ამი­ტომ თა­მა­შამ­დე ეს შეხ­ვედ­რა ვერ შდ­გე­ბა, მერე კი ყვე­ლა­ნა­ი­რად ვეც­დე­ბი­თო...

მატ­ჩი დამ­თავ­რდა, მე­სიმ სა­უ­კე­თე­სოდ ითა­მა­შა და სა­უ­კე­თე­სო მო­თა­მა­შედ და­სა­ხელ­და, ორი გოლი გა­ი­ტა­ნა.

- გულ­შე­მატ­კივ­რობ­დი?

- ისე­დაც ვგულ­შე­მატ­კივ­რობ­დი, მაგ­რამ გან­სა­კუთ­რე­ბით მინ­დო­და, კარ­გად ეთა­მა­შა, რომ შემ­დეგ ჩემ­თან შეხ­ვედ­რა­ზე უარი არ ეთ­ქვა. სა­ბედ­ნი­ე­როდ, ისე მოხ­და, რო­გორც მინ­დო­და. თა­მა­შის შემ­დეგ პრეს­კონ­ფე­რენ­ცია იყო, მერე ფეხ­ბურ­თე­ლე­ბი, სა­ნამ ავ­ტო­ბუს­ში ჩას­ხდე­ბი­ან, შე­რე­ულ ზო­ნა­ში გა­მო­დი­ან, სა­დაც ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი ელო­დე­ბი­ან, ვი­საც უნდა მი­მარ­თვას, თუ სურ­ვი­ლი აქვს, და­ე­ლა­პა­რა­კე­ბა კი­დეც.

მესი დიდი ენამ­ჭევ­რო­ბი­თა და სი­ტყვა­უხ­ვო­ბით არ გა­მო­ირ­ჩე­ვა, თავ­მდა­ბა­ლი წყნა­რი ტი­პია. თან, ამ­დე­ნი ყუ­რა­დღე­ბა ალ­ბათ მო­ბეზ­რე­ბუ­ლიც აქვს. მოკ­ლედ, იმ ზო­ნა­ში ვი­ყა­ვი მეც და რად­გა­ნაც შე­თან­ხმე­ბუ­ლი გახ­ლდით, მე­ნე­ჯერ­მა მი­თხრა, - წიგ­ნე­ბით დავ­ხვდი, იცის, რომ უნდა გა­დას­ცე. მთა­ვა­რია, მის­ვლა მო­ა­ხერ­ხოო და მო­ვა­ხერ­ხე. სა­ნამ ავ­ტო­ბუს­ში ავი­დო­და, ორი წუ­თით გა­ვა­ჩე­რე. ძა­ლი­ან ეჩ­ქა­რე­ბო­და, მაგ­რამ რაც მთავ­რია, წიგ­ნი გა­და­ვე­ცი, ფოტო გა­და­ვი­ღეთ და ვუ­თხა­რი, რომ ეს მას­ზე ქარ­თვე­ლის მიერ, ქარ­თულ ენა­ზე და­წე­რი­ლი წიგ­ნი იყო. მად­ლო­ბა გა­და­მი­ხა­და, ფო­ტო­ე­ბი გა­და­ვი­ღე და წა­ვი­და... თა­მა­შის შემ­დეგ გუნ­დი მა­შინ­ვე გაფ­რინ­და.

ლალი ფა­ცია

AMBEBI.GE

რე­დაქ­ცია: იხი­ლეთ ამომ­წუ­რა­ვი ინ­ფორ­მა­ცია წიგ­ნის შე­სა­ხებ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

რას ყვება ჟურნალისტი, რომელმაც მესის "ქართული მესი" დაახვედრა: "ენამჭევრობითა და სიტყვაუხვობით არ გამოირჩევა, თავმდაბალი წყნარი ტიპია"

რას ყვება ჟურნალისტი, რომელმაც მესის "ქართული მესი" დაახვედრა: "ენამჭევრობითა და სიტყვაუხვობით არ გამოირჩევა, თავმდაბალი წყნარი ტიპია"

საქართველოში ალბათ არც ისე ბევრი ადამიანია, ვისაც ლეგენდარულ ფეხბურთელ - ლეონელ მესისთან ფოტო გადაუღია, მიუხედვად იმისა, რომ ის ორი დღის წინ თბილისში იმყოფებოდა და საკუთარი ოსტატობით კიდევ ერთხელ დაატკბო მაყურებელი. საუბარია უეფა-ს სუპერთასის მატჩზე "ბარსელონა" - "სევილია", რომელიც ბორის პაიჭაძის სახელობის "დინამო არენაზე" გაიმართა.

მოკლედ, "კვირის პალიტრის" ჟურნალისტს, რატი შელეგიას ნამდვილად აქვს სატრაბახო, მის ფოტოალბომში მესისთან გადაღებულ ფოტოს უკვე მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს. თუ როგორ მოახერხა ეს, ამაზე თავად გვიამბობს.

- რატი, როგორ მოახერხე მესისთან ფოტოს გადღება?

- როგორც აკრედიტირებული ჟურნალისტი, რა თქმა უნდა, სტადიონზე ვიყავი, ასეთ თამაშს ხომ ვერ გავაცდენდი?

თან, ისე დაემთხვა, რომ "პალიტრა L"-მა ახლახან გამოსცა განახლებული ტირაჟით, ჟურნალისტ ვაჟა სიმონიშვილის წიგნი - "მესი" და ეს ამბავი სწორედ თამაშის დღეს გამახსენდა. ვიფიქრე, მესიმ რატომ არ უნდა იცოდეს, რომ მასზე საქართველოში, ქვეყანაში სადაც ახლა იმყოფება, ქართულ ენაზე წიგნია გამოცემული? მასზე დაბეჭდილი წიგნი მესის არ უკვირს, რადგანაც ბევრი დაწერილა, მაგრამ იმ ქვეყანაში, სადაც იმ წუთას იმყოფებოდა, უნდა სცოდნოდა, რომ ის აინტერესებთ, უყვართ...

- მერე იდეა სისრულეში როგორ მოიყვანე?

- დავუკავშირდი საქართველოს ფეხბურთს ფედერაციის პრესცენტრს, ანუ მათ, ვისაც ფეხბურთელებთან ურთიერთობა ეხებოდათ და ჩემი იდეის შესახებ ვაცნობე. მოეწონათ და გაუხარდათ კიდეც, რომ საქართველოში ქართულ ენაზე მესიზე გამოცემული წიგნის გადაცემა მინდოდა. შემპირდნენ, რომ შემახვედრებდნენ, წიგნს გადავცემდი, ავტოგრაფს ჩამოვართმევდი და სამახსოვრო ფოტოს გადავიღებდი. თამაშამდე სასტუმროში დამიბარეს.

- სასტუმროში შეგახვედრებთო?

- თუ მოხერხდებოდა, სასტუმროში შევხვდებოდი და რამდენიმე წუთით გავისაუბრებდით, მაგრამ იქ რომ მივედი, "ბარსელონას" გუნდის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა მითხრა, საინტერესო და კარგია, რომ მესიზე წიგნი გამოიცა, მაგრამ მნიშვნელოვანი თამაშია და ის ახლა კონცენტრირებული მხოლოდ თამაშზეა, ამიტომ თამაშამდე ეს შეხვედრა ვერ შდგება, მერე კი ყველანაირად ვეცდებითო...

მატჩი დამთავრდა, მესიმ საუკეთესოდ ითამაშა და საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა, ორი გოლი გაიტანა.

- გულშემატკივრობდი?

- ისედაც ვგულშემატკივრობდი, მაგრამ განსაკუთრებით მინდოდა, კარგად ეთამაშა, რომ შემდეგ ჩემთან შეხვედრაზე უარი არ ეთქვა. საბედნიეროდ, ისე მოხდა, როგორც მინდოდა. თამაშის შემდეგ პრესკონფერენცია იყო, მერე ფეხბურთელები, სანამ ავტობუსში ჩასხდებიან, შერეულ ზონაში გამოდიან, სადაც ჟურნალისტები ელოდებიან, ვისაც უნდა მიმართვას, თუ სურვილი აქვს, დაელაპარაკება კიდეც.

მესი დიდი ენამჭევრობითა და სიტყვაუხვობით არ გამოირჩევა, თავმდაბალი წყნარი ტიპია. თან, ამდენი ყურადღება ალბათ მობეზრებულიც აქვს. მოკლედ, იმ ზონაში ვიყავი მეც და რადგანაც შეთანხმებული გახლდით, მენეჯერმა მითხრა, - წიგნებით დავხვდი, იცის, რომ უნდა გადასცე. მთავარია, მისვლა მოახერხოო და მოვახერხე. სანამ ავტობუსში ავიდოდა, ორი წუთით გავაჩერე. ძალიან ეჩქარებოდა, მაგრამ რაც მთავრია, წიგნი გადავეცი, ფოტო გადავიღეთ და ვუთხარი, რომ ეს მასზე ქართველის მიერ, ქართულ ენაზე დაწერილი წიგნი იყო. მადლობა გადამიხადა, ფოტოები გადავიღე და წავიდა... თამაშის შემდეგ გუნდი მაშინვე გაფრინდა.

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

რედაქცია: იხილეთ ამომწურავი ინფორმაცია წიგნის შესახებ

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია