სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
სიჭინავას ეპოქის დასასრული სფფ-ში? - "თურმე არაფერი გამიკეთებია ფეხბურთში და არ მინდა, ფედერაცია იქნება თუ კლუბი, იქაც "გავაფუჭო" საქმე"
სიჭინავას ეპოქის დასასრული სფფ-ში? - "თურმე არაფერი გამიკეთებია ფეხბურთში და არ მინდა, ფედერაცია იქნება თუ კლუბი, იქაც "გავაფუჭო" საქმე"

სა­ქარ­თვე­ლოს ფეხ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტი ზვი­ად სი­ჭი­ნა­ვა არ გა­მო­რი­ცხავს, რომ მო­მა­ვალ არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა არ მი­ი­ღოს და ზუგ­დიდ­ში დაბ­რუნ­დეს.

რო­გორც ზვი­ად სი­ჭი­ნა­ვამ "კვი­რის პა­ლიტ­რის­თვის" მი­ცე­მულ ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­ნა­ცხა­და, ჯერ არ აქვს გა­და­წყვე­ტი­ლი, დარ­ჩე­ბა თუ არა ფეხ­ბურთში.

"დავ­რჩე­ბი თუ არა ფეხ­ბურთში? არ ვიცი. თურ­მე არა­ფე­რი გა­მი­კე­თე­ბია ფეხ­ბურთში და არ მინ­და, ფე­დე­რა­ცია იქ­ნე­ბა თუ კლუ­ბი, იქაც "გა­ვა­ფუ­ჭო" საქ­მე. ალ­ბათ, და­ვუბ­რუნ­დე­ბი მშობ­ლი­ურ ზუგ­დიდს, სა­დაც ბევ­რი რამ არის გა­სა­კე­თე­ბე­ლი.

რო­გორც სი­ჭი­ნა­ვა აღ­ნიშ­ნავს, იგი ფეხ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტის პოსტზე მხარს და­უ­ჭერს ნე­ბის­მი­ერ კან­დი­დატს, ვი­საც სა­ხელ­მწი­ფო 250 მი­ლი­ონ ლარს ან­დობს.

"სპორ­ტი­სა და ახალ­გაზ­რდო­ბის საქ­მე­თა მი­ნის­ტრმა თქვა, რომ ქარ­თულ ფეხ­ბურთში 250 მი­ლი­ო­ნი ლა­რის ჩა­დე­ბა იგეგ­მე­ბა! მე არა ვარ ქარ­თუ­ლი ფეხ­ბურ­თის მტე­რი და მხარს და­ვუ­ჭერ ნე­ბის­მი­ერ კან­დი­დატს, ვი­საც სა­ხელ­მწი­ფო ამ­ხე­ლა თან­ხას ან­დობს. რე­ა­ლუ­რი პრო­ექ­ტია თუ არა? ამის გა­და­მოწ­მე­ბა მარ­ტი­ვია: სექ­ტემ­ბერ­ში პარ­ლა­მენ­ტში მო­მა­ვა­ლი წლის ბი­უ­ჯე­ტის პრო­ექ­ტი შევა და როცა წა­ვი­კი­თხავ, რომ 2016 წელს ქარ­თუ­ლი ფეხ­ბურ­თის გან­ვი­თა­რე­ბის­თვის 250 მი­ლი­ო­ნია გან­სა­ზღვრუ­ლი, ორი­ვე ხე­ლით და­ვუ­ჭერ მხარს სა­ხელ­მწი­ფოს ფა­ვო­რიტ კან­დი­დატს. ბი­უ­ჯეტ­ში 250 მი­ლი­ო­ნის ამ­ბავს რომ წა­ვი­კი­თხავ და მე­ტყვი­ან, სა­ხელ­მწი­ფო ამ თან­ხას პეტ­რე პეტ­რი­აშ­ვილს ან­დობ­სო, მა­შინ­ვე პეტ­რე პეტ­რი­აშ­ვი­ლის დრო­შას და­ვი­ჭერ! მე ვე­რა­ფე­რი გა­ვა­კე­თე? მხარს ვუ­ჭერ კაცს, რო­მე­ლიც 250 მი­ლი­ონს მო­ი­ტანს ქარ­თულ ფეხ­ბურთში! როცა ეს ყვე­ლა­ფე­რი და­ზუს­ტე­ბით იქ­ნე­ბა გა­და­წყვე­ტი­ლი, პრე­ზი­დენ­ტო­ბის სხვა მსურ­ვე­ლებს ვურ­ჩევ, კა­ცო­ბა გა­მო­ი­ჩი­ნონ და კან­დი­და­ტუ­რა მოხ­სნან. სა­ხელ­მწი­ფო მე ნამ­დვი­ლად არ მან­დობს 250 მი­ლი­ონს", - გა­ნა­ცხა­და სი­ჭი­ნა­ვამ.

მისი თქმით, სუ­პერ­თა­სის შემ­დეგ "უეფა-სთან ან­გა­რი­შის გა­ას­წო­რებს, აგ­ვის­ტოს ბო­ლოს­თვის კი აღ­მას­კო­მს მო­ვიწ­ვევს და არ­ჩევ­ნე­ბი და­ი­ნიშ­ნე­ბა".

იხი­ლეთ ინ­ტერ­ვიუ სრუ­ლად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

სიჭინავას ეპოქის დასასრული სფფ-ში? - "თურმე არაფერი გამიკეთებია ფეხბურთში და არ მინდა, ფედერაცია იქნება თუ კლუბი, იქაც "გავაფუჭო" საქმე"

სიჭინავას ეპოქის დასასრული სფფ-ში? - "თურმე არაფერი გამიკეთებია ფეხბურთში და არ მინდა, ფედერაცია იქნება თუ კლუბი, იქაც "გავაფუჭო" საქმე"

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა არ გამორიცხავს, რომ მომავალ არჩევნებში მონაწილეობა არ მიიღოს და ზუგდიდში დაბრუნდეს.

როგორც ზვიად სიჭინავამ "კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, ჯერ არ აქვს გადაწყვეტილი, დარჩება თუ არა ფეხბურთში.

"დავრჩები თუ არა ფეხბურთში? არ ვიცი. თურმე არაფერი გამიკეთებია ფეხბურთში და არ მინდა, ფედერაცია იქნება თუ კლუბი, იქაც "გავაფუჭო" საქმე. ალბათ, დავუბრუნდები მშობლიურ ზუგდიდს, სადაც ბევრი რამ არის გასაკეთებელი.

როგორც სიჭინავა აღნიშნავს, იგი ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტზე მხარს დაუჭერს ნებისმიერ კანდიდატს, ვისაც სახელმწიფო 250 მილიონ ლარს ანდობს.

"სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა თქვა, რომ ქართულ ფეხბურთში 250 მილიონი ლარის ჩადება იგეგმება! მე არა ვარ ქართული ფეხბურთის მტერი და მხარს დავუჭერ ნებისმიერ კანდიდატს, ვისაც სახელმწიფო ამხელა თანხას ანდობს. რეალური პროექტია თუ არა? ამის გადამოწმება მარტივია: სექტემბერში პარლამენტში მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი შევა და როცა წავიკითხავ, რომ 2016 წელს ქართული ფეხბურთის განვითარებისთვის 250 მილიონია განსაზღვრული, ორივე ხელით დავუჭერ მხარს სახელმწიფოს ფავორიტ კანდიდატს. ბიუჯეტში 250 მილიონის ამბავს რომ წავიკითხავ და მეტყვიან, სახელმწიფო ამ თანხას პეტრე პეტრიაშვილს ანდობსო, მაშინვე პეტრე პეტრიაშვილის დროშას დავიჭერ! მე ვერაფერი გავაკეთე? მხარს ვუჭერ კაცს, რომელიც 250 მილიონს მოიტანს ქართულ ფეხბურთში! როცა ეს ყველაფერი დაზუსტებით იქნება გადაწყვეტილი, პრეზიდენტობის სხვა მსურველებს ვურჩევ, კაცობა გამოიჩინონ და კანდიდატურა მოხსნან. სახელმწიფო მე ნამდვილად არ მანდობს 250 მილიონს", - განაცხადა სიჭინავამ.

მისი თქმით, სუპერთასის შემდეგ "უეფა-სთან ანგარიშის გაასწორებს, აგვისტოს ბოლოსთვის კი აღმასკომს მოვიწვევს და არჩევნები დაინიშნება".

იხილეთ ინტერვიუ სრულად

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია