რუსეთ-საქართველოს ომის შვიდ წლისთავთან დაკავშირებით რუსეთის პრემიერ-მინისტრი დიმიტრი მედვედევი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე კომენტარს აქვეყნებს.
"სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ საქართველოს სამხედრო აგრესიიდან შვიდი წელი გავიდა. 2008 წლის 8 აგვისტოს დილით ადრე საქართველოს არმია ცხინვალში საცხოვრებელ სახლებს, საავადმყოფოებს და სკოლებს თავს დაესხა მძიმე არტილერიით, ტანკებითა და ავიაციით. ათასობით ადამიანი დაიღუპა და დაშავდა რამდენიმე საათის განმავლობაში, მათ შორის რუსი მშვიდობისმყოფელებიც, რომელთა მისიაც გაერო-ს მანდატის შესაბამისად მშვიდობის უზრუნველყოფა იყო. მათი მკვლელობა იყო საერთაშორისო კანონმდებლობის უხეში დარღვევა და საზარელი დანაშაული. რუსეთის პასუხი იყო მკაცრი, თუმცა ადეკვატური და ეროვნული და საერთაშორისო კანონმდებლობის პრინციპებისა და ნორმების შესაბამისი"-წერს მედვედევი.
მისივე ინფორმაციით, "რუსეთის მთავარი მიზანი მეტი მსხვერპლისა და ჰუმანიტარული კატასტროფის თავიდან აცილება იყო".
"ჩვენი ქვეყანა ყოველთვის მიისწრაფოდა კავკასიაში მშვიდობისკენ. დღეს ჩვენ ვეხმარებით აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს სტაბილური და უსაფრთხო გარემოს მშენებლობაში. ბოლო მოვლენებმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ შიდა კონფლიქტების მშიდობიანი გზით მოგვარება არის ერთადერთი გზა ერებისა და სახელმწიფოების შესანარჩუნებლად", - დაწერა "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე დიმიტრი მედვედევმა.