გორელი ქალბატონი სოფიო მურადოვი, რომლის ომის დროს გადაღებულმა დრამატულმა ფოტომ მსოფლიო მოიარა, დახმარებას ითხოვს. სოფიო მურადოვი ინტერნეტგამოცემა "ნიუპოსტთან" საუბრისას გაუსაძლის სოციალურ მდგომარეობაზე საუბრობს და დახმარებას ითხოვს. როგორც ინტერნეტგამოცემა წერს, ის ამ დროისათვის საწოლს არის მიჯაჭვული მას ეტლიც კი არ აქვს, რომ სახლში გადაადგილება შეძლოს.
"თებერვალში მომცეს და მაისში მომიხსნეს დახმარება, არც ციფრული სიგნალის მიმღები აპარატი მომცეს და ახლა ტელევიზორსაც კი ვეღარ ვუყურებ, რა გავაკეთო? სახლის ტყვე ვარ, დავღალე ჩემი შვილი. პენსია მაქვს მხოლოდ და ისიც საჭმელში და წამალში უნდა მეყოს", -ამბობს სოფიო მურადოვი.
The woman from Gori whose wartime photo has shaken the world is now bedridden and asks for help