რა სიმპტომებით ამოვიცნოთ ინფარქტი ერთი თვით ადრე

რა სიმპტომებით ამოვიცნოთ ინფარქტი ერთი თვით ადრე

იცით, რომ თანამედროვე სამყაროში სიკვდილიანობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ინფარქტი გახდა?

ქრონიკული გამოუძინებლობა, არაჯანსაღი საკვები, მავნე ჩვევები ინფარქტის გახშირების მიზეზია. არ მოგიწოდებთ ჯანსაღი ცხოვრებისკენ და არც ნერიულობის შემცირებაზე. გაგაცნობთ სიმპტომებს, რასაც შეიძლება ინფარქტი მოჰყვეს.

1. გადაღლილობა

როცა არტერია იკუმშება, გულს ნაკლები სისხლი მიეწოდება, რაც ართულებს გულ-სისხლძარღვთა სისტემის მუშაობას და ამის პირველი სიმპტომი მუდმივი დაღლილობისა და უძილობის შეგრძნებაა.

2. არასწორი სუნთქვა

თუ გული სისხლის არასაკმარის რაოდენობას იღებს, ფილტვები ჟანგბადით არასათანადოდ მარაგდება. ეს ორი სისტემა ერთმანეთზეა დამოკიდებული. ამიტომ, თუ საკუთარ თავს არათანაბარი სუნთქვა შეამჩნიეთ, სასწრაფოდ ჩაეწერეთ ექიმთან კონსულტაციაზე.

3. სისუსტე

თუ მთელ სხეულში გრძნობთ სისუსტეს, არტერიები სისხლით არასაკმარისად მარაგდება. კუნთოვანი მასა ვერ ღებულობს საკმარის ჟანგბადსა და სასარგებლო ნივთიერებებს. თუ უმიზეზო სისუსტე დიდი ხანია შეამჩნიეთ საკუთარ თავს, სასწრაფოდ გაესინჯეთ კარდიოლოგს.

4. თავბრუსხვევა და ცივი ოფლი

თუ ხშირად გასხამთ ცივი ოფლი და თავბრუსხვევით იტანჯებით, ამ სიმპტომებს უყურადღებოდ ნუ დატოვებთ.

განაგრძეთ კითხვა

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს