სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
ჯარისკაცის მამა - კაცი, რომელმაც ბრძოლის ველზე შვილების ძებნისას ხუთი ჯარისკაცი გადაარჩინა
ჯარისკაცის მამა - კაცი, რომელმაც ბრძოლის ველზე შვილების ძებნისას ხუთი ჯარისკაცი გადაარჩინა

ყვე­ლა ომს მო­აქვს ისე­თი ამ­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც სა­მუ­და­მოდ რჩე­ბა. აგ­ვის­ტოს ომის შემ­დე­გაც მე­ომ­რე­ბი ხში­რად იხ­სე­ნებ­დნენ ჯა­რის­კა­ცის მა­მას, რო­მე­ლიც ბრძო­ლის ველ­ზე თა­ვის შვი­ლებს და­ე­ძებ­და და ამ დროს ხუთი ჯა­რის­კა­ცის სი­ცო­ცხლე გა­და­არ­ჩი­ნა... "კვი­რის პა­ლიტ­რამ" 2012 წელს მი­აკ­ვლია ჩვე­ნი დრო­ის ჯა­რის­კა­ცის მა­მას თა­მაზ მე­თაფ­ლიშ­ვილს. გთა­ვა­ზობთ მის სუ­ლის­შემ­ძვრელ ის­ტო­რი­ას "კვი­რის პა­ლიტ­რის" არ­ქი­ვი­დან:

თა­მაზ მე­თაფ­ლიშ­ვი­ლი:

- შე­ი­ა­რა­ღე­ბულ ძა­ლებ­ში 1996 წლი­დან ვმსა­ხუ­რობ. 2002 წლი­დან სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის მძღო­ლად ვმუ­შა­ობ­დი, 2008 წლის აგ­ვის­ტო­ში თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს მე­სა­მე ბრი­გა­დის 33-ე ბა­ტა­ლი­ო­ნის სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის მძღო­ლი ვი­ყა­ვი. ბრი­გა­და მა­შინ ქუ­თა­ის­ში იდგა.

5 აგ­ვის­ტოს საბ­რძო­ლო მზად­ყოფ­ნის შე­სა­ხებ ბრძა­ნე­ბა მი­ვი­ღეთ. მან­ქა­ნებ­ში ჩავ­სხე­დით და ბა­ზის და­ტო­ვე­ბის ნი­შანს და­ვე­ლო­დეთ. ვი­ცო­დით, რომ ცხინ­ვალ­ში მივ­დი­ო­დით. მო­სა­ლოდ­ნელ ომ­ზეც გვქონ­და ლა­პა­რა­კი, თუმ­ცა რას ვი­ფიქ­რებ­დით, ფაქ­ტის წი­ნა­შე თუ დავ­დგე­ბო­დით. ერ­თმა­ნეთს ვე­უბ­ნე­ბო­დით, თუ რამე იქ­ნე­ბა, უკან არა­ვინ და­ვი­ხევ­თო. 6 აგ­ვის­ტოს, დი­ლით, ბრი­გა­დამ ბა­ზის და­ტო­ვე­ბა ეტა­პობ­რი­ვად და­ი­წყო. ეს მთე­ლი დღე გრძელ­დე­ბო­და. გზა­ზე, ზეს­ტა­ფონ­ში, ხალ­ხი ქუ­ჩა­ში იყო გა­მო­სუ­ლი და გა­მარ­ჯვე­ბის შე­ძა­ხი­ლე­ბით გვხვდე­ბო­და. ზოგი სი­გა­რეტს გვაწ­ვდი­და, ზოგი მი­ნე­რა­ლურ წყალს, ყვე­ლას უხა­რო­და. გზა­დაგ­ზა ბი­ჭე­ბი მან­ქა­ნებს აჩე­რებ­დნენ, გად­მო­დი­ოდ­ნენ, გვე­სალ­მე­ბოდ­ნენ, ხე­ლის ჩა­მორ­თმე­ვას და გამ­ხნე­ვე­ბას ცდი­ლობ­დნენ. წინ ერთი მან­ქა­ნა გა­დაგ­ვიდ­გა, იქი­დან ხნი­ე­რი, მთა­სა­ვით კაცი გად­მო­ვი­და, ხე­ლე­ბი გა­შა­ლა, თით­ქოს მთე­ლი სამ­ხედ­რო კო­ლო­ნის გულ­ში ჩაკ­ვრა უნ­დაო და - თქვენ გე­ნაც­ვა­ლეთ, ბი­ჭე­ბოო, და­ი­გუ­გუ­ნა. იმ კა­ცის ხმა ახ­ლაც ჩა­მეს­მის. გორ­ში რომ შე­ვე­დით, ჟრუ­ან­ტელ­მა და­მი­ა­რა - მთე­ლი ქა­ლა­ქი გა­რეთ იყო გა­მო­ფე­ნი­ლი (მე თა­ვად გო­რის რა­ი­ო­ნი­დან ვარ, სო­ფელ ხი­დის­თა­ვი­დან). ჯა­რის და­ნახ­ვა­ზე ხალ­ხი ტი­რო­და. ქა­ლე­ბი ხმა­მაღ­ლა გვლო­ცავ­დნენ და შინ მშვი­დო­ბით დაბ­რუ­ნე­ბას გვი­სურ­ვებ­დნენ, ცრემ­ლმო­რე­უ­ლი კა­ცე­ბი რომ შევ­ნიშ­ნე, თავი ვერც მე შე­ვი­კა­ვე, ჩემს ექიმს რომ გა­დავ­ხე­დე, ცრემ­ლი მა­საც მო­რე­ო­და. ის დღე არა­სო­დეს და­მა­ვი­წყდე­ბა...

ჩემი ორი ვა­ჟიც ჩემ­თან ერ­თად მე­სა­მე ბრი­გა­და­ში მსა­ხუ­რობ­და. ლე­ვა­ნი 31-ე ბა­ტა­ლი­ონ­ში მე­ტყვი­ამფრქვე­ვე იყო, გი­ორ­გი - მო­მა­რა­გე­ბის დარ­გში. გზად ვცდი­ლობ­დი, ლე­ვანს შევ­ხმი­ა­ნე­ბო­დი, სა­ტე­ლე­ფო­ნო კავ­ში­რი ჭირ­და. ბო­ლოს, გორ­ში რომ შე­ვე­დით, რო­გორ­ღაც და­ვუ­კავ­შირ­დი. მი­თხრა, - წინ მი­ვი­წევ­თო...

6 აგ­ვის­ტოს ღამე ცხინ­ვა­ლის მი­სად­გო­მებ­თან, ვაშ­ლის ბა­ღებ­ში გა­ვა­თე­ნეთ. მთე­ლი ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში ოსუ­რი მხა­რე ნი­ქოზს, შინ­დისს, ფხვე­ნისს ბომ­ბავ­და. ვა­რი­ა­ნამ­დე ყო­ვე­ლი გოჯი მიწა იბომ­ბე­ბო­და, ცა წით­ლად ვარ­ვა­რებ­და.

გამ­თე­ნი­ი­სას (7 აგ­ვის­ტო) სო­ფელ ქსუ­ის­ში (ოსურ-ქარ­თუ­ლი სო­ფე­ლი) დავ­ბა­ნაკ­დით. ჩვე­ნი ბა­ტა­ლი­ო­ნის დაზ­ვერ­ვის ოცე­უ­ლი და­საზ­ვე­რად წა­ვი­და. მათ ცე­ცხლი გა­უხ­სნეს. ერთი ჩვე­ნი ბიჭი და­ი­ღუ­პა. ეს იყო პირ­ვე­ლი მსხვერ­პლი ამ ომში. ტყვია თავ­ში მოხ­ვედ­რო­და. ჩემი მან­ქა­ნით ჩა­მო­ვიყ­ვა­ნე ტყვი­ა­ვამ­დე. მიც­ვა­ლე­ბუ­ლე­ბი ლა­ზა­რეთ­ში არ გა­დაჰ­ყავ­დათ, გზა­ში­ვე სა­მო­ქა­ლა­ქო სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის მან­ქა­ნებ­ში გა­და­ას­ვე­ნებ­დნენ და თბი­ლი­სის­კენ მიჰ­ყავ­დათ. მე­სა­მე ბრი­გა­დის სამ­ხედ­რო ჰოს­პი­ტა­ლი სო­ფელ ტი­რძნი­სის სა­ჯა­რო სკო­ლა­ში იყო გახ­სნი­ლი და დაჭ­რი­ლებს პირ­ვე­ლად სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბას სწო­რედ იქ უწევ­დნენ. უკან, ქსუ­ის­ში რომ დავ­ბრუნ­დი, ერთ სახ­ლთან ორი დაჭ­რი­ლი პირ­და­პირ მი­წა­ზე ეგდო. ახ­ლოს მი­ვე­დით.

ოსი ცოლ-ქმა­რი აღ­მოჩ­ნდა. ქალი მუ­ცელ­ში იყო დაჭ­რი­ლი. მან­ქა­ნა­ში და­ვაწ­ვი­ნეთ. კაცს ყუმ­ბა­რის ნამ­სხვრე­ვე­ბით მთე­ლი გულ-მკერ­დი გა­დახ­სნი­ლი ჰქონ­და, თუმ­ცა წვე­თი სის­ხლი არ მოს­დი­ო­და (ყუმ­ბა­რის ნამ­სხვრე­ვი იმ­დე­ნად ცხე­ლი იყო, რომ სის­ხლი შე­ა­დე­და). პირ­ვე­ლად მა­შინ ვნა­ხე,

რო­გორ მუ­შა­ობს ცო­ცხლად ადა­მი­ა­ნის გული. კაცს ვეხ­ვე­წე­ბო­დით, - მან­ქა­ნა­ში გა­და­გიყ­ვანთ, სა­კა­ცე­ზე და­წე­ქიო, მაგ­რამ უა­რობ­და, - და­წო­ლა არ მინ­და, დავ­ჯდე­ბიო. ზორ­ბა კაცი იყო. სხვა რა გზა გვქონ­და, დავ­თან­ხმდით. ტყვი­ავ­ში, გზა­ზე, ჯა­რის­კა­ცე­ბი იდ­გნენ და სამ­ხედ­რო სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის მან­ქა­ნის გა­მო­ჩე­ნა­ზე ყვი­როდ­ნენ, - დაჭ­რი­ლი თუ მკვდა­რიო. თუ მკვდარს ვე­ტყო­დით, სხვა მი­მარ­თუ­ლე­ბას გვაძ­ლევ­დნენ, დაჭ­რი­ლის შემ­თხვე­ვა­ში კი ჰოს­პი­ტალ­ში გვგზავ­ნიდ­ნენ და ისევ ხმა­მაღ­ლა ყვი­როდ­ნენ, - დაჭ­რი­ლი­აო. ყვი­რილ­ზე სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნა­ლი გა­მორ­ბო­და სა­კა­ცით, რო­დე­საც მან­ქა­ნის კა­რე­ბი გა­ვა­ღე და ექთა­ნებ­მა გულ­გა­დახ­სნი­ლი კაცი სკამ­ზე ჩა­მომ­ჯდა­რი და­ი­ნა­ხეს, ერთს გული შე­უ­წუხ­და, გა­ო­ცე­ბუ­ლი ექი­მე­ბი თვა­ლებს არ უჯე­რებ­დნენ და სთხოვ­დნენ სა­კა­ცე­ზე და­წო­ლას. დაჭ­რი­ლი მა­ინც ჯი­უ­ტობ­და, - ჩემი ფე­ხით წა­მო­ვა­ლო. მარ­თლაც თა­ვი­სი ფე­ხით მი­ვი­და სა­ო­პე­რა­ცი­ომ­დე. მერე რა ბედი ეწი­ათ, არ ვიცი.

ქსუ­ის­ში მეტი მსხვერ­პლი არ ყო­ფი­ლა. ჩვე­ნი ბა­ტა­ლი­ო­ნი ცხინ­ვალ­ში არ შე­სუ­ლა, მარ­ჯვე­ნა ფლანგზე იყო გან­ლა­გე­ბუ­ლი, თუმ­ცა ინ­ფორ­მა­ცია მი­ვი­ღეთ, რომ 31-ე ბა­ტა­ლი­ო­ნი, რო­მელ­შიც ჩემი ლე­ვა­ნი იმ­ყო­ფე­ბო­და, ალ­ყა­ში იყო მოქ­ცე­უ­ლი. ამის გა­გო­ნე­ბა­ზე მუხ­ლე­ბი მო­მეკ­ვე­თა... შემ­დეგ გა­ვარ­კვიე, რომ ლე­ვა­ნის ბა­ტა­ლი­ო­ნი სო­ფელ დმე­ნის­ში იდგა. იქაც თავ­მოყ­რი­ლი იყო ოსუ­რი მხა­რის სამ­ხედ­რო ტექ­ნი­კა. ჩემი ფიქ­რე­ბი სულ იქით იყო მი­მარ­თუ­ლი. ცოტა ხან­ში ალ­ყა­ში მოქ­ცე­ულ ბა­ტა­ლი­ონ­თან კავ­ში­რი სა­ბო­ლო­ოდ გა­წყდა. არ ვი­ცო­დი, სად იყო ჩემი მე­ო­რე ვაჟი, გი­ორ­გი. მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­მა­გე­ბი­ნეს, რომ ის ქუ­თა­ის­ში, ნა­წილ­ში და­უბ­რუ­ნე­ბი­ათ - ერთი ოჯა­ხი­დან სამი მა­მა­კა­ცის ომში ყოფ­ნა არ შე­იძ­ლე­ბაო.

8 აგ­ვის­ტოს ჩვენ­მა ბა­ტა­ლი­ონ­მა უკან და­ხე­ვის ბრძა­ნე­ბა მი­ი­ღო. გვი­თხრეს, - რუ­სუ­ლი არ­მი­ის ტან­კე­ბი შე­მო­ვიდ­ნე­ნო. რო­დე­საც ცაზე პირ­ვე­ლად რუ­სუ­ლი თვითმფრი­ნა­ვი და­ვი­ნა­ხე, თა­ვი­დან ჩვე­ნი გვე­გო­ნა და სი­ხა­რუ­ლით ტაში დავ­ცხეთ. პირ­ვე­ლად თვითმფრი­ნავ­მა ოსურ მხა­რე­ზე მთებ­ში ჩა­მო­აგ­დო ბომ­ბი. ვი­ღა­ცამ და­იყ­ვი­რა, - ნამ­დვი­ლად ჩვე­ნე­ბი არი­ა­ნო. მო­უ­ლოდ­ნე­ლად თვითმფრი­ნა­ვი შე­მობ­რუნ­და და ქსუ­ის­ში რაც კი ტექ­ნი­კა გვქონ­და, ერ­თი­ა­ნად ამო­ბუ­გა. 5 ბიჭი დაგ­ვეჭ­რა, მხო­ლოდ ტყვია-წამ­ლით დატ­ვირ­თუ­ლი "კა­მა­ზი" გა­დარ­ჩა. ჩვენ­მა ერ­თმა მძღოლ­მა, ნა­დი­რა­ძემ, - ტყვია-წა­მა­ლი მტერს რა­ტომ უნდა და­ვუ­ტო­ვო­თო... გა­და­ბუ­გულ ქსუ­ის­ში მიბ­რუნ­და, ტყვი­ე­ბის ცე­ცხლში "კა­მა­ზი" თა­ვის მან­ქა­ნას ჩა­ა­ბა და სამ­შვი­დო­ბოს გა­მო­ათ­რია.

ტყვი­ა­ვის­კენ და­ვი­ხი­ეთ. ვერ ვი­გებ­დით, რო­მე­ლი ნა­წი­ლი სად იდგა. ყვი­როდ­ნენ, - რუსი მო­დი­სო. იყო პა­ნი­კა. ჯარი ქა­ო­სუ­რად იხევ­და უკან.

ტყვი­ავ­ში გა­ვი­გე, რომ ჩემი ლე­ვა­ნის ბა­ტა­ლი­ო­ნი სო­ფელ ბრო­წლეთ­ში შე­სუ­ლი­ყო. პირ­ვე­ლად მა­შინ გა­ვი­ღი­მე (ისე­თი მძი­მე სი­ტუ­ა­ცია იყო, სი­ხა­რუ­ლის გა­მო­ხატ­ვა ვერ გავ­ბე­დე). ესე იგი, ჩემი შვი­ლი ცო­ცხა­ლი გა­და­მირ­ჩა-მეთ­ქი, - ამ სი­ტყვებს ხმა­მაღ­ლა ვყვი­რო­დი, ოღონდ გულ­ში.

ცოტა ხან­ში ლე­ვა­ნის ბა­ტა­ლი­ო­ნის ექი­მი ჩემს ექიმს და­უ­კავ­შირ­და - ბევ­რი მყავს და­ხო­ცი­ლი, და­მეხ­მა­რეთ, რამე მიშ­ვე­ლე­თო. სას­წრფოდ ბრო­წლე­თის­კენ გავ­წი­ეთ. გზა­ში ღმერ­თს ვე­მუ­და­რე­ბო­დი, - ნეტა ჩემი შვი­ლი არ იყოს მათ შო­რის-მეთ­ქი, თან მრცხვე­ნო­და, თავს ვკი­ცხავ­დი - და­ნარ­ჩე­ნე­ბიც ხომ ჩვე­ნი შვი­ლე­ბი არი­ან-მეთ­ქი... მაგ­რამ ემო­ცი­ებს ვერ ვე­რე­ო­დი; მე ხომ მამა ვი­ყა­ვი, რო­მელ­საც, შე­საძ­ლოა, რამ­დე­ნი­მე წუ­თის მერე სა­კუ­თა­რი შვი­ლი მკვდა­რი ენა­ხა...

ბრო­წლე­თამ­დე სულ რამ­დე­ნი­მე კი­ლო­მეტ­რი იყო, თუმ­ცა ჩემ­თვის გზა უსაშ­ვე­ლოდ გაგ­რძელ­და. ფიქ­რებ­ში წა­სუ­ლი შვე­ულმფრე­ნის გუ­გუნ­მა გა­მო­მარ­კვია. ძა­ლი­ან ახ­ლოს იყო, რომ იტყვი­ან, "ზედ გვაჯ­და". მე და ჩემი ექი­მი ყო­ველ წუთს სიკ­ვდილს ვე­ლო­დით, მაგ­რამ არ გავ­ჩე­რე­ბულ­ვართ, გზას მა­ინც გან­ვაგ­რძობ­დით, ნა­ხე­ვა­რი გზა ის შვე­ულმფრე­ნი თავს დაგვტრი­ა­ლებ­და, შემ­დეგ გა­დაგ­ვიფ­რი­ნა და წა­ვი­და...

ბრძო­ლის ველი ბრო­წლე­თის მინ­დვ­რე­ბი იყო. რომ მი­ვუ­ახ­ლოვ­დით, სა­ზა­რე­ლი სუ­რა­თი გა­დაგ­ვე­შა­ლა - 7-8 ჯა­რის­კა­ცის ცხე­და­რი მინ­დორ­ში ეყა­რა. ფე­ხე­ბი ჩა­მე­კე­ცა, ჩემს ლე­ვანს ერა­ყი­დან თეთ­რი, ე.წ. უდაბ­ნოს ბა­თინ­კე­ბი ჩა­მო­ვუ­ტა­ნე. ახლა ამ ომში ის ეცვა. იმ წუ­თებ­ში ვცდი­ლობ­დი, თვა­ლი გარ­დაც­ვლილ­თა ფე­ხე­ბის­კენ არ გამ­ქცე­ო­და, რომ თეთ­რი ბა­თინ­კე­ბი არ და­მე­ნა­ხა. ჩემი შვი­ლი იქ არ აღ­მოჩ­ნდა...

ამ­დენ მიც­ვა­ლე­ბულს ჩემი მან­ქა­ნით ვერ წა­მო­ვას­ვე­ნებ­დი. და­სახ­მა­რებ­ლად სა­მო­ქა­ლა­ქო სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის მან­ქა­ნე­ბიც მო­ვიდ­ნენ. მათი ექი­მი მომ­ხდა­რის­გან ჯერ კი­დევ გონს ვერ მო­სუ­ლი­ყო და არე­უ­ლი გვიყ­ვე­ბო­და, - 31-ე ბა­ტა­ლი­ო­ნის ჯა­რის­კაც­თა ერთი ჯგუ­ფი მინ­დორ-მინ­დორ მო­დი­ო­და, უკან იხევ­დნენ. ამა­სო­ბა­ში ცაზე რუ­სუ­ლი თვითმფრი­ნა­ვი გა­მოჩ­ნდა. ჯა­რის­კა­ცებ­მა იქვე მდგარ პა­ტა­რა შე­ნო­ბას შე­ა­ფა­რეს თავი. თვითმფრი­ნავ­მა მი­ზან­ში სწო­რედ ეს ქოხი ამო­ღო - ბომ­ბი პირ­და­პირ სა­ხუ­რა­ვის ცენ­ტრს და­უ­მიზ­ნაო...

გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

ჯარისკაცის მამა - კაცი, რომელმაც ბრძოლის ველზე შვილების ძებნისას ხუთი ჯარისკაცი გადაარჩინა

ჯარისკაცის მამა - კაცი, რომელმაც ბრძოლის ველზე შვილების ძებნისას ხუთი ჯარისკაცი გადაარჩინა

ყველა ომს მოაქვს ისეთი ამბები, რომლებიც სამუდამოდ რჩება. აგვისტოს ომის შემდეგაც მეომრები ხშირად იხსენებდნენ ჯარისკაცის მამას, რომელიც ბრძოლის ველზე თავის შვილებს დაეძებდა და ამ დროს ხუთი ჯარისკაცის სიცოცხლე გადაარჩინა... "კვირის პალიტრამ" 2012 წელს მიაკვლია ჩვენი დროის ჯარისკაცის მამას თამაზ მეთაფლიშვილს. გთავაზობთ მის სულისშემძვრელ ისტორიას "კვირის პალიტრის" არქივიდან:

თამაზ მეთაფლიშვილი:

- შეიარაღებულ ძალებში 1996 წლიდან ვმსახურობ. 2002 წლიდან სასწრაფო დახმარების მძღოლად ვმუშაობდი, 2008 წლის აგვისტოში თავდაცვის სამინისტროს მესამე ბრიგადის 33-ე ბატალიონის სასწრაფო დახმარების მძღოლი ვიყავი. ბრიგადა მაშინ ქუთაისში იდგა.

5 აგვისტოს საბრძოლო მზადყოფნის შესახებ ბრძანება მივიღეთ. მანქანებში ჩავსხედით და ბაზის დატოვების ნიშანს დაველოდეთ. ვიცოდით, რომ ცხინვალში მივდიოდით. მოსალოდნელ ომზეც გვქონდა ლაპარაკი, თუმცა რას ვიფიქრებდით, ფაქტის წინაშე თუ დავდგებოდით. ერთმანეთს ვეუბნებოდით, თუ რამე იქნება, უკან არავინ დავიხევთო. 6 აგვისტოს, დილით, ბრიგადამ ბაზის დატოვება ეტაპობრივად დაიწყო. ეს მთელი დღე გრძელდებოდა. გზაზე, ზესტაფონში, ხალხი ქუჩაში იყო გამოსული და გამარჯვების შეძახილებით გვხვდებოდა. ზოგი სიგარეტს გვაწვდიდა, ზოგი მინერალურ წყალს, ყველას უხაროდა. გზადაგზა ბიჭები მანქანებს აჩერებდნენ, გადმოდიოდნენ, გვესალმებოდნენ, ხელის ჩამორთმევას და გამხნევებას ცდილობდნენ. წინ ერთი მანქანა გადაგვიდგა, იქიდან ხნიერი, მთასავით კაცი გადმოვიდა, ხელები გაშალა, თითქოს მთელი სამხედრო კოლონის გულში ჩაკვრა უნდაო და - თქვენ გენაცვალეთ, ბიჭებოო, დაიგუგუნა. იმ კაცის ხმა ახლაც ჩამესმის. გორში რომ შევედით, ჟრუანტელმა დამიარა - მთელი ქალაქი გარეთ იყო გამოფენილი (მე თავად გორის რაიონიდან ვარ, სოფელ ხიდისთავიდან). ჯარის დანახვაზე ხალხი ტიროდა. ქალები ხმამაღლა გვლოცავდნენ და შინ მშვიდობით დაბრუნებას გვისურვებდნენ, ცრემლმორეული კაცები რომ შევნიშნე, თავი ვერც მე შევიკავე, ჩემს ექიმს რომ გადავხედე, ცრემლი მასაც მორეოდა. ის დღე არასოდეს დამავიწყდება...

ჩემი ორი ვაჟიც ჩემთან ერთად მესამე ბრიგადაში მსახურობდა. ლევანი 31-ე ბატალიონში მეტყვიამფრქვევე იყო, გიორგი - მომარაგების დარგში. გზად ვცდილობდი, ლევანს შევხმიანებოდი, სატელეფონო კავშირი ჭირდა. ბოლოს, გორში რომ შევედით, როგორღაც დავუკავშირდი. მითხრა, - წინ მივიწევთო...

6 აგვისტოს ღამე ცხინვალის მისადგომებთან, ვაშლის ბაღებში გავათენეთ. მთელი ღამის განმავლობაში ოსური მხარე ნიქოზს, შინდისს, ფხვენისს ბომბავდა. ვარიანამდე ყოველი გოჯი მიწა იბომბებოდა, ცა წითლად ვარვარებდა.

გამთენიისას (7 აგვისტო) სოფელ ქსუისში (ოსურ-ქართული სოფელი) დავბანაკდით. ჩვენი ბატალიონის დაზვერვის ოცეული დასაზვერად წავიდა. მათ ცეცხლი გაუხსნეს. ერთი ჩვენი ბიჭი დაიღუპა. ეს იყო პირველი მსხვერპლი ამ ომში. ტყვია თავში მოხვედროდა. ჩემი მანქანით ჩამოვიყვანე ტყვიავამდე. მიცვალებულები ლაზარეთში არ გადაჰყავდათ, გზაშივე სამოქალაქო სასწრაფო დახმარების მანქანებში გადაასვენებდნენ და თბილისისკენ მიჰყავდათ. მესამე ბრიგადის სამხედრო ჰოსპიტალი სოფელ ტირძნისის საჯარო სკოლაში იყო გახსნილი და დაჭრილებს პირველად სამედიცინო დახმარებას სწორედ იქ უწევდნენ. უკან, ქსუისში რომ დავბრუნდი, ერთ სახლთან ორი დაჭრილი პირდაპირ მიწაზე ეგდო. ახლოს მივედით.

ოსი ცოლ-ქმარი აღმოჩნდა. ქალი მუცელში იყო დაჭრილი. მანქანაში დავაწვინეთ. კაცს ყუმბარის ნამსხვრევებით მთელი გულ-მკერდი გადახსნილი ჰქონდა, თუმცა წვეთი სისხლი არ მოსდიოდა (ყუმბარის ნამსხვრევი იმდენად ცხელი იყო, რომ სისხლი შეადედა). პირველად მაშინ ვნახე,

როგორ მუშაობს ცოცხლად ადამიანის გული. კაცს ვეხვეწებოდით, - მანქანაში გადაგიყვანთ, საკაცეზე დაწექიო, მაგრამ უარობდა, - დაწოლა არ მინდა, დავჯდებიო. ზორბა კაცი იყო. სხვა რა გზა გვქონდა, დავთანხმდით. ტყვიავში, გზაზე, ჯარისკაცები იდგნენ და სამხედრო სასწრაფო დახმარების მანქანის გამოჩენაზე ყვიროდნენ, - დაჭრილი თუ მკვდარიო. თუ მკვდარს ვეტყოდით, სხვა მიმართულებას გვაძლევდნენ, დაჭრილის შემთხვევაში კი ჰოსპიტალში გვგზავნიდნენ და ისევ ხმამაღლა ყვიროდნენ, - დაჭრილიაო. ყვირილზე სამედიცინო პერსონალი გამორბოდა საკაცით, როდესაც მანქანის კარები გავაღე და ექთანებმა გულგადახსნილი კაცი სკამზე ჩამომჯდარი დაინახეს, ერთს გული შეუწუხდა, გაოცებული ექიმები თვალებს არ უჯერებდნენ და სთხოვდნენ საკაცეზე დაწოლას. დაჭრილი მაინც ჯიუტობდა, - ჩემი ფეხით წამოვალო. მართლაც თავისი ფეხით მივიდა საოპერაციომდე. მერე რა ბედი ეწიათ, არ ვიცი.

ქსუისში მეტი მსხვერპლი არ ყოფილა. ჩვენი ბატალიონი ცხინვალში არ შესულა, მარჯვენა ფლანგზე იყო განლაგებული, თუმცა ინფორმაცია მივიღეთ, რომ 31-ე ბატალიონი, რომელშიც ჩემი ლევანი იმყოფებოდა, ალყაში იყო მოქცეული. ამის გაგონებაზე მუხლები მომეკვეთა... შემდეგ გავარკვიე, რომ ლევანის ბატალიონი სოფელ დმენისში იდგა. იქაც თავმოყრილი იყო ოსური მხარის სამხედრო ტექნიკა. ჩემი ფიქრები სულ იქით იყო მიმართული. ცოტა ხანში ალყაში მოქცეულ ბატალიონთან კავშირი საბოლოოდ გაწყდა. არ ვიცოდი, სად იყო ჩემი მეორე ვაჟი, გიორგი. მოგვიანებით გამაგებინეს, რომ ის ქუთაისში, ნაწილში დაუბრუნებიათ - ერთი ოჯახიდან სამი მამაკაცის ომში ყოფნა არ შეიძლებაო.

8 აგვისტოს ჩვენმა ბატალიონმა უკან დახევის ბრძანება მიიღო. გვითხრეს, - რუსული არმიის ტანკები შემოვიდნენო. როდესაც ცაზე პირველად რუსული თვითმფრინავი დავინახე, თავიდან ჩვენი გვეგონა და სიხარულით ტაში დავცხეთ. პირველად თვითმფრინავმა ოსურ მხარეზე მთებში ჩამოაგდო ბომბი. ვიღაცამ დაიყვირა, - ნამდვილად ჩვენები არიანო. მოულოდნელად თვითმფრინავი შემობრუნდა და ქსუისში რაც კი ტექნიკა გვქონდა, ერთიანად ამობუგა. 5 ბიჭი დაგვეჭრა, მხოლოდ ტყვია-წამლით დატვირთული "კამაზი" გადარჩა. ჩვენმა ერთმა მძღოლმა, ნადირაძემ, - ტყვია-წამალი მტერს რატომ უნდა დავუტოვოთო... გადაბუგულ ქსუისში მიბრუნდა, ტყვიების ცეცხლში "კამაზი" თავის მანქანას ჩააბა და სამშვიდობოს გამოათრია.

ტყვიავისკენ დავიხიეთ. ვერ ვიგებდით, რომელი ნაწილი სად იდგა. ყვიროდნენ, - რუსი მოდისო. იყო პანიკა. ჯარი ქაოსურად იხევდა უკან.

ტყვიავში გავიგე, რომ ჩემი ლევანის ბატალიონი სოფელ ბროწლეთში შესულიყო. პირველად მაშინ გავიღიმე (ისეთი მძიმე სიტუაცია იყო, სიხარულის გამოხატვა ვერ გავბედე). ესე იგი, ჩემი შვილი ცოცხალი გადამირჩა-მეთქი, - ამ სიტყვებს ხმამაღლა ვყვიროდი, ოღონდ გულში.

ცოტა ხანში ლევანის ბატალიონის ექიმი ჩემს ექიმს დაუკავშირდა - ბევრი მყავს დახოცილი, დამეხმარეთ, რამე მიშველეთო. სასწრფოდ ბროწლეთისკენ გავწიეთ. გზაში ღმერთს ვემუდარებოდი, - ნეტა ჩემი შვილი არ იყოს მათ შორის-მეთქი, თან მრცხვენოდა, თავს ვკიცხავდი - დანარჩენებიც ხომ ჩვენი შვილები არიან-მეთქი... მაგრამ ემოციებს ვერ ვერეოდი; მე ხომ მამა ვიყავი, რომელსაც, შესაძლოა, რამდენიმე წუთის მერე საკუთარი შვილი მკვდარი ენახა...

ბროწლეთამდე სულ რამდენიმე კილომეტრი იყო, თუმცა ჩემთვის გზა უსაშველოდ გაგრძელდა. ფიქრებში წასული შვეულმფრენის გუგუნმა გამომარკვია. ძალიან ახლოს იყო, რომ იტყვიან, "ზედ გვაჯდა". მე და ჩემი ექიმი ყოველ წუთს სიკვდილს ველოდით, მაგრამ არ გავჩერებულვართ, გზას მაინც განვაგრძობდით, ნახევარი გზა ის შვეულმფრენი თავს დაგვტრიალებდა, შემდეგ გადაგვიფრინა და წავიდა...

ბრძოლის ველი ბროწლეთის მინდვრები იყო. რომ მივუახლოვდით, საზარელი სურათი გადაგვეშალა - 7-8 ჯარისკაცის ცხედარი მინდორში ეყარა. ფეხები ჩამეკეცა, ჩემს ლევანს ერაყიდან თეთრი, ე.წ. უდაბნოს ბათინკები ჩამოვუტანე. ახლა ამ ომში ის ეცვა. იმ წუთებში ვცდილობდი, თვალი გარდაცვლილთა ფეხებისკენ არ გამქცეოდა, რომ თეთრი ბათინკები არ დამენახა. ჩემი შვილი იქ არ აღმოჩნდა...

ამდენ მიცვალებულს ჩემი მანქანით ვერ წამოვასვენებდი. დასახმარებლად სამოქალაქო სასწრაფო დახმარების მანქანებიც მოვიდნენ. მათი ექიმი მომხდარისგან ჯერ კიდევ გონს ვერ მოსულიყო და არეული გვიყვებოდა, - 31-ე ბატალიონის ჯარისკაცთა ერთი ჯგუფი მინდორ-მინდორ მოდიოდა, უკან იხევდნენ. ამასობაში ცაზე რუსული თვითმფრინავი გამოჩნდა. ჯარისკაცებმა იქვე მდგარ პატარა შენობას შეაფარეს თავი. თვითმფრინავმა მიზანში სწორედ ეს ქოხი ამოღო - ბომბი პირდაპირ სახურავის ცენტრს დაუმიზნაო...

განაგრძეთ კითხვა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია