სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
მამა პეტრეს 13 წლის ქალიშვილი, რომლის ფოტოს სკანდალი მოჰყვა, მოდელობისთვის ემზადება - სასულიერო პირის პირველი ინტერვიუ კრიტიკის შემდეგ
მამა პეტრეს 13 წლის ქალიშვილი, რომლის ფოტოს სკანდალი მოჰყვა, მოდელობისთვის ემზადება - სასულიერო პირის პირველი ინტერვიუ კრიტიკის შემდეგ

სვე­ტი­ცხოვ­ლის ტაძ­რის დე­კა­ნოზ­მა პეტ­რე კოლ­ხმა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მისი ქა­ლიშ­ვი­ლის მდი­ნა­რე­ზე გა­და­ღე­ბუ­ლი ფო­ტო­ე­ბი გა­მო­აქ­ვეყ­ნა. ფო­ტო­ებს აზ­რთა სხვა­დას­ხვა­ო­ბა მოჰ­ყვა. იყ­ვნენ ისე­თე­ბიც, რო­მელ­თაც მი­აჩ­ნდათ, რომ მა­მა­ომ თა­ვი­სი შვი­ლის ამ ტი­პის ფო­ტო­ე­ბი არ უნდა გა­მო­აქ­ვეყ­ნოს. თე­მის რე­ზო­ნან­სუ­ლო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, AMBEBI.GE კო­მენ­ტა­რის­თვის მამა პეტ­რეს და­უ­კავ­შირ­და.

- მე ვფიქ­რობ, სა­ზო­გა­დო­ე­ბა სა­თა­ნა­დოდ არაა მზად იმი­სათ­ვის, რომ ხდე­ბო­დეს ჩა­კი­რუ­ლი სტე­რე­ო­ტი­პე­ბის მსხვრე­ვა და თა­ვი­სუ­ფა­ლი ნე­ბის გა­მო­ხა­ტუ­ლე­ბა იქ­ნეს პროგ­რე­სუ­ლად მი­ღე­ბუ­ლი. ბუ­ნებ­რი­ვია, სა­ზო­გა­დო­ე­ბა ჭრე­ლია და ყვე­ლას სა­კუ­თა­რი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი და მიდ­გო­მე­ბი გა­აჩ­ნია, მაგ­რამ ეს არ ნი­შან­ვს იმას, რომ მარ­თლმა­დი­დებ­ლო­ბა არის სუ­ბი­ექ­ტუ­რი და ყვე­ლას ისე ეს­მო­დეს, რო­გორც მას სურს. იმა­ში ცუდი არა­ფე­რია, რო­დე­საც ადა­მი­ა­ნი ში­ნა­გა­ნად არის თა­ვი­სუ­ფა­ლი, რად­გან სწო­რედ თა­ვი­სუ­ფა­ლი ნე­ბით შე­იძ­ლე­ბა მი­აღ­წი­ოს ჭეშ­მა­რი­ტე­ბას, მაგ­რამ ამ ხე­ლოვ­ნუ­რი აკ­რძალ­ვე­ბით, წი­ნა­აღ­მდე­გო­ბე­ბით, შუ­რით, ბოღ­მით და სი­ძულ­ვი­ლით აუ­ცი­ლებ­ლად აც­დე­ბი­ან იმ გზას, რა­საც მარ­თლმა­დი­დებ­ლო­ბას ეძა­ხი­ან. მე კი მი­მაჩ­ნია, ეს ყვე­ლა­ფე­რია, გარ­და მარ­თლმა­დი­დებ­ლო­ბი­სა. მე ვარ სა­სუ­ლი­ე­რო პირი, მაგ­რამ ეს არ ნიშ­ნავს იმას, რომ ჩემი შვი­ლე­ბიც გახ­დნენ მო­ძღვრე­ბი ან მო­ზავ­ნე­ბი და ია­რონ ლე­ჩა­ქით. ის ფოტო ნამ­დვი­ლად არ იყო ისე­თი ტრა­გიზ­მით აღ­სავ­სე, რა გა­მოხ­მა­უ­რე­ბაც მას მოჰ­ყვა სა­ზო­გა­დო­ე­ბის მხრი­დან. ძა­ლი­ან მა­ინ­ტე­რე­სებს, რო­დე­საც ადა­მი­ა­ნი მდი­ნა­რე­ში, ჩავა პალ­ტო უნდა ეც­ვას?! მე მი­ვიჩ­ნევ, რომ ამ ფო­ტომ უარ­ყო­ფი­თი რე­აქ­ცია სწო­რედ მათ­ში გა­მო­იწ­ვია, ვი­საც ძა­ლი­ან მო­ე­წო­ნა ეს სუ­რა­თე­ბი, მაგ­რამ აღი­ა­რე­ბა არ უნდა.

- ანუ მი­გაჩ­ნი­ათ, რომ გარ­კვე­უ­ლი შუ­რის ფაქ­ტო­რი ამოძ­რა­ვებ­დათ მათ, ვი­საც მძაფ­რი რე­აქ­ცია ჰქონ­და?

- მე ასე ვფიქ­რობ, მით უმე­ტეს 13 წლის ბავ­შვი რა ტი­პის ფო­ტოს გა­და­ი­ღებს, არა მგო­ნია, რომ გან­სჯის საგ­ნად უნდა იქ­ცეს. მე ვთვლი, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბის გარ­კვე­ულ ნა­წილს არ გა­აჩ­ნია პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა და ამი­ტო­მაც ინ­ტე­რეს­დე­ბი­ან სხვი­სი ცხოვ­რე­ბით. სხვა­თა შო­რის, ამ მძაფ­რი რე­აქ­ცი­ით უფრო მე­ტად სა­ინ­ტე­რე­სოს ხდი­ან ჩემი შვი­ლის პი­როვ­ნე­ბას და ცხოვ­რე­ბას, რო­მე­ლიც არას­დროს ყო­ფი­ლა მო­ნო­ბა­ში და არც არას­დროს იქ­ნე­ბა, პი­რი­ქით მას ძა­ლი­ან კარ­გად ეს­მის, რა არის მარ­თლმა­დი­დებ­ლო­ბა და ძა­ლი­ან კარ­გად იცის, თუ რა არის მისი უფ­ლე­ბე­ბი და რა - სხვი­სი.

- მამა პეტ­რე, ასეთ რე­აქ­ცი­ას ელო­დით სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სა­გან?

- სი­მარ­თლე გი­თხრათ, გარ­კვე­ულ­წი­ლად ვე­ლო­დი კი­დეც და სწო­რედ ამი­ტო­მაც დავ­დე ეს ფოტო, რათა მოხ­დეს ჩა­კი­რუ­ლი სტე­რე­ო­ტი­პე­ბის მსხვრე­ვა და ადა­მი­ა­ნებ­მა თა­ვი­სუფ­ლად აზ­როვ­ნე­ბა ის­წავ­ლონ. ნუ იქ­ნე­ბი­ან მო­ნო­ბა­ში, ქრის­ტე იმის­თვის კი არ მო­ვი­და, რომ მო­ნო­ბა­ში ვი­ყოთ, არა­მედ მო­ვი­და იმის­თვის, რომ მო­ნო­ბი­სა­გან გაგ­ვან­თა­ვი­სუფ­ლოს.

- სა­მო­მავ­ლო­დაც შე­იძ­ლე­ბა მსგავს ექ­სპე­რი­მენტს ვე­ლო­დოთ?

- ჩემი შვი­ლი და­დის სა­მო­დე­ლო სტუ­დი­ა­ში და სა­მო­მავ­ლოდ შე­იძ­ლე­ბა, ერთ მშვე­ნი­ერ დღეს თქვენც მო­გი­პა­ტი­ჟოთ ჩვე­ნე­ბა­ზე.

ლადო გო­გო­ლა­ძე

AMBEBI.GE

მეტი ინ­ფორ­მა­ცი­ის­თვის| სკან­და­ლი, რო­მე­ლიც მამა პეტ­რეს მიერ შვი­ლის ფო­ტო­ე­ბის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბას მოჰ­ყვა - "ქრის­ტი­ა­ნო­ბა მე­ტის­მე­ტად გა­მი­წი­ერ­და..."

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

მამა პეტრეს 13 წლის ქალიშვილი, რომლის ფოტოს სკანდალი მოჰყვა, მოდელობისთვის ემზადება - სასულიერო პირის პირველი ინტერვიუ კრიტიკის შემდეგ

მამა პეტრეს 13 წლის ქალიშვილი, რომლის ფოტოს სკანდალი მოჰყვა, მოდელობისთვის ემზადება - სასულიერო პირის პირველი ინტერვიუ კრიტიკის შემდეგ

სვეტიცხოვლის ტაძრის დეკანოზმა პეტრე კოლხმა სოციალურ ქსელში მისი ქალიშვილის მდინარეზე გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნა. ფოტოებს აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა. იყვნენ ისეთებიც, რომელთაც მიაჩნდათ, რომ მამაომ თავისი შვილის ამ ტიპის ფოტოები არ უნდა გამოაქვეყნოს. თემის რეზონანსულობიდან გამომდინარე, AMBEBI.GE კომენტარისთვის მამა პეტრეს დაუკავშირდა.

- მე ვფიქრობ, საზოგადოება სათანადოდ არაა მზად იმისათვის, რომ ხდებოდეს ჩაკირული სტერეოტიპების მსხვრევა და თავისუფალი ნების გამოხატულება იქნეს პროგრესულად მიღებული. ბუნებრივია, საზოგადოება ჭრელია და ყველას საკუთარი შეხედულებები და მიდგომები გააჩნია, მაგრამ ეს არ ნიშანვს იმას, რომ მართლმადიდებლობა არის სუბიექტური და ყველას ისე ესმოდეს, როგორც მას სურს. იმაში ცუდი არაფერია, როდესაც ადამიანი შინაგანად არის თავისუფალი, რადგან სწორედ თავისუფალი ნებით შეიძლება მიაღწიოს ჭეშმარიტებას, მაგრამ ამ ხელოვნური აკრძალვებით, წინააღმდეგობებით, შურით, ბოღმით და სიძულვილით აუცილებლად აცდებიან იმ გზას, რასაც მართლმადიდებლობას ეძახიან. მე კი მიმაჩნია, ეს ყველაფერია, გარდა მართლმადიდებლობისა. მე ვარ სასულიერო პირი, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩემი შვილებიც გახდნენ მოძღვრები ან მოზავნები და იარონ ლეჩაქით. ის ფოტო ნამდვილად არ იყო ისეთი ტრაგიზმით აღსავსე, რა გამოხმაურებაც მას მოჰყვა საზოგადოების მხრიდან. ძალიან მაინტერესებს, როდესაც ადამიანი მდინარეში, ჩავა პალტო უნდა ეცვას?! მე მივიჩნევ, რომ ამ ფოტომ უარყოფითი რეაქცია სწორედ მათში გამოიწვია, ვისაც ძალიან მოეწონა ეს სურათები, მაგრამ აღიარება არ უნდა.

- ანუ მიგაჩნიათ, რომ გარკვეული შურის ფაქტორი ამოძრავებდათ მათ, ვისაც მძაფრი რეაქცია ჰქონდა?

- მე ასე ვფიქრობ, მით უმეტეს 13 წლის ბავშვი რა ტიპის ფოტოს გადაიღებს, არა მგონია, რომ განსჯის საგნად უნდა იქცეს. მე ვთვლი, რომ საზოგადოების გარკვეულ ნაწილს არ გააჩნია პირადი ცხოვრება და ამიტომაც ინტერესდებიან სხვისი ცხოვრებით. სხვათა შორის, ამ მძაფრი რეაქციით უფრო მეტად საინტერესოს ხდიან ჩემი შვილის პიროვნებას და ცხოვრებას, რომელიც არასდროს ყოფილა მონობაში და არც არასდროს იქნება, პირიქით მას ძალიან კარგად ესმის, რა არის მართლმადიდებლობა და ძალიან კარგად იცის, თუ რა არის მისი უფლებები და რა - სხვისი.

- მამა პეტრე, ასეთ რეაქციას ელოდით საზოგადოებისაგან?

- სიმართლე გითხრათ, გარკვეულწილად ველოდი კიდეც და სწორედ ამიტომაც დავდე ეს ფოტო, რათა მოხდეს ჩაკირული სტერეოტიპების მსხვრევა და ადამიანებმა თავისუფლად აზროვნება ისწავლონ. ნუ იქნებიან მონობაში, ქრისტე იმისთვის კი არ მოვიდა, რომ მონობაში ვიყოთ, არამედ მოვიდა იმისთვის, რომ მონობისაგან გაგვანთავისუფლოს.

- სამომავლოდაც შეიძლება მსგავს ექსპერიმენტს ველოდოთ?

- ჩემი შვილი დადის სამოდელო სტუდიაში და სამომავლოდ შეიძლება, ერთ მშვენიერ დღეს თქვენც მოგიპატიჟოთ ჩვენებაზე.

ლადო გოგოლაძე

AMBEBI.GE

მეტი ინფორმაციისთვის| სკანდალი, რომელიც მამა პეტრეს მიერ შვილის ფოტოების გამოქვეყნებას მოჰყვა - "ქრისტიანობა მეტისმეტად გამიწიერდა..."

როდიდან გამოიდარებს საქართველოში - უახლოესი დღეების პროგნოზი

მოიგე „ხელფასი“ და აკეთე ყველაფერი, რაც გაგიხარდება!

ემოციური დამშვიდობება მაშველ ძაღლებთან - "ფანი, ჯესი, ბელა, სალი, ბინგო და რეი სამსახურებრივ მოვალეობას აღარ შეასრულებენ"